უმაღლესი ლიგა: ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” გაანადგურა

დღეს უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა.

წითელ ჯგუფში ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი აჭარლების უპირატესობით დაიწყო. ანგარიშის გახსნა მათმა ფეხბურთელმა, ელგუჯა ლობჯანიძემ მოახერხა პირველი ტაიმის მიწურულს – 41-ე წუთზე.

მეორე ნახევარში ამ ფეხბურთელმა კიდევ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს, შესაბამისად, 65-ე და 76-ე წუთზებზე. შეხვედრაში სხვა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, “დინამომ”, ანგარიშით, 3:0 მოიგო.

13 ტურის შემდეგ “სიონი” 11 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა. ბათუმურ კლუბს კი 20 ქულ აქვს და მეორე ადგილზეა.

“საბურთალომ” “დილა” დაამარცხა

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში თბილისში “საბურთალო” გორის “დილას” დაუპირისპირდა. თამაშმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა; ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის გახსნას. საბოლოოდ, ამის გაკეთება სტუმრებმა მოახერხეს – 27-ე წუთზე გამცემლიძემ “დილა” დააწინაურა. ამ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში “საბურთალო” გათანაბრებაზე იყო ორიენტირებული, “დილა” კი – სხვაობის გაზრდაზე. საბოლოოდ, მიზნის მიღწევა “საბურთალომ” მოახრერხა – 72-ე წუთზე გარსიამ გაათანაბრა. 76-ე წუთზე “დილას” მეკარე, გიორგი ბეგაშვილი გაუგდეს. ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული – 87-ე წუთზე გაგა მარგველაშვილმა “საბურთალო” წინ გაიყვანა! 2-1… სხვა საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ეს მატჩი ამ ანგარიშით დასრუდლა.

ამ წაგებით “დილამ” 6 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო “საბურთალოს” 7 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

“სამტრედიამ” “კოლხეთს” სძლია

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში სამტრედიის “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა მასპინძელთა მოთამაშემ, ბუდუ ზივზივაძემ 24-ე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარშიც ერთი გოლი გავიდა; “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოოდ, მასპინძლებმა მეგრულ გუნდზე 2:0 იმარჯვეს.

ამ მოგებით იმერულმა კლუბმა 8 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება “კოლხეთს”, ფოთელები 9 ქულით მესამე ადგილზე არიან.