“იოვილთან” გამართულ სათაშო შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედის” განაპირა მცველებმა, რაფაელმა და ლიუკ შოუმ, ტრავმები მიიღეს.
პირველი ტაიმის შემდეგ ლუი ვან გაალმა ორივე მოთამაშე თამაშიდან მოხსნა და იძულებითი ცვლილებები გააკეთა. BBC-ის ცნობით, მოთამაშეთა მოედანზე დაბრუნების თარიღი დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ რაფაელი და შოუს კონკურენტები, ესლი იანგი და ლუის ანტონიო ვალენსიაც ლაზარეთში იმყოფებიან.