გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” ლა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 42-ტურიანი ჩემპიონატი ორ ივნისს დასრულდა. ჩემპიონატმა უკვე გამოავლინა ის გუნდები, რომლებიც მომდევნო სეზონს ლა ლიგაში გაატარებენ – საუბარია “რაიო ვალენკანოსა” და “უესკაზე”.

მესამე გუნდის ვინაობის გასარკვევად, რომელიც ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში იქნება დაწინაურებული, “სარაგოსა”, “ხიხონი”, “ვალიადოლიდი” და “ნუმანცია” პლეი-ოფის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

6-10 ივნისს გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” “ნუმანსიას” დაუპირისპირდება, “ვალიადოლიდი” კი “სპორტინგთან” გამოცდის ძალებს. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს პლეი-ოფის ფინალში შეერკინებიან (13 და 16 ივნისს).

“ნუმანსიამ” ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა (65 ქულა) და 6 ქულით ჩამორჩა “სარაგოსას”. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო ორი მატჩიდან ორივე ქართველის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

პაპუნაშვილის გოლი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში (ვიდეო)

დღეს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 36-ე ტურის მატჩები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში “რეალ სარაგოსა” “ალმერიას” დაუპირისპირდა. საბოლოოდ, პირველმა მათგანმა ანგარიშით, 2-1 მოიგო. “სარაგოსას” სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც ანგარიში 56-ე წუთზე გახსნა. 22 წლის ფეხბურთელმა ბორხა იგლესიასის პასის შემდეგ შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ “პაპუნას” გუნდი 58 ქულით მეოთხე ადგილზეა.

“სარაგოსამ” ხიხონის “სპორტინგი” დაამარცხა – პაპუნაშვილი სასტარტოში

დღეს ლა ლიგა 2-ში მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, “ხიხონმა” “სარაგოსას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0-1 დათმო შეხვედრა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისმა გუნდმა ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გაიტანა, თავი დელმასმა გამოიჩინა. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, მაგრამ “სარაგოსა” თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა (1:0).

ამ შეხვედრის შემდეგ პაპუნაშვილის “სარაგოსამ” 17 ტურში 20 ქულას მოუყარა თავი და მე-14 ადგილს იკავებს ცხრილში.

“სარაგოსას” ფრე “დეპორტიოსთან” – პაპუნაშვილი სატარტოში

დღეს ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში “სარაგოსამ” “დეპორტიოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0:0 ითამაშა.

მასპინძლთა სასტარტო შემადგნლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომლმაც მინდორზე 77 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. “სარაგოსა” მთელი შხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სამწუხაროდ მომენტები რეალიზებას ვერ ახერხბდა. თავის მხრივ სტუმრებიც კარგად იცავდნენ თავს, რამდენიმეჯერ კი უიღბლობამაც იჩინა თავი. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მე-16 ტურის შემდეგ “სარაგოსას” 19 ქულა აქვს და მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს პაპუნავილის გუნდი ესპანეთის სამეფო თასზე, 1 დეკემბერს სტუმრად “მესტალიაზე” “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.

“სარაგოსა” 0-2 “ვალენსია” – პაპუნაშვილი სასტარტოში!

დღეს ესპანეთში კოპა დელ რეის 1/16 ფინალში, გიორგი პაპუანშვილის “სარაგოსამ” “ვალენსიას” უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა.

“სარაგოსას” სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ თავის გუნდს წარმატების მიღწევაში ვერ დაეხმარა. შეხვედრაში გოლები როდრიგოსა (80) და პარეხოს (91) ანგარიშზეა.

სამეფო თასზე, ეს გუნდები მორიგ შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავენ.

“სევილია ბ” და “სარაგოსა” დაზავდნენ, ქართველები სათადარიგოთა შორის იყვნენ

დღეს ლა ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურში ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი შეხვდა ერთმანეთს და ფრეზე გაიყარნენ (2-2).

ქართველი ფეხბურთელები, გიორგი აბურჯანია და გიორგი პაპუნაშვილი თავიანთი გუნდების სათადარიგოთა შორის იყვნენ, მაგრამ მხოლოდ პაპუნაშვილმა მოახერხა მინდორზე გამოსვლა. გიორგი მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდა და სწორედ ამის შემდეგ გაიტანა “სარაგოსამ” საბოლოო გოლი შეხვედრაში.

ამ მომენტისათვის “სეილია ბ-ს” მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ისინი ბოლო ადგილს იკავებენ, რაც შეეხება “სარაგოსას” 14 ქულით მეათე ადგილს იკავებენ.

პაპუნაშვილის ფრე “ოსასუნასთან”

სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “სარაგოსამ” დღეს “ოსასუნას” უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ფრედ 1-1 ითამაშა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ქართველი შემტევი, გიორგი პაპუნაშვილი, მან მოედანზე 75 წუთი დაჰყო და საკმაოდ კარგად ითამაშა.

პირველ ადგილოსანთან მოპოვებული ერთი ქულის შემდეგ, “სარაგოსას” 13 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა.

გიორგი პაპუნაშვილმა “სარაგოსაში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

“რეალ სარაგოსას” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთის თასის 1/32-ფინალურ მატჩში “ლუგოს” კარში გატანილი ბრწყინვალე გოლით შეძლო თავის გამოჩენა.

ბრემენის “ვერდერისა” და თბილისის “დინამოს” ექს-ფეხბურთელმა საკუთარი გუნდი მატჩის 22-ე წუთზე დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს “პაპუს” პირველი გოლია “სარაგოსას” მაისურით (ოფიციალურ მატჩებში).

პაპუნაშვილი: “სარაგოსასთან” ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს”

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა, ესპანურ “რეალ სარაგასოაში” გადავიდეს. ჩვენ დავუკავშირდით ახალგაზრდა მოთამაშეს და ამ თემაზე ვკითხეთ.

“სარაგოსას” მესვეურებთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ზუსტად არაფერი გადაწყვეტილა. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა და მალევე გაიგებთ ამის შესახებ. ამ ეტაზპე მეტს ვერაფერს გეტყვით,” – აცხადებს პაპუნაშვილი.

“რეალ სარაგოსა” ესპანეთის რანგით მეორე ჩემპიონატში, სეგუნდა დივიზიონში გამოდის. ბოლო ტურის წინ ეს კლუბი მე-13 ადგილზეა და, შესაბამისად, მომავალ სეზონში ლა ლიგაში თამაშის არანაირი შანსი არ აქვს.

21 წლის ფეხბურთელმა კარიერა “დინამოში” დაიწყო. 2015/2016 წლების სეზონში იგი ბრემენის “ვერდერში” იყო განათხოვრებული. 2016 წლის ზაფხულიდან კი ისევ მშობლიურ კლუბში თამაშობს.

ფოტო: “დინამოს” ოფიციალური ფეისბუქგვერდი.

პაპუნაშვილი: “ეროვნულ ჩემპიონატშიც ვიბრძოლებთ, თუმცა თასზე მეტი შანსი გვაქვს”

გუშინ თბილისის “დინამომ” ახალი მწვრთნელი – ვიაჩისლავ გრონზი ოფიციალურად წარადგინა.

ამასთან დაკავშირებით გუნდის შემტევი, გიორგი პაპუნაშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

“სეზონის დასასრულს, ახალი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში საინტერესოა. ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ, მაგრამ თასის მოგება უფრო შეგვიძლია. ამიტომ, ახალ მწვრთნელს და ჩემს გუნდს წარმატებას ვუსურვებ,” – აცხადებს “დინამოელი”.

გიორგი პაპუნაშვილმა “ვერდერი” დატოვა

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა ბრემენის “ვერდერი” დატოვა.

გუშინ პაპუნაშვილის უკვე ყოფილმა თანაგუნდელმა, გამბიელმა ოუსმან მანემ სოციალურ ქსელ Instagram-ში გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

“სამწუხაროა, რომ ასეთ ბრწყინვალე ფეხბურთელთან და კარგ ადამიანთან დამშვიდობება მიწევს. შენს კარიერაში წარმატებებს გისურვებ. ჩვენ ნამდვილად მოგვენატრები”
, – წერს მანე.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი “ვერდერში” თბილისის “დინამოდან” იყო განათხოვრებული.

cats

გიორგი პაპუნაშვილმა დრეზდენის “დინამოსთან” მატჩში პენალტი მოიპოვა (ვიდეო)

14 თებერვალს, გერმანიის მესამე ლიგაში, დრეზდენის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერის” მეორე გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ბრემენელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც შეხვედრის მე-16 წუთზე პენალტი მოიპოვა. დარტყმა მისმა თანაგუნდელმა, ჰისნერმა შეასრულა და შეხვედრაში ანგარიშიც სწორედ ამ გოლით გაიხსნა, თუმცა “ვერდერმა” უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

20 წლის ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, 59-ე წუთზე კი ის მწვრთნელმა შეცვალა.