უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის მიმდინარე მატჩის დაწყებამდე ამ კლუბების ფანებმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე სიმღერა You’ll never walk alone (“არასდროს იქნები მარტო”) ერთად შეასრულეს.
Matthew St filled with both Dortmund and Liverpool fans in harmony singing YNWA this afternoon. pic.twitter.com/liaJwWexnT
თბილისის დროით 23:05 საათზე “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიასა” და ინგლისური “ლივერპულის” 65, 000 გულშემატკივარი ერთად შეასრულებს “ლივერპულის” უკვდავ ჰიმნს.
უკიდეგანო სივრცე შავ-ყვითელი შარფების – პლუს წითელი შარფების მცირე რაოდენობა კუთხეებში – და ლეგენდარული კლუბები ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ და დასამახსოვრებელ You’ll Never Walk Alone-ს შეასრულებენ.
სიტყვები You’ll Never Walk Alone ორივე ამ კლუბის დევიზია, ისევე როგორც მათი მილიონობით გულშემატკივარის და როცა ეს ორი უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბი ერთმანეთს შეხვდება, ნამდვილ სენსაციას უნდა ელოდო.
რაც შეეხება უშუალოდ მუსიკას, YNWA ოსკარ ჰამერშტეინისა და რიჩარდ როჯერსის მიერ არის შექმნილი სპეციალურად მიუზიკლ “კარუსელისთვის”. აღნიშნული სიმღერა ბევრმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, რამაც YNWA-ს დიდი პოპულარობა მოუტანა.
1945 წელს შექმნილი სიმღერა მალე “ლივერპულის” განუშორებელ ატრიბუტად იქცა. ფანები ერთხმად, გულმხურვალედ ასრულებენ ამ სიმღერას მატჩის დაწყების და დასასრულის დროს.
დონატებისა და ყავის საერთაშორისო ქსელი “დანკინ დონატსი”, რომელიც “ლივერპულის” სპონსორი გახლავთ, მერსისაიდული გუნდის ფანებს ბოდიშს უხდის.
კომპანიამ სარეკლამო კამპანიაში “ლივერპულის” მოდიფიცირებული გერბი გამოიყენა. კერძოდ, ფირმამ “ენფილდროუდელთა” ცნობილი ემბლემა “დანკინ დონატსის” სტილში გადააკეთა, სახელგანთქმული დევიზი “შენ არასოდეს იქნები მარტო” კი საკუთარი სლოგანით შეცვალა: “ამერიკას დანკინ დონატსი ამოძრავებს”.
კლუბის სიმბოლოს ამგვარმა მოდიფიცირებამ “ლივერპულის” ქომაგთა აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილო ფანებმა კომპანიას მიმართეს და საბოლოო ჯამში, “დანკინ დონატსის” წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რედაქტირებული გერბი წაშალეს, აღნიშნული კამპანია შეაჩერეს და ბოდიშიც მოიხადეს.
“დანკინ დონატსი” “ლივერპულს” 2014 წლის იანვრიდან სპონსორობს.