გვარდიოლა: “გვინდა “იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” საკუთარ სდატიონებზე დავამარცხოთ”

ლონდონის “ჩელსისთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (0:1) შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გუნდურად ვიმოქმედოთ და ამაში მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, საუბარი ექიმებზე, შტაბის წევრებსა და ხელმძღვანელებზე მაქვს. ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა ვიდგეთ.

ჩვენი მიზანია, რომ გასვლით თამაშებშიც ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქეს პრესინგი შევთავაზოთ. დღეს პირველივე წუთებიდან ამას ვცდილობდით და საბოლოო ჯამში, ამან შედეგი გამოიღო.

კონკურენტები? “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჰარი კეინის გუნდი”, რომელსაც ყოველ მატჩში ორი ან სამი გოლი გააქვს. “იუნაიტედს” ჟოზე ჰყავს, რომლის სტილიც სწორედ რომ დიდი ზეწოლა და ორთაბრძოლებში დომინირებაა კონტრ-იერიშებზე თამაშის მსგავსად.

ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. გვინდა “ოლდ ტრაფორდზე”, “უემბლიზე” და “ემირეიტსზეც” ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, თუნდაც მაღალი პრესინგის პირობებში,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

ჰარი კეინი რონალდუს კვალდაკვალ

“ტოტენჰემის” ცხრიანი ჰარი კეინი კრიშტიანო რონალდუს გაუთანაბრდა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით.

როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა დღეს დუბლი გაიფორმა “ჰარდფილდის” წინააღმდეგ. ინგლისელის მეორე გოლი კი, განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მისი წყალობით რონალდუს დაეწია და პორტუგალიელის გასაოცარი შედეგი გაიმეორა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუს ამ შედეგის მისაღწევად ექვს სეზონში ჩატარებული 196 შეხვედრა დასჭირდა, კეინი კი მხოლოდ მეოთხე სეზონს ატარებს და მან ეს ყოველივე 123 შეხვედრაში შეძლო.

ასევე, გასაოცარია მისი მეორე შედეგიც, მას შემდეგ, რაც კეინი პრემიერ ლიგაში თამაშობს 26 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ მოუწია მოედანზე გასვლა და აქედან 25-ს გოლი გაუტანა, მან მხოლოდ “კარდიფ სიტის” კარის აღება ვერ მოახერხა ჯერ-ჯერობით.

უნდა ითქვას, რომ ინგლისელმა ცხრიანმა 2017 წელს 27 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 13 -ჯერ სექტემბრის თვეში, ფაქტია ჰარი კეინი ფორმის პიკისაკენ მიიწევს.

ჰარი კეინი – მე-7 ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც…

ლონდონის “ტოტენჰემი” ბოლო დროს ბრწყინვალედ გამოიყურება როგორც საშინაო ჩემპიონატში, ასევე ევროპულ სარბიელზეც. რასაც მაურისიო პოჩეტინო ყველაზე მეტად გუნდის ინგლისელ ვარსკვლავს, ჰარი კეინს უნდა უმადლოდეს.

“აპოელთან” გამართულ მატჩში (0:3) ჰარი კეინმა ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა, რითიც ის რიგით მეშვიდე ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა – აქამდე ამის გაკეთება ენდი კოულმა, ნიუელმა, ოუენმა, რუნიმ, შირერმა და უელბეკმა შეძლეს.

გეტყვით იმასაც, რომ 24 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა ბოლო 6 გასვლით მატჩში საერთო ჯამში 14 გოლის გატანა შეძლო.

კარიკატურა: ქარიშხალმა “კეინმა” ევროპას გადაუარა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდა და ანგარშით, 3:1 მოიგო. ინგლისელთაგან ორი გოლის გატანა ჰარი კეინმა მოახერხა. იგი მთელი თამაშის მანძილზე ძალიან აქტიური იყო.

ომარ მომანი ასე ეხმაურება კეინის წარმატებულ ასპარეზობას.

 

კეინი: “ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები ძლიერ გუნდებთანაც დავამტკიცო”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ანგარიშით, 3:1 სძლია.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს დუბლის ავტორი, ჰარი კეინი ესაუბრა.

“ვცდილობ, რომ ჩემი შესაძებლობები ძლიერ კლუბებთანაც დავამტკიცო. შესაბამისად, დღვანდელი დუბლი ძალიან სასიამოვნო იყო. მან კიდევ უფრო მეტად შემმატა თავდაჯერებულობა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ და პირველი სამი ქულა ჩავიწერეთ.”

“გვინდოდა, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაგვეწყო. ბედნიერები ვართ, რომ ამის გაკეთება ძლიერი “ბორუსიას” წინააღმდეგ შევძელით,” – აცხადებს კეინი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 ივნისი


“ბარსელონამ” მიზანში საულის ტრანსფერი ამოიღო

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის, საულ ნიგესის ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას ესპანური As ადასტურებს.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრების” მთავარი სამიზნე მარკო ვერატია, იტალიელი ფეხბურთელსი ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში კი, კატალონიელები მთელ ყურადღებას “ატლეტიკოს” ვარსკვლავზე გადაიტანენ.


მოუ ჰარი კეინის ტრანსფერს ითხოვს

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს სატრანსფერო რეკორდის მოხსნა და “სპურსის” ინგლისელ თავდამსხმელში 100 მილიონი ფუნტის გადახდა დაავალა.

როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ კრიშტიანუ რონალდუს, თუმცა, მოურინიოს ჰარი კეინის გადაბირების ვარიანტი უფრო მოსწონს.


“ბარსამ” მატეო კოვაჩიჩს დაადგა თვალი

“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

Don Balon-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვალვერდე მატეოს დიდი ფანია და მას “ინტერში” ყოფნის პერიოდშიც დიდ ყურადღებას აქცევდა.


მარსიალი “არსენალში”?

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევი, ანტონი მარსიალი მოექცა, რომელსაც “მეთოფეთა” ლეგენდას, ტიერი ანრისაც ადარებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “არსენალი” თავდაპირველად კილიან მბაპეს გადაბირებას აპირებდა, თუმცა “მონაკომ” ეს ტრანსფერი დაბლოკა და ახლა, ინგლისელებს ისღა დარჩენიათ, მარსიალის ტრანსფერზე იოცნებონ.


“იუნაიტედი” ნაინგოლანს წელიწადში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ “რომას” ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გულის მოგებას. Il Tempo-ს ცნობით, “წითელი ეშმაკები” ნაინგოლანს 7.5 მილიონ ევროს სთავაზობენ წელიწადში ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონიც “ჩელსისა” და “არსენალის” უფროსებიც ინტერესდებიან, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, მის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს სწორედ მანჩესტერელები არიან.

ჰარი კეინი: “ყველაფერს გავაკეთებ ოქროს ბურთის მოსაგებად”

ლონდონის “ტოტენჰემის” ლიდერმა, ჰარი კეინმა აღიარა, რომ ძალიან უნდა სახელოვან ფეხბურთელთა სიაშის მოხვედრა, რისთვისაც ოქროს ბურთის მოგება გახლავთ საჭირო.

“ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამ უდიდესი პრიზის მოსაგებად იქნება საჭირო. ჩემი მთავარი მიზანი მომავალ სეზონებში სწორედ ამ ჯილდოს მოგება იქნება.

რონალდუმ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, ამიტომაც აცხადებს პრეტენზიას ოქროს ბურთზე. მესიც მსგავს სიტუაციაშია. ამ პრიზის მოსაგებად მხოლოდ ინდივიდიუალური მიღწევები საჭირო არ არის, ასე რომ, იმედი მაქვს “ტოტენჰემთან” ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ.

მინდა იმ დიდებულ ფეხბურთელთა სიაში მოვხვდე (მესი, რონალდუ), რისთვისაც სანაკრებო ასპარესზეც აუცილებელია თავის გამოჩენა.

საკლუბო დონეზე რამდენიმე კარგი სეზონი ჩავატარე, ჩემი პერფრომანსის ახალ დონეზე გადასაყვანად კი ნაკრებში წარმატების მიღწევა მესაჭიროება. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს შევძლებ,” – აცხადებს ჰარი კეინი.

ჰარი კეინმა ვარჯიში განაახლა

ლონდონის “ტოტენჰემი” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჰარი კეინის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულსაც უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ “მამლების” ინგლისელმა თავდამსხმელმა დაზიანება ინგლისის თასის ეგიდით, “მილუოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო (მარტის თვეში).

როგორც იცით, კეინს “ბორნმუთთან” გასამართ მატჩში უწინასწარმეტყველებდნენ დაბრუნებას, თუმცა, მისი რეაბილიტაციის პროცესი იმდენად კარგად მიმდინარეობს, რომ მას ხვალ, 8 აპრილს, “ბორნმუთთან” გასამართ შეხვედრაშიც შეეძლება მონაწილეობის მიღება.

ჰარი კეინის ორი ახალი რეკორდი

ლონდონური “ტოტენჰემის” ინგლისელი ფორვარდი, ჰარი კეინი კიდევ ერთ პროდუქტიულ სეზონს ატარებს.

როგორც იცით, “სტოკ სიტის” კარში გაფორმებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ, კეინმა “ევერტონი” ამოიღო მიზანში და როუბლსს ორი გოლი გაუტანა.

შედეგად, კეინს მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე გატანილი 14 გოლი დაუგროვდა. ამდენი გოლი კი ერთ სეზონში “სპურსის” არც ერთ ფეხბურთელს არ დაუგროვებია.

ამასთანავე, ეს მეშვიდე შემთხვევა იყო, როდესაც კეინმა მიმდინარე სეზონში ანგარიში გახსნა. ჩემპიონატის ახალ სეზონში ყველაზე მეტჯერ სწორედ მან მოახერხა პირველი გოლის გატანა.

ჰარი კეინი: “ზოგს მხოლოდ ფული ადარდებს, მე ასეთი არ ვარ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ჰარი კეინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “უაით ჰართ ლეინზე” თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის დატოვებას არ აპირებს.

23 წლის ინგლისელმა talkSport-თან საუბრისას განაცხადა: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა.

საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ფანტასტიკური მწვრთნელი და ახალი ბაზა. სტადიონის მშენებლობა კი ორ წელიწადში დასრულდება.

ყველაფერი წინ მიდის და სანამ ეს პროცესი გრძელდება, კლუბის დატოვების სურვილი ნამდვილად არ გამიჩნდება.

ზოგი მხოლოდ ფულისთვის თამაშობს – მე ასეთი არ ვარ. ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა. დიახ, “ტოტენჰემში” ბედნიერი ვარ.”

კეინი: “ტოტენჰემს” იმის გამო არ დავტოვებ, რომ სხვაგან ტიტულები მოვიგო”

ჰარი კეინმა მის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ტოტნჰემში” ძალიან ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ იგი “სპურსების” შემადგენლობაში ბევრ ტიტულს ვერ იგებს, ამ მიზეზით კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“თუ გინდა, რომ გქონდეს დიდი კლუბი, მაშინ დიდი ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნო. შესაბამისად, მე აქ ვრჩები და მინდა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

“მწვრთნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტი და ვთამაშობ უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელების გვერდით. შესაბამისად, რატომ უნდა დავტოვო აქაურობა?”

“ზოგ მოთამაშეს უნდა, რომ უფრო მეტი გამოიმუშაოს და ამის გამო კლუბს იცვლის. ჩემთვის მთავარია, ვიყო კომფორტულად, მხიარულად და განვვითარდე. ფული კი დანამატია იმ საქმეზე, რასაც მე ვაკეთებ. მხოლოდ და მხოლოდ ფული არასდროს გამხდის ბედნიერს.”

“წინა სეზონში ძალიან ახლოს ვიყავით პრემიერ ლიგის მოგებასთან. ამ წარუმატებლობამ კიდევ უფრო გაგავაძლიერა. ახლა კი დროა, რამე მოვიგოთ. ამისთვის, ძალას არ დავიშურებ,” – აცხადებს კეინი.

ჰარი კეინი: “ტოტენჰემს” პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია”

ლონდონის “ტოტენჰემი” პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს და 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”. “სპურსებმა” ბოლო ტურში “უაით ჰართ ლეინზე” “ვესტ ბრომვიჩი” მიიღეს და მეტოქე, ანგარიშით,4-0 გაანადგურეს.

ინგლისური კლუბის ლიდერმა, ჰარი კეინმა ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში ჰეთრიკი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მოგების შესაძლო მოგებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვფიქრობ, ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის მოგება გვძალუძს. შარშან ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა მას ვერ მივაღწიეთ. თუმცა, გასული წელი შესანიშნავი გამოციდლება იყო ჩვენთვის.”

“გუნდი გაიზარდა და უფრო გამოცდილია. ჩვენი თავის გვჯერა და გვაქვს ერთი მიზანი. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რამ უნდა შეგვიშალოს ხელი პრემიერ ლიგის მოგებაში.:

“ჩელსი” სხვა გუნდებს ძალიან მოსწყდა. ამიტომ, ლონდონელებთან თამაშის წინ ვიცოდით, რომ, თუ რამის მიღწევა გვინდოდა, მათი დამარცხება მოგვიწევდა. ასეც მოვიქეცით, რამაც თავდაჯერებულობა უფრო შეგვმატა,” – განაცხადა კეინმა.