“ვესტ ბრომვიჩი” ტონი პულისის გაშვებას გეგმავს

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან კლუბის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტონი პულისის განთავისუფლებას აპირებენ.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაცის თუ დავუჯერებთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ტონი პულისისთვის სანაკრებო შესვენების შემდეგ, “ჩელსისთან” გასამართი მატჩი პულისისთვის ბოლო გამოდგეს “ვესტ ბრომელთა” თავკაცის რანგში.

Telegraph-ის ცნობით, ხელმძღვანელები უკვე ესაუბრნენ ტონი პულისს, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო ოცი მატჩიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად არსებულ მდგოამრეობას, 11 მატჩის შემდეგ “ალბიონელებს” 10 ქულა უგროვდებათ და მე-16 ადგილზე იმყოფებიან.

ტონი პულისი: “კლოპს პრემიერ ლიგის მოგების დიდებული შანსი აქვს”

“ვესტ ბრომის” მთავარ მწვრთნელს, ტონი პულისს სჯერა, რომ დღევანდელი “ლივერპული” საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ პრემიერ ლიგა მოიგოს, რასაც ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ იურგენ კლოპს ევროტურნირებზე არ უწევს ფიქრი.

“კლოპთან ყველაფერი რიგზეა. ის ძალიან მგრძნობიარეა, რაც კარგია. საჭიროა ასეთი ხასიათი მწვრთნელისათვის. თანაც სიფიცხე ამ კლუბის ერთ-ერთი ნაწილიცაა.

მათ ტიტულის მოგების დიდებული შანსი აქვთ – ისინი ევროპულ ტურნირებზეც არ გამოდიან.

ბოლო ჯერზე, როდესაც ისინი არც ევროპულ ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას და ასეთი ძლიერი გუნდი ჰყავდათ, ისინი ძალიან ახლოს მივიდნენ ჩემპიონობამდე (როჯერსის დროს).

მათ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავთ. განსაკუთრებით ძლიერია მათი შემტევი ხუთეული. ყოველ მათგანს შეუძლია მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა, რაც ნამდვილად ღირებული რამ არის.”

პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელმად „ვესტ ბრომვიჩის“ თავკაცი ტონი პულისი დასახელდა, რომლის გუნდსაც განვლილ თვეში არც ერთი მატჩი არ წაუგია.

„ეს ჩინებული თვე იყო, რომელიც დადებით იმპულსს მოგვცემს. წინ ათი მატჩია და ჩვენ კიდევ ათი ქულა გვჭირდება. თუ ქულების ამ რაოდენობას დავაგროვებთ, მაშინ ორმოც ქულამდე ავალთ და ყველაფერი რიგზე იქნება. გულშემატკივრებს გაუხარდებათ, თუ მიზანს მივაღწევთ. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ ეს პერიოდი უნდა გადავიტანოთ, სეზონის შემდეგ კი კლუბი ცვლილებებს გეგმავს“, – განაცხადა პულისმა.

იხილეთ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი