“ფიორენტინას” თავდამსხმელი მარიო გომესი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
30 წლის გერმანელი ფეხბურთელი სტამბულში ხუთშაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი ევროა, ფეხბურთელი კი წელიწადში ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.
იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მარიო გომესმა 20 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.