ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბრისტოლ სიტის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს ინგლისის თასის 1/4 ფინალი, სადაც “ბრისტოლ სიტი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს და ამჟამად ანგარიში 1:1.

თავდაპირველად შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა 58-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ ეს შვედი ფეხბურთელის პირველი გოლია.

იბრაჰიმოვიჩი: “ჩემი ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ”

საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პრემიერ ლიგის გასულ ტურში, პირველად მოხვდა “მანჩესტერტ იუნაიტედის” განაცხადში, მაგრამ მას თამაშის საშუალება არ მიეცა.

დაბრუნების შემდეგ ზლატანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ხალხმა არ იცის რეალურად რა დონის დაზიანება მივიღე, ჩემი ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომაც ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ექვსი თვის შემდეგ დავბრუნდი. ამ მომენტისათვის მადლიერი ვარ, რომ ისევ შემიძლია სირბილი და ფეხბურთის თამაში. “წარმატების” მისაღწევად დღეში 5-6 საათს ვვარჯიშობდი და პროტოკოლს პირნათლად მივყვებოდი”, – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა დაზიანება 2016-2017 წლების სეზონში, ევროპა ლიგაზე “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, მას შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.

მოურინიო: “მჯერა იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს კიდევ ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურიონიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელიც გასული სეზონის შემდეგ ტრავმირებულია.

ზლატანი ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოველდღიურად ვარჯიშობს. ის იმაზე მეტს შრომობს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ მისი დაბრუნება ერთი ან ორი კვირის შემდეგ წარმოუდგენელია. შვედი ფეხბურთელი მაშინ გამოვა მოედანზე, როდესაც ტკივილს აღარ იგრძნობს. მჯერა იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს კიდევ ითამაშებს ფეხბურთს,” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

იბრაჰიმოვიჩი მძიმე მატჩს ელის

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რუსეთთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მოსაგებად ის უნდა გავაკეთოთ, რაშიც ძლიერები ვართ. წინ რთული მატჩი გველის. მეტოქის რიგებში მწვრთნელის შეცვლამ, შესაძლოა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფით შედეგი გაოიღოს. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, თავს კარგად ვგრძნობ, თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი“, – აცხადებს ზლატანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი – შვედეთს შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

პსჟ-ს პრეზიდენტი: „იბრას ჩვენთან დარჩენა სურს“

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასელ ალ-ჰელაიფი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შენარჩუნებას შეძლებს. ცნობისთვის, ევროპული პრესა ბოლო დროს იბრას სახელს მის ყოფილ კლუბ „მილანს“ უკავშირებს.

„იბრაჰიმოვიჩთან პრობლემა არასდროს გვქონია. „პარი სენ-ჟერმენს“ მისი დატოვება სურს, თავად მას კი – დარჩენა“, – განაცხადა პარიზული კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში დარჩენის სურვილის შესახებ თავად ზლატანმაც ისაუბრა.

იბრაჰიმოვიჩი პსჟ-დან წასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მის წასვლასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ ისაუბრა.

„მე პსჟ-ს ვეკუთვნი. ამ გუნდთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ჩემს წასვლასთან დაკავშირებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო სეზონში პსჟ-სთან ერთად ყველა თასი მოვიგე.

ჩემპიონთა ლიგა? ის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. ჩემთვის იმ კლუბში ყოფნა მნიშვნელოვანია, რომელშიც საკუთარი თამაშისგან სიამოვნების მიღება შემიძლია“, – განაცხადა იბრამ.

იბრაჰიმოვიჩი: „დასაკარგი არაფერი გვაქვს“

„პარი სენ-ჟერმენის“ თვადამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვერდის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც პარიზელებმა სახლში ანგარიშით 1:3 დათმეს, შვედმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

„დასაკარგია რაფერი გვაქს. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა შემდგომ ეტაპზე გავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულობა არ დავკარგოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის გვჯეროდეს“, – განაცხადა იბრამ.