რამდენად სერიოზულია მოჰამედ სალაჰის ტრავმა?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის მიმდინარეობისას (“ლივერპული” – “მანჩესტერ სიტი”), შეხვედრის 52-ე წუთზე “ლივერპულის” ეგვიპტელმა ლიდერმა, მუჰამედ სალაჰმა, თავი ცუდად იგრძნო და მისი მოედნიდან გაყვანა გახდა საჭირო.

“მერსესაიდელთა” საბედნიეროდ, ეგვიპტელ ფეხბურთელს იმ დროისთვის უკვე გატანილი ჰქონდა თავისი გოლი, რითიც “წითლებმა” “სიტის” განადგურებას ჩაუყარეს საფუძველი, მატჩი კი მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით (3:0) დასრულდა.

რაც შეეხება უშუალოდ სალაჰის ტრავმას, ინგლისური კლუბის ექიმების თქმით, საქმე სერიოზულ დაზიანებასთან არ გვაქვს. მან უბრალოდ მცირე დისკომფორტი იგრძნო და ექიმის რჩევით, კლოპმა დაზღვევის მიზნით გაიყვანა სალაჰი მოედნიდან.

სალაჰის შოუ “ენფილდზე”: 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 31-ე ტურის დაპირისპირება “ლივერპულსა” და “უოტფორდს” შორის მუჰამედ სალაჰის ბრწყინვალე შოუდ გადაიქცა. ეგვიპტელი ფეხბურთელის წყალობით “ლივერპულმა” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე (5:0).

ანგარიში სწრაფი გოლის ხარჯზე თავად ეგვიპტელმა გახსნა შეხვედრის მეოთხე წუთზე, 43 წუთისთვის მის ანგარიშზე უკვე ორი გოლი იყო. 50-ე წუთზე გოლი ფირმინომ გაიტანა, თუმცა საგოლე გადაცემა და გოლის 50 პროცენტზე მეტი მაინც სალაჰის ანგარიშზე იყო.77-ე და 85-ე წუთებზა სალაჰმა თავისი მეოთხე და მეხუთე გოლები გაიტანა და სტადიონზე შეკრებილი 53 000-ზე მეტი გულშემატკივარი ფეხზე წამოაყენა.

ასე რომ, 31 მატჩში მოპოვებული 63 ქულით იურგენ კლოპის გუნდმა “ჩელსის” გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, “უოტფორდი” კი 36 ქულით მეთერთმეტეა.


“ლივერპული”: კარიუსი; რობერტსონი, ვან დეიკი, მატიპი, გომესი; ვეინალდუმი (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 71′), ჰენდერსონი, ემრე ჯანი (მილნერი 28′); სადიო მანე, ფირმინო (ინგსი 78′), მუჰამედ სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“უოტფორდი”: კარნეზისი; ბრიტოს კაბრერა (იანმაატი 82′), პროდლი, მარიაპა, ჰოლებასი; დოკურე, კაპუ; კიკო, რიჩარლისონი (ჰიუზი 68′), პერეირა; ტროი დინი (ოკაკა 78′)

მთავარი მწვრთნელი: ხავიერ გარსია


ექსპერტებმა ბოლო ექვსი თვის მონაცემებით სალაჰის ფასი გამოითვალეს

საერთაშორისო სპორტული კვლევების ცენტრმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გამომუშავებული სარგებლის მიხედვით, მუჰამედ სალაჰის მსოფლიოს ყველა სხვა ფეხბურთელზე ძვირად ფასობს.

25 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც “რომადან” “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ 32 გოლი გაიტანა 40 მატჩში, CIES-მა 74.7 მილიონ ევროდ შეაფასა. მისი ტრანსფერი კი “მერსესაიდელებს” 42 მილიონი დაუჯდათ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყო, იმავე ალგორითმის მონაცემებით, რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” მეკარე, ედერსონია. ბრაზილიელი კარის დარაჯი პეპ გვარდიოლას გუნდის კარში 36-ჯერ ჩადგა მიმდინარე სეზონში.

სისტემამ ლეროი სანე 63 მილიონ ევროდ შეაფასა, კილიან მბაპე – 54.7 მილიონად. მეხუთე პოზიციაზე პაულინიო იმყოფება (42.4 მლნ.), შემდეგ კი მილინკოვიჩ-სავიჩი (40.7 მლნ.) და “ლაიფციგის” დაიოტ უპამეკანო (35.6 მლნ.) მოდიან.

ფანებმა პრემიერ ლიგის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ბრიტანული პრემიერ ლიგის ფანებმა მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ეგვიპტელი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი დაასახელეს. ამ უკანასკნელმა მიღებული ხმების 37 პროცენტი დააგროვა.

მაისის თვეში მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ აქტივში 4 გოლი ჩაიწერა უამრავ შექმნილ საგოლე მომენტთან ერთად. ეს სალაჰის რიგით მესამე პრიზია მიმდინარე სეზონში.

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს ფიქრობდა, მეორე ადგილი წილად რობერტო ფირმინოს ხვდა – მას ხმა ამომრჩეველთა 19-მა პროცენტმა მისცა.

საუკეთესოთა შორის ასევე დაასახელეს ჯეკ ბატლენდი (“სტოკ სიტი”), ქრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პასკალ გროსი (“ბრაიტონი”) და ედენ აზარი (“ჩელსი”).

სალაჰი “რეალის” მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელების მთავარ სატრანსფერო სამიზნეს მუჰამედ სალაჰი წარმოადგენს, რომელიც მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ერთპიროვნულ ლიდერად მოგვევლინა.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ამ ტრანსფერს მადრიდში კატალონიის “ბარსელონას” ქმედებების პასუხად აღიქვამენ. შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსის” პრინციპულმა მეტოქემ ახლახან დაასრულა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი “ლივერპულიდან”.

მუჰამედ სალაჰი კი “ენფილდზე” 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ამ ტრანსფერის სანაცვლოდ “რომამ” 42 მილიონი ევრო მიიღო. მიმდინარე სეზონში სალაჰმა 21 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

მერსესაიდულ დერბიში სალაჰისა და კოუტინიოს თამაში საეჭვოა

მერსესაიდის “ლივერპულის” ორი ლიდერის, მუჰამედ სალაჰისა და ფილიპე კოუტინიოს თამაში “ევერტონთან” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ამ ფეხბურთელებმა “ბარნლისთან” გამართული შეხვედრაც გამოტოვეს.

“ფილი და მო ტრავმირებულები არიან და ამ დრომდე ლაზარეთში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ვერ ითამაშეს მათ “ბარნლისთან”. ჯერჯერობით გაურკვეველია ისიც, შეძლებენ თუ არა “ევერტონთან” გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას,” – აცხადებს მერსესაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი.

მიმდინარე სეზონში სალაჰი “წითლების” ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა – ჩატარებულ 27 მატჩში მან 22 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემაც გააკეთა. კოუტინიოს ანგარიშზე კი 20 მატჩში გატანილი 12 გოლი და რვა საგოლე გადაცემაა.

“ლივერპული” “ევერტონს” ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალურ მატჩში 5 იანვარს დაუპირისპირდება.

Don Balon: “სალაჰს “რეალში” გადასვლა სურს”

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალს” შეტევის ხაზის გაძლიერება სურს. ესპანალები მიმდინარე სეზონში უხვგოლიანი მატჩებით გულშემატკივრების განებივრებას ვეღარ ახერხებენ.

“ლივერპულის” რიგებში 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მუჰამედ სალაჰი ჩაირიცხა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად გამოიყურება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ესპანური გამოცემა Don Balon-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა თავის აგენტს მადრიდულ მხარესთან მოლაპარაკების უფლება მისცა. ჯერჯერობით უცნობია მიაღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას.

ეგვიპტელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს “რომას”, “ჩელსის” და “ბაზელის” რიგებში გამოდიოდა, ის ასევე ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც მის ანგარიშზე 56 მატჩია.

BBC-იმ 2017 წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი დაასახელა (ფოტო)

მერსესაიდის “ლივერპულის” ეგვიპტელი შემტევი ნახევარმცველი, მუჰამედ სალაჰი BBC-იმ 2017 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელა და შესაბამისი ჯილდოც გადასცა.

ამ პრიზისთვის ბრძოლაში სალაჰმა დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელ თავდამსხმელს, პიერ ემერიკ-ობამეიანგს, “ლაიფციგის” შემტევ ნახევარმცველს, ნაბი კეიტას, თანაგუნდელ სადიო მანესა და “ჩელსის” ნიგერიელ ნახევარმცველს, ვიქტორ მოზესს აჯობა.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში სალაჰი ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 13 გატანილი გოლით და ამასთანავე, ამ უკანასკნელმა ეგვიპტეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურიც მოაპოვებინა.

წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის პრიზის წინა მფლობელები:

2016: რიად მარეზი (“ლესტერ სიტი” და ალჟირის ნაკრები)
2015: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი” და კოტ-დიუვარი)
2014: იასინ ბრაჰიმი (“პორტუ” და “ალჟირი)
2013: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი” და კოტ-დიუვარი)
2012: კრის კატონგო (“ჰენან კონტსტრაკშენი” და ზამბია)
2011: ანდრე აიუ (“მარსელი” და განა)
2010: ასამოა გიანი (“სანდერლენდი” და განა) Асамоа Гьян (Сандерленд и Гана)
2009: დიდიე დროგბა (“ჩელსი” და კოტ-დიუვარი)

“ლივერპულელებმა” ოქტომბრის თვის საუკეთესოები დაასახელეს

მერსესაიდის “ლივერპულის” გულშემატკივრებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებად დეიან ლოვრენი და მუჰამედ სალაჰი დასახელდნენ, რომლებმაც კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ხმების 33-33 პროცენტი დააგროვეს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ხორვატი მცველი ოქტომბრის თვეში უშეცდომოდ გამოიყურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია “ტოტენჰემთან” მატჩი, სადაც მას 31-ე წუთისთვის ორი მნიშვნელოვანი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. გულშემატკივრებმა კი ლოვრენს მხარდაჭერა სწორედ საუკეთესოდ დასახელების გზით გამოუცხადეს.

რაც შეეხება ეგვიპტელ მუჰამედ სალაჰს, ოქტომბერში ის 5 მატჩში გატანილი 3 გოლით გამოირჩა. ამ პერიოდში “ლივერპული” ფრედ ეთამაშა “ნიუკასლსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, მოუგო “მარიბორსა” და “ჰადერსფილდს” და დამარცხდა “ტოტენჰემთან”.

დიდიე დროგბა სალაჰისა და ეგვიპტის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა

დიდიე დროგბამ “ლივერპულისა” და ეგვიპტის საფეხბურთო ნარკების თავდამსხმელს, მუჰამედ სალაჰს შეაქო, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგვიპტელი გულშემატკივრების გული გაახარა და თავისი ნაკრები 28 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა მუნდიალზე.

სალაჰის მიერ 95′-ე წუთზე გატანილმა გამარჯვების გოლმა ლონდონის “ჩელსის” მეფეს კოტ-დიუვარელთა 2006 წლის წარმატება გაახსენა, როდესაც მათაც შეძლეს ამ ტურნირზე თავიანთი სათქმელის თქმა.

ეგვიპტელთა წარმატებას დროგბა ამგვარად გამოეხმაურა: “ჩემი ძმით ვამაყობ (@22mosalah). შენ ნაკრების ნამდვილი ლიდერი გახდი. ეს 2006 წლის კოტდიუვარს მახსენებს…”

ბერგერი: “სალაჰის დამატებით “ლივერპული” ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა”

“ლივერპულის” ლეგენდის, პატრიკ ბერგერის აზრით, მერსესაიდული კლუბი “რომას” შემტევის, მუჰამედ სალაჰის დამატებით ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ “წითლებმა” იტალიურ კლუბს ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაუხადეს.

“მუჰამედი მშვენიერი მოთამაშეა, ის ძალიან ტექნიკური და ამავდროულად სწრაფია. მას გოლების გატანაც და შექმნაც შესანიშნავად შეუძლია, რაც იტალიაში ყოფნის პერიოდშიც დაგვიმტკიცა.

ის პრემიერ ლიგაში ადრეც თამაშობდა და იცის, რაც ელის აქ.

ის ახლა უფრო ძლიერია და მჯერა, რომ მისი გადაბირებით “ლივერპული” ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა,” – აცხადებს პატრიკ ბერგერი.

“ლივერპული” სალაჰის ტრანსფერს უახლოვდება

იტალიაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან მუჰამედ სალაჰის ტრანსფერთან, რომელიც ამჟამად “რომას” რიგებში ირიცხება.

BeinSports-ის ცნობით, “წითლებმა” უკვე გაუგზავნეს “მგლებს” პირველი ოფიციალური შეთავაზება, თუმცა “რომამ” სალაჰის 34 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი განაცხადა.

წყაროს ცნობით, 24 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელის აგენტი ამჟამად ინგლისში იმყოფება და მერსესაიდული გრანდის ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა პირად აქტივში.