“ლივერპული” მუჰამედ სალაჰის ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იურგენ კლოპის “ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს.

როგორც იცით, გერმანელი სპეციალისტის, იურგენ კლოპის მთავარი სამიზნე გერმანულ “ბაიერ ლევერკუზენში” მოთამაშე იულიან ბრანდტი იყო, თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადში ყოფნის გარანტიას ითხოვს, რისი მიღებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამიტომაც, “ლივერპულმა” სამიზნეთა სიაში იტალიური “რომას” შემტევი, მუჰამედ სალაჰიც შეიყვანა.

მიმდინარე სეზონში ეგვიპტელი ფეხბურთელი საკმაოდ კარგად გამოიყურება, ის ერთადერთი “რომაელია”, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

ჟოზე მოურინიოს მიერ დაწუნებული კრეატიული ფეხბურთელები

მართალია, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთა რიგს მიეკუთვნება, თუმცა მისი მუშაობის შედეგად საკმაოდ კრეატიული და ნიჭიერი ფეხბურთელები არაერთხელ დაჩაგრულან.

პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ბოლო ათწლეულში რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა. გთავაზობთ მათ სიას:


9. ხუან კუადრადო (“ჩელსი”/ 15 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კუადრადო ლონდონში 2015 წლის დასაწყისში გადაბარგდა იტალიური “ფიორენტინადან”, თუმცა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მოურინიოს გულის მოგება ვერ მოახერხა. ხუანი იძულებული გახდა “სტემფორდ ბრიჯი” დაეტოვებინა. ის არენდის წესით “იუვენტუსში” გადავიდა (იმავე ზაფხულს).


8. კევინ დე ბრუინი (“ჩელსი”/ 9 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიომ “გენკიდან” 6 მილიონ ფუნტად ნაყიდი კევინ დე ბრუინი “ჩელსიში” თამაშის ღირსად არ ჩათვალა. პორტუგალიელის აზრით მას მომავალი არ ჰქონდა, ამიტომაც “არისტოკრატებმა” ის 9 მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულ “ვოლფსბურგში” გაუშვეს, სადაც ბელგიელი ფეხბურთელი ვარსკვლავად იქცა.


7. რიკარდო კაკა (“რეალი”/ 87 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

“ჩელსის” ამჟამინდელ დამრიგებელს ბრაზილიელი რიკარდო კაკას შესაძლებლობებში ეჭვი მასთან თანამშრომლობის მეორე წლის დასაწყისში შეეპარა. მას შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა.


6. პედრო ლეონი (“რეალი”/ 14 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიო პედრო ლეონის დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ერთხელ ჟოზემ პედროს ასეთი რამ უთხრა: “გუნდის თვითმფრინავი რომ განადგურდეს, რომელშიც შენ არ იმყოფებოდი, მაინც არ გათამაშებ მომდევნო კვირას.”


5. რომელუ ლუკაკუ (“ჩელსი”/ 3 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ბელგიელ ფორვარდსა და “ახალი დროგბას” სტატუსს შორის სწორედ პორტუგალიელი მწვრთნელი აღიმართა, რომელიც მას საერთოდ არ ენდობოდა. “ევერტონის” ამჟამინდელი ლიდერი მხოლოდ 3-ჯერ ათამასა ჟოზემ “ჩელსის” მაისურით.


4. ხუან მატა (“ჩელსი”/ 17 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობებიც ჟოზემ დაიწუნა ხუან მატა გახლავთ, რომელიც ახლაც მის გუნდში იმყოფება, ოღონდ “იუნაიტედში”. არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მატამ “ჩელსი” სწორედ “მანჩესტერში” გაცვალა, თუმცა ნამდვილად არ ეგონა, რომ მოვლენები ამდაგვარად განვითარდებოდა.


3. რიკარდო ქუარეშმა (“ინტერი”/ 32 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ვინგერის შეტევითი პოტენციალი მოურინიოს არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც 32 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის უკან, “ჩელსიში” გაგზავნა.


2. რიკარდო ქუარეშმა (“ჩელსი”/ 19 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

იტალიურ კლუბებში თავის წარმოჩენის შემდეგ, სალაჰმა აბრამოვიჩიც მოხიბლა, თუმცა არა მოურინიო – პორტუგალიელი ეგვიპტელ ფეხბურთელს საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა. მსგავსად კუადრადოსა, კლუბი მანაც მალევე დატოვა.


1. ჰენრიკ მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”/ 5 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ჰენრიკ მხითარიანის საქმე ბურუსით არის მოცული. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაიწუნა ჟოზემ სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა. თუმცა ფაქტია, რომ ის სათადარიგოთა სკამს ძალიან მიეჩვია.

მონტელა: „სალაჰი „ფიორენტინაში“ შემდეგ სეზონშიც დარჩება“

„ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელს ვინჩენცო მონტელას გუნდში ლონდონის „ჩელსისგან“ იჯარით გადასული მოჰამედ სალაჰის შენარჩუნება სურს.

„იტალიაში თავისი თამაშით სალაჰმა ყურადღება დაიმსახურა. დეტალებში არ ვიცი, თუ როგორ მოვახერხებთ მისი კონტრაქტის გამოსყიდვას, თუმცა კიდევ ერთწლიანი იჯარა შესაძლებელია.

კლუბმა ყველა ფინანსური საკითხი უნდა მოაგვაროს, თუმცა, მთავარია, რომ ის შემდეგ წელსაც გვყავდეს.

მისი ძლიერი ხმარეების შესახებ ვიცოდი, თუმცა არ მეგონა, რომ სერია ა-ს ის ასე სწრაფად მოერგებოდა. მუჰამედი წამყვან კლუბებთან შეხვედრებში მნიშვნელოვან გოლებს იტანს“, – განაცხადად „იების“ დამრიგებელმა.