დღეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “ფენერბაღჩემ” საკუთარ მოედანზე უკრაინული “ზორია” მიიღო. ამ უკანასკნელში ქართველი სპორტსმენი, ჯაბა ლიპარტია გამოდის.
მთელი 90 წუთის მანძილზე უპირატესობას თურქები ფლობდნენ. მათ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და, საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშთ, 2:0 მოიგეს.
ქართველმა ფეხბურთელმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ლიპარტიას კლუბს 2 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.