“მილანმა” ისტორიული ანტირეკორდი გაიმეორა

იტალიური სერია ა-ს 23-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მილანმა” საშინაო არენაზე “სამპდორია” მიიღო და მინიმალური ანარიშით დამარცხდა (0:1).

ამ მატჩამდე გუნდს ზედიზედ სამი თამაში ჰქონდა წაგებული: იტალიის ჩემპიონატში “ნაპოლისთან” და “უდინეზესთან” ერთნაირი ანგარიშით, 1:2 წააგეს, ისევე როგორც “იუვესთან”, ოღონდ იტალიის თასის ეგიდით გამართულ მატჩში.

ასე რომ, “როსონერიმ” კლუბის ისტორიული ანტირეკორდი მეექვსეჯერ გაიმეორა – წააგო რა ზედიზედ მეოთხე მატჩი.

“რეალმა” ანტირეკორდი გაიმეორა

დღეს პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვდრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო. გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს. ეს ფრე ზედიზედ მეოთხეა ზიდანის “რეალისთვის”.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსმა” დღეს ანტირეკორდი გაიმეორა, რადგან ზედიზედ ოთხი ფრე ბოლოს მას “ზიზუს” ფეხბურთელობის ბოლო სეზონში (2005/2006), კონკრეტულად, მარტში ჰქონდა.

“არსენალმა” ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა

დღეს ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრა გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ლონდონსის “არსენალი” სტუმრად “პსჟ”-ს დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ითამაშა. “მეთოფეებმა” თამაშის დაწყებიდან 42-ე წამზე გოლი მიიღეს. ოსპინას კარის აღება კავანიმ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები გოლი ყველაზე სწრაფია, რომელიც “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვა საკუთარ კარში. ერთი სიტყვით, ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში ვენგერის შეგირდება ანტირეკორდი დაამყარეს.

რონალდუმ ანტირეკორდი დაამყარა

შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ კრიშტიანო რონალდუ ბოლო დროს ჩვეული შედეგიანობით ვეღარ გამოირჩევა, რაც გუნდის ასპარეზობაზეც მტკივენულად აისახება.

ამაზე ესპანური პრესის მიერ მოყვანილი სტატისტიკაც მეტყველებს. როგორც ირკვევა, “რეალის” ლიდერს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ჩატარებული ბოლო რვა მატჩიდან ოთხში კარის მიმართულებით ზუსტი დარტყმა ერთხელაც კი არ განუხორციელებია.

ასე მოხდა “ბილბაოსთან” გამართული გასვლითი შეხვედრის დროსაც. მანამდე, რონალდუ ლა ლიგის თითოეულ ტურში კარში ზუსტად მინიმუმ ერთხელ მაინც ურტყამდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, პორტუგალიელმა 23 ჩატარებულ მატჩში 30 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.