ოფიციალურად: მურთაზ დაუშვილი “სამტრედიას” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების წევრი, მურთაზ დაუშვილი სამტრედიის “სამტრედიას” ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უცნობია, რამდენი ხნით გაირჯება ნახევარმცველი “სამტრედიისთვის”. ხელშეკრულების სხვა პირობებიც არაა საჯარო. დაუშვილი თურქეთში კლუბს გუშინ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი ბოლოს უნგრეთის ჩემპიონატის ბინადარ “დიოშგიორში” გამოდიოდა. მანამდე კი ის “ზესტაფონსა” და უკრაინულ “კარპატიში” ირიცხებოდა.

ბუბა დაუშვილმა სერბულ გუნდს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

3 ივლისს, სლოვენიაში შეკრებაზე მყოფი ლვოვის “კარპატი” სერბულ “ვოჟდოვაცს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი ლვოველთა ქართველმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა გაიტანა.

“დინამო” სლოვენიაში გაემგზავრება – ცვლილებები თბილისელთა შემადგენლობაში

დღეს, თბილისის “დინამომ” შეკრებაზე გამგზავრებამდე დიღმის ბაზაზე ბოლოვ არჯიში გამართა.

დინამოელებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდს მხოლოდ ნაკრებში გამოძახებული გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა თოთაძე და მათე ცინცაძე აკლდნენ, რომლებიც გუნდს14 ივნისს შეუერთდებიან.

თბილისელები ხვალ სლოვენიაში მიემგზავრებიან შეკრებაზე. დინამო ქალაქ პტუიში სასტუმრო Grand Hotel Primus- ში დაბინავდება.

თბილისელთა ოფიციალური ვევგვერდის ცნობით, გუნდს დაემშვიდობა ლაშა შერგელაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით მარცხენა მცველი კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს. მეკარე – ნიკა დაუშვილი კი ტრანსფერზეა დაყენებული.

დაუშვილი “შახტარს” დაუზავდა

უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში დონეცკის “შახტარმა” ლვოვის “კარპატს” კიევში უმასპინძლა. ლვოველებს პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ ქულის მოპოვება სჭირდებოდათ და ეს მოახერხეს კიდეც. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ლვოველებმა პირველი ტაიმი 2:0 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილი თამაშში სწორდეს შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ამრიგად, “კარპატიმ” 15 ქულით ჩემპიონატი მე-13 პოზიციაზე დაასრულა და ადგილის შენარჩუნება შეძლო.

დაუშვილის “კარპატი” კიევის “დინამოსთან” დამარცხდა

უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურში ლვოვში “კარპატის” კიევის “დინამო” ესტუმრა მინიმალური გამარჯვებაც, ანგარიშით 1:0 მოიპოვა.

მასპინძელთა ძირითადში იყო უკრაინული პოსპორტის მქონე ამბროსი ჩაჩუა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, მურთაზ დაუშვილს კი სათადარიგოთა საკმიდან წამოდგომის საშუალება არ მისცემია.

25 თამაშში მოპოვებული 14 ქულით ლვოველები მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

დაუშვილის მარცხი და ლიპარტიას გამარჯვება უკრაინაში

უკრაინის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” ზაპოროჟიეში “მეტალურგი” მიიღო და 4:2 სძლია. ქართველმა შემტევმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 4:1 იყო. ამ გამარჯვებით ლუგანსკელებმა მეოთხე პოზიცია განიმტკიცეს.

მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო ლვოვის “კარპატიმ”, რომელიც უშუალო კონკურენტ “ილიჩივეცთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და უკანასკნელ პოზიციაზე აღმოჩნდა.

ლვოველთა სასტარტოში იყო და 90 წუთი ითამაშა მურთაზ დაუშვილმა. ძირითადში იყო უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუაც.

დაუშვილის მნიშვნელოვანი გამარჯვება და დნიპრო კანკავას გარეშე

უკრაინული პრემიერლიგის 21-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “კარპატიმ”, რომელმაც ლვოვში დონეცკის “ოლიმპიკს” 4:1 სძლია და ბოლო პოზიციას, ანუ გასავარდნ ზონას აარიდა თავი.

მასპინძელთა შემადგენლობაში 64-ე წუთზე გამოჩნდა მურთაზ დაუშვილი, რომელამც მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო. “კარპატიში” ტრადიციულად უკრაინის მოქალაქე ამბორსი ჩაჩუამაც ითამაშა, ხოლო დონეცკელთა კარს ასევე უკრაინული პასპორტის მქონე ზაურ მახარაძე იცავდა.

კარპატელთა მე-13 პოზიციაზე აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი “დნიპრომ” ითამაშე. დნეპროპეტროვსკელებმა ჯაბა კანკავას გარეშე ლვოველთა მთავარი კონკურენტი, “ილიჩივეცი” დაამარცხეს.

 

ლიპარტია “შახტართან” დამარცხდა

უკრაინის ჩემპიონატის მე-20 ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” ზაპოროჟეში “შახტარს” უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ნომინალურ მასპინძელთა ქარტველი ფორვარდი სასტარტოში შემადგენლობაში იყო და მეოდანზე 90 წუთი გაატარა.

ამავე ტურის ფარგლებში ლვოვის “კარპატი” ხარკოვში ადგილობრივ “მეტალისტს” ესტუმრა. შეხვედრში, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა მოედანზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილი გამოჩნდა, რომელმაც “კარპატის” შემადგენლობაში უკანასკნელი 19 წუთი ითამაშა.