პრემიერ ლიგა: მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა. მატჩები სიურპრიზებით დატვირთული არ ყოფილა. ლიდერებმა მარტივად მოახერხეს გამარჯვება. “ჩელსიმ” მოგებათა სერია 12-მდე გაზარდა. შარშანდელი ჩემპიონი, “ლესტერ სიტი” კი საკუთარ კელდებში “ევერტონთან” დამარცხდა და ახლა მე-17 ადგილზეა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.

ფოსტერი, ბლინდი, კოშელნი, კეჰილი, სანია, ერერა, ჯაკა, პაიე, იოზილი, ლანანა, იბრაჰიმოვიჩი.

 

“დინამოს” პრეზიდენტი: “იარმოლენკოს შეუძლია წავიდეს, თუმცა არა ისეთ კლუბებში როგორებიც “ევერტონი” და “სტოკია”

“დინამო კიევის” პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა გაუშვას უკრაინელი ვარსკვლავი კლუბიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ისეთ კლუბებში არ გაუშვებს, როგორიც “სტოკ სიტი” ან “ევერტონია”.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ იარმოლენკო კლუბს ზაფხულში დატოვებს. გასულ წელთან შედარებით, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, დორტმუნდის “ბორუსიამ” მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე წამოიწყო.

შეთანხმებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ წინადადებით როგორც იარმოლენკო, ასევე “დინამოც” კმაყოფილი იქნება. მე მას გავუშვებ, თუმცა არა ისეთ კლუბებში, როგორებიც “ევერტონი” და “სტოკ სიტია”.

“დინამო” “დინამოა” და “სტოკ სიტი” “სტოკი”. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, “სტოკი” კი გადარჩენისთვის იბრძვის.

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ზამთარში შემოთავაზება ჩინური კლუბისაგან მივიღე, თუმცა იარმოლენკო შეხვედრაზეც კი არ მოსულა. მან მითხრა, რომ გერმანულ ან ინგლისურ კლუბში სურდა კარიერის გაგრძელება.

მაგრამ, მოლაპარაკებები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება. მჯერა, რომ იქ ისინი თავის შესაძლებლობებს სრულფასოვნად წარმოაჩენენ.

26 წლის ასაკში დროა ტოპ კლუბში გადახვიდე. ის ტოპ ფეხბურთელია და თავისი თავი ტოპ კლუბში უნდა გამოსცადოს.” – განაცხადა სურკისმა.

ერერა: “არ გვინდა, რომ “ლესტერმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთლი, ანდერ ერერა პრემიერ ლიგის მოგების მთავარ ფავორიტებთან დაპირისპირების წინ თავს მოტივირებულად გრძნობს და აცხადებს, რომ “მანჩესტერი” “ლესტერისთვის” არაფრის დათმობას არ აპირებს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ჩვენ “ლესტერ სიტის”, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელიც ფანტასტიკურად თამაშობს. მაგრამ, ნამდვილად არ გვინდა, რომ “მელიებმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმონ – მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ.

ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედს” წარმოვადგენთ და უნდა მოვიგოთ, ეს არის ჩვენი საქმე.” – განაცხადა 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზლატანმა დაადასტურა, რომ მისი გადაბირება პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბს სურს

“პარის სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი გადაბირების ინტერესი რამოდენიმე ინგლისურმა გრანდმა გამოთქვა.

“პრემიერ ლიგა არის ჩემპიონატი, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუბრობენ. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინო.

ჩემს მომენტს უნდა დაველოდო, დროს, როდესაც ყველა კარტი გაიხსნება და გამოჩნდება, თუ ვის უფრო მეტად ვუნდივარ. მაშინ კი გავაკეთებ ჩემს სვლას.

ქორწილისავით არის, ორივე მხარეს უნდა უნდოდეს შეთანხმება. თუ ერთი უკმაყოფილოა, შეთანხმება არ შედგება. ორივე მხარეს ერთნაირად უნდა უნდოდეს.”

შეგახსენებთ, რომ შვედი თავდამსხმელის გადაბირება ზაფხულში უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ხელფასი კვირაში 150,000 ფუნტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

Daily Mail

რანიერი: ” გარისკვა კვლავ მოგვიწევს”

“ლესტერის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “მელიების” სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდს გარისკვა მოუწევს.

“ნორვიჩთან” მატჩში ნამდვილად გავრისკე. ვთქვი – ‘ან მოვიგებთ, ან არადა წავაგებთ. ერთი ქულა არაფერია, უნდა დღეს მოვიგოთ’. მართლაც, წაგების შემთხვევაში ერთი ქულით ნაკლები გვექნებოდა, რაც არაფერს შეცვლიდა. მწვრთნელის საქმეც ხომ ესაა? მწვრთნელმა უნდა გარისკოს.

მსგავსი მატჩები ისევ იქნება, მეტოქეები თავს 5 მცველით დაიცავენ. ადვილი მატჩები აღარ გვექნება. თითოეულ მატჩში მოგვიწევს ბოლომდე ბრძოლა. მარცხი დაუშვებელია.

მთავარი არის ის, რომ კონცენტრირებულნი ვართ და ვცდილობთ, რომ ყოველ მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ. მოვიგებთ თუ არა ტიტულს? არ ვიცი.” – განაცხადა რანიერიმ.

ინგლისის თასის გამარჯვებული შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურითაც დაჯილდოვდეს

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციაში განიხილავენ იდეას, რომლის თანახმადაც ინგლისის თასის გამარჯვებული  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურითაც უნდა დაჯილდოვდეს.

აღნიშნული იდეის ავტორი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარტინ გლენია, რომელიც აცხადებს: ” ძალიან კარგი იქნება, თუკი ინგლისურ კლუბებს ასეთ შანს მივცემთ. ამით ეს ტურნირი უფრო საინტერესო გახდება.”

გლენმა ზამთრის პაუზაზეც ისაუბრა: ” ზამთრის ‘არდადეგები’ ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლიგაში გუნდთა რაოდენობა ავტომატურად 18-მდე უნდა შემცირდეს. სხვა გზებიც არსებობს, უბრალოდ ამასი ბევრი ფიქრი სჭირდება.”

 

პრემიერ ლიგის მოგების შემთხვევაში, “მელიები” ფულად პრემიას არ მიიღებენ

Daily Mail-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “ლესტერის” ფეხბურთელები დამატებით არანაირ ფულად პრემიას არ მიიღებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი პრემიერ ლიგას მოიგებენ.

სეზონის წინ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ “ლესტერში” მოთამაშე ფეხბურთელები საერთო ჯამში 6.5 მილიონ ფუნტს მიიღებდნენ პრემიის სახით, თუ მე-12 ადგილზე უფრო მაღალ პოზიციას დაიკავდებდნენ. თუმცა კონტრაქტში პრემიერ ლიგის მოგებაზე არაფერია ნათქვამი.

განსხვავებული სიტუაციაა კლუბის თავკაცის, კლაუდიო რანიერის შემთხვევაში, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში 1.7 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ბურთი, რომლითაც შესაძლოა, პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონში ითამაშონ (ფოტო)

Footy Headlines ირწმუნება, რომ მოიპოვეს Nike Ordem 4-ის პირველი ფოტო, რომლითაც შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგის მომავალ სეზონში ითამაშონ.

ძველ ბურთთან შედარებით Nike Ordem 4-ს დაემატა ახალი ფერები, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ სიბნელეშიც კი არავის დაეკარგება ბურთი თვალთახედვის არედან.

პრემიერ ლიგის კლუბების დანახარჯმა მილიარდიან ნიშნულს მიაღწია

პირველად ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, სატრანსფერო ფანჯარაზე (ზაფხულისა და ზამთრის ერთად) ინგლისის ჩემპიონატის კლუბების მიერ დახარჯულმა თანხამ 1 მილიარდს მიაღწია.

Deloitte-ს ბოლო შედეგების თანახმად, ინგლისურმა კლუბებმა 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 130 მილიონი ფუნტი დახარჯეს, სულ 2015-2016 წლების სეზონში კი 965 მილიონი ფუნტი.

თუმცა ინგლისელები მოელიან, რომ მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდსაც გადასცდება . ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისურმა კლუბებმა 45 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც სრულიად ამისთვის სრულიად საკმარისია.

 

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სამი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ინგლისში ვიხილოთ

ვებ-გვერდი russianfootballnews.com-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე სამ ფეხბურთელს შეეხება.

საიტის ჟურნალიტებმა დაასახელეს სამი ფეხბურთელი, რომლებსაც რუსეთიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი აქვთ. მათი აზრით, ეს მოთმაშეები ინგლისურ ფეხბურთს კარგად შეეწყობიან.

აღსანიშნავია, რომ სამიდან ერთ-ერთი ქართველი მცველი სოლომონ კვირკველიაა, რომელიც ბოლო წლებია ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. კვირკველიას გარდა, სამეულში ცსკა-ს ებრაელი ნახევარმცველი ბიბრას ნათხო და მოსკოვის “სპარტაკის” ჰოლანდიელი გარემარბი კვინსი პრომესი მოხვდნენ.

აი, რას წერენ კვირკველიაზე: “კვირკველია ბევრისათვის უცნობი ფეხბურთელია, თუმცა მან შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ კარგი მატჩები ჩაატარა. საბას რუსეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს და თანაგუნდელებს მისი იმედი ყოველთვის აქვთ.

კვირკველიამ 29 შეხვედრაში, მეტოქეთა შეტევები 120-ჯერ შეაჩერა, ამ მაჩვენებლით კი ის ევროპაში მოთამაშე ბევრ ცნობილ მცველს სჯობს. ასევე, საბა მაღალია და სისწრაფით გამოირჩევა, რაც მას ინგლისის პრემიერ ლიგაში დამკვიდრების კარგ საშუალებას მისცემს. მალე, “რუბინი” ევროპის ლიგაზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება, 23 წლის ქართველს კი თავის გამოჩენა შეეძლება.”

5 მეკარე ინგლისის პრემიერ ლიგაში, რომელთაც კარი მშრალად ყველაზე მეტ მატჩში შეინახეს

სპორტულმა პორტალმა talkSPORT-მა დაასახელა ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ხუთი მეკარე, რომლებმაც მიმდინარე სეზონის განმავლობაში თავიანთი კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტ მატჩში მოახერხეს.

5. დავიდ დე ხეა – 10 მატჩი

5

4. ლუკაშ ფაბიანსკი – 11 მატჩი

4

3. ბენ ფოსტერი – 11 მატჩი

3

2. სიმონ მინიოლე – 12 მატჩი

2

1. ფრეიზერ ფოსტერი – 13 მატჩი

1