ხვალ “ტორპედო” თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება

ხვალ “ტორპედო” თურქეთში, კერძოდ ანტალიაში შეკრებაზე მიემგზავრება. ტორპედოელები ლარაში, სასტუმრო “ტიტანიკში” დაბინავდებიან. უცხოურ შეკრებაზე “ტორპედო” 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც, გუნდი 18 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის მზადებას დაიწყებს.

შეკრებაზე ქუთაისლების მეტოქეები “აქტობე” (ყაზახეთი”), “ოლექსანდრია” (უკრაინა), “ტორპედო” (რუსეთი) და “ქაირათი” (ყაზახეთი) იქნებიან.

შეკრებაზე წამსვლელთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ტარიელ ხაინდრავა;
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, შალვა ბურჯანაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ირაკლი წაქაძე;
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, შალვა ფურცხვანიძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში;
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მერაბ მეგრელაძე, ლევან კუტალია, ევგენი ბოხაშვილი.

ოთხივე მატჩის პირდაპირ ეთერს შემოგთავაზებთ კლუბუს ოფიციალური ფეიქსბუქ-გვერდი.

“საბურთალომ” “დილა” დაამარცხა

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში თბილისში “საბურთალო” გორის “დილას” დაუპირისპირდა. თამაშმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა; ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის გახსნას. საბოლოოდ, ამის გაკეთება სტუმრებმა მოახერხეს – 27-ე წუთზე გამცემლიძემ “დილა” დააწინაურა. ამ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში “საბურთალო” გათანაბრებაზე იყო ორიენტირებული, “დილა” კი – სხვაობის გაზრდაზე. საბოლოოდ, მიზნის მიღწევა “საბურთალომ” მოახრერხა – 72-ე წუთზე გარსიამ გაათანაბრა. 76-ე წუთზე “დილას” მეკარე, გიორგი ბეგაშვილი გაუგდეს. ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული – 87-ე წუთზე გაგა მარგველაშვილმა “საბურთალო” წინ გაიყვანა! 2-1… სხვა საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ეს მატჩი ამ ანგარიშით დასრუდლა.

ამ წაგებით “დილამ” 6 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო “საბურთალოს” 7 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

კეინი: “მომდევნო 50 გოლს უფრო სწრაფად გავიტან!”

გუშინ ლონდონის “ტოტენჰემი” სტუმრად “სტოუკ სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ერთ-ერთი მათგანის შეგდება ჰარი კეინმა შეძლო, რომლისთვისაც ეს მატჩი პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემის” მაისურით 90-ე იყო, გატანილი გოლი კი – 50-ე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეხვედრის შემდეგ, 23 წლის სპორტსმენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რამდენიმე წლის წინ, ვინმე რომ მოსულიყო და ეთქვა, მომავალში 50 პრემიერლიგური გოლი გექნება გატანილი “სპურსების” მაისურითო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ეს დიდი მიღწევაა; ახლა უფრო “მშიერი” ვარ და კიდევ უფრო მინდა, მეტი და მეტი გოლი გავიტანო.”

“მე გავაგრძელებ მუშაობას მთელი დატვირთვით, შევეცდები, რომ უფრო მეტი და ლამაზი გოლი გავიტანო. მინდა, შემდეგი 50 გოლის შეგდება წინა 50-ზე სწრაფად მოვახერხო,” – განაცხადა კეინმა.