კეინი: “პრემიერ ლიგის მოგება შეგვიძლია”

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელ ლიდერს, ჰარი კეინს სჯერა, რომ “ტოტენჰემი” გასული სეზონის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და რომ “მამლებს” ნამდვილად შეუძლიათ პრემიერ ლიგის მოგება.

“ლიგის მოგება ნამდვილად შეგვიძლია. ამ მიზანთა გასულ წელს ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ გავაკეთეთ.

კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ვთვლი, რომ წელს უფრო გამოცდილები ვართ და უკეთაც ვთამაშობთ. ყველაფერთან ერთად, კარგ ფორმაშიც ვიმყოფებით და ასე თუ გავაგრძელებთ, ჩემპიონები აუცილებლად გავხდებით.”

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 21 ტურის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 45 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და შვიდი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”.

კეინი: “ტოტენჰემში” კიდევ დიდი, დიდი ხნის მანძილზე დავრჩები”

ლონდონელ “მამალთა” ინგლისელმა ლიდერმა, ჰარი კეინმა განაცხადა, რომ “უაით ჰართ ლეინზე” კიდევ დიდი ხნით აპირებს დარჩენას და დაადასტურა ინფორმაცია მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

“ლონდონში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვფიქრობ, სპეკულაციები ჩემი მომავლის შესახებ, იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებ. ბევრი ილაპარაკებს ჩემს კონტრაქტზე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ აქ ბედნიერი ვარ.

ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. პანიკა საჭირო ნამდვილად არ არის.

აქ ყოფნით კმაყოფილი ვარ და მინდა, ლონდონში კიდევ დიდი, დიდი ხნით დავრჩე. სრულიად “ტოტენჰემზე” ვარ კონცენტრირებული და მინდა ამ კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო.”

The Sun: “სპურსი” ჰარი კეინის მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს

ბრიტანული გავლენიანი გამოცემის, The Sun-ის ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემი” ჰარი კეინის მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს, რაც კიდევ უფრო ზრდის კეინისა და ლონდონელების გზების გაყრის შანსებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი ფორვარდი, რომელიც ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად 60 000 ფუნტს იღებს კვირაში, ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს.

ეს ყოველივე კი კეინისათვის კონტრაქტის გახანგრძლივების შანსებს ამცირებს და იმის ფონზე, რომ 23 წლის ინგლისელს მთხოვნელები ბლომად ჰყავს, შესაძლოა, მან კლუბი უახლოეს მომავალში დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონი კეინისთვის დიდად პროდიქტიულად ვერ დაიწყო – ჰარი კეინს პრემიერ ლიგის ექვს მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.

ჩრდილოლონდონური დერბის წინ: კეინი და უოლკოტი სასტარტოში, დელე ალი – არა

კვირას, ლონდონის “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შორის გასამართ მატჩში მოედანზე ჰარი კეინი და ტეო უოლკოტი დაბრუნდებიან, რომლებმაც ახლახან მოიშუშეს სერიოზული ტრავმები.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს მუსა დემბელეც, რომლის თამაშიც მატჩის წინ საეჭვოდ მიაჩნდათ. თუმცა ძირითადში ვერ მოხვდა დელე ალი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით მუხლი დაიზიანა.

“მეთოფეები” კი დღევანდელ მატჩში სანტი კასორლას გარეშე იქნებიან. აარონ რემზი და ოლივიე ჟირუ კი ვენგერმა სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.


“არსენალის” სასტარტო შემადგენლობა: პეტრ ჩეხი; ჰექტორ ბელერინი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი; კოკლინი, ჯაკა; უოლკოტი, მესუთ იოზილი, ალექს აივობი, ალექსის სანჩესი.

სათადარიგოთა სკამი: ოსპინა, გაბრიელი, გიბსი, რემზი, ელნენი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ჟირუ.

“ტოტენჰემის” სასტარტო შემადგენლობა: ჰუგო ლორისი, უოლკერი, ვერტონგენი, ვიმერი, დენი როუზი, ერიკ დაიერი, ვანიამა, მუსა დემბელე, კრისტიან ერიქსენი, სონი, ჰარი კეინი.

სათადარიგოთა სკამი: ვორმი, რიპერი, კარტერ-ვიკერსი, ვინკსი, ონომაჰი, ნკუდუ, იანსენი.


კეინი: “მომდევნო 50 გოლს უფრო სწრაფად გავიტან!”

გუშინ ლონდონის “ტოტენჰემი” სტუმრად “სტოუკ სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ერთ-ერთი მათგანის შეგდება ჰარი კეინმა შეძლო, რომლისთვისაც ეს მატჩი პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემის” მაისურით 90-ე იყო, გატანილი გოლი კი – 50-ე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეხვედრის შემდეგ, 23 წლის სპორტსმენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რამდენიმე წლის წინ, ვინმე რომ მოსულიყო და ეთქვა, მომავალში 50 პრემიერლიგური გოლი გექნება გატანილი “სპურსების” მაისურითო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ეს დიდი მიღწევაა; ახლა უფრო “მშიერი” ვარ და კიდევ უფრო მინდა, მეტი და მეტი გოლი გავიტანო.”

“მე გავაგრძელებ მუშაობას მთელი დატვირთვით, შევეცდები, რომ უფრო მეტი და ლამაზი გოლი გავიტანო. მინდა, შემდეგი 50 გოლის შეგდება წინა 50-ზე სწრაფად მოვახერხო,” – განაცხადა კეინმა.

Corriere dello Sport: “მილანი” ჰარი კეინის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ჩამოდის

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის გადაბირებით იტალიური “მილანი” სერიოზულადაა დაინტერესებული.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ჩინელი ინვესტორები აფინანსებენ, ინგლისელი ფორვარდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ სამიზნედ დაისახეს.

იტალიელები ზაფხულშიც ცდილობდნენ კეინის გადაბირებას, რომელსაც პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია, თუმცა ამაოდ. ამჯერად, “მილანი” ჰარი კეინის სანაცვლოდ “ტოტენჰემისთვის” 50 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.

პოჩეტინომ ავსტრალიურ ტურზე ჰარი კეინი არ წაიყვანა

“ტოტენჰემმა” უკვე გამოაცხადა იმ ფეხბურთელთა სია, რომელიც 2016 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ავსტრალიურ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სიაში მოხვდნენ “მამლების” ახალწვეულები: ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა და ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჰარი კეინი და ჰუგო ლორისი.

“სპურსი” პირველ მატჩს მელბურნში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს (26 ივლისი).მეორე სატესტო მატჩში ლონდონურ კლუბს “ატლეტიკო მადრიდის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში (29 ივლისი). ბოლო მატჩს მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მილანური “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს.

“ტოტენჰემის” განაცხადი გინესის თასისთვის: ლუკ ამოსი, დომინიკ ბოლი, ტომ ქეროლი, კემერონ კარტერ-ვიკერსი, ნასერ შადლი, მარკუს ედვარდსი, კრისტიან ერიქსენი, ტომ გლოვერი, შეიონ ჰარისონი, ვინსენტ იანსენი, ერიკ ლამელა, რაიან მეისონი, ლუკ მაკგი, უილ მილერი, ჯოშ ონომაჰი, ჰოინ-მინ სონი, კირენ ტრიპერი, მიშელ ვორმი, კაილ უოლკერ-პიტერსი, ანტონ უოლკსი, ვიქტორ ვანიამა, კევინ ვიმერი, ჰარი ვინკსი და დეანდრე იედლინი.

ჰარი კეინი: “ჩელსი” ისე აღნიშნავდა, თითქოს ტიტული მათ მოეგოთ და არა “ლესტერს”

“ტოტენჰემ ჰოტსპურის” ლიდერმა, ჰარი კეინმა, რომლის გუნდმაც ორშაბათს, “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” ვერ მოუგო (2-2) და ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვა, პრესასთან “ლესტერის” ჩემპიონობაზე ისაუბრა.

“როდესაც ექს-ჩემპიონები ისე აღნიშნავენ, თითქოს ჩემპიონატი მათ მოიგეს, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ.

უბრალოდ უნდა განვაგრძოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ საკმაოდ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, დიდებული თავკაცი და კარგი პერსონალი გვყავს. ასე რომ, წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

ცარიელები ვართ. დიდებული სეზონი გვქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა მაინც ვერ მივაღწიეთ მიზანს. “ლესტერს” კი ვულოცავ ჩემპიონებას, ისინი მართლაც რომ ფანტასტიკურები იყვნენ.” – განაცხადა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

მომდევნო ჰარი კეინი? “ტოტენჰემის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა

“ტოტენჰემს” უკვე ჰყავს მომდევნო ჰარი კეინი, რომელიც თავის შანსს ელოდება?

საუბარია “მამლების” 21-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელზე, შეიონ ჰარისონზე რომელმაც “სანდერლენთან” მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმება შესძლო.

18 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა აკადემიის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მოისაზრება, გასულ სეზონში ის 18-წლამდელთა შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 15 გოლით (18 მატჩში).

ისიამოვნეთ შეიონის მიერ “სანდერლენდის” კარში გატანილი გოლებით ..

კეინი: “კლოპმა მხოლოდ სამი სიტყვა ჩამჩურჩულა”

ჰარი კეინმა ინგლისურ მედიას ის სიტყვები გაუმხილა, რომელიც მას “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ენფილდზე” გამართული მატჩის შემდეგ ჩასჩურჩულა.

საუბარია “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებაზე, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ მერსესაიდელთა გერმანელი სპეციალისტი კეინთან მივიდა და რამოდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა.

“მან მხოლოდ 3 სიტყვა ჩამჩურჩულა: “რა გოლი იყო!”. კიდევ ერთი რომ გამეტანა, ის ამას აღარ მეტყოდა.” – განაცხადა კეინმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კეინმა აღნიშნული გოლით გარეთ ბეილის რეკორდი დაამხო. აქამდე ბეილი “ტოტენჰემის” რიგებში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ერთ სეზონში 22 გოლი ჰქონდა გატანილი. ახლა მას კეინიც შეუერთდა.

პოჩეტინო: ” კეინს ნიღაბი თავისი შესაძლებლობების სრულად საშუალებას არ აძლევს”

როგორც იცით, ტრავმის გამო ჰარი კეინს ნიღბის თანხლებით უწევს თამაში, რაც მაურისიო პოჩეტინოს აზრით მის სუსტ თამაშს იწვევს.

“კეინი ნიღბით თამაშობს, ნიღაბმა შესაძლოა ყურადღება გაგიფანტოს. შეიძლება მატიჩისთვის ნიღბის ტარება უფრო ადვილია, რადგანაც მათთვის კრეატიულობა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ როცა შემტევი ხარ, მაშინ ნიღაბი პრობლემებს აუცილებლად შეგიქმნის.

“ვესტ ჰემთან” მატჩში ჰარის რამოდენიმე ბრწყინვალე შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ მას უბრალოდ არ გაუმართლა. ხდება ხოლმე.

ყველაფრის მიუხედავად, მე მას სრულიად ვენდობი. ზოგჯერ არის ისეთი პერიოდები, როდესაც გოლის გატანა გიჭირს. კეინი მანქანა ნამდვილად არ არის.” – განაცხადა პოჩეტინომ, რომლის გუნდიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

კეინი და დემბელე “ფიორენტინას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებენ

ლონდონის “ტოტენჰემს” იტალიურ “ფიორენტინასთან” გამკლავება მუსა დემბელესა და ჰარი კეინის გარეშე მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის განმეორებით მატჩზეა საუბარი.

ჰარი კეინმა “კრისტალ პალასთან” მატჩში ცხვირი გაიტეხა. მართალია, რომ “მამლების” სამედიცინო შტაბმა უკვე დაამზადა ნიღაბი, თუმცა პოჩეტინო გარისკვას არ აპირებს.

რაც შეეხება ინგლისელთა ნახევარმცველს, დემბელეს, ის იმავე მატჩში დაშავდა. ბელგიელ ნახევარმცველს საზარდული აწუხებს, რის გამოც აღნიშნულ მატჩში თამაშს ვერ შეძლებს.