უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩის შესახებ “დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ისაუბრა.
“ვერ ვხსნი, არალოგიკური შედეგია. ძალიან ემოციური საღამო იყო. როდესაც ანგარიში 3:3 იყო, ყველას სჯეროდა, რომ სიტუაცია სწორედ ასე წარიმართებოდა. ეს ბედისწერაა.
როდესაც ასე ძლიერ გჯერა, სიტუაციის შეცვლაც შეგიძლია. ჩვენს მიზანს ვერ მივაღწიეთ. სპორტში მთავარი გამარჯვებაა და დღეს ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ. რას ვიზამთ?! მარცხი ღირსეულად უნდა მივიღოთ და “ლივერპულს” მივულოცოთ. მარცხიც უნდა აღიარო, როგორც ჩემპიონებს შეშვენით”, – ციტირებს ტუხელის სიტყვებს “ბიბისი”.