“ნაპოლი”—”დინამოს” მატჩზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს (ფოტო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მოსკოვის “დინამოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა საგულშემატკივრო სექტორზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს.

ტრანსპარანტზე ეწერა: “ხელები შორს უკრაინისგან. არ გვჭირდება თქვენი დიქტატურა. გეყოთ ჩვენი შვილების კვლა”.

შეგახსენეთ, რომ მოსკოველთა თავდამსხმელმა კევინ კურანიმ ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს, შემდეგ გონსალო იგუაინმა სამი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა. განმეორებითი შეხვედრა რუსეთში 19 მარტს გაიმართება.

Banner