„ტოტენჰემს“ ეტო’ო სჭირდება

გავრცელებული ინორმაციით, კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო, რომელსაც „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა, შესაძლოა, კიდევ ერთ ლონდონურ კლუბშ აღმოჩნდეს.

მოთამაშის შეძნის სურვილი „ტოტენჰემ ჰოთსპურსის“ ხელმძღვანელობას აქვს, რომელიც სამუელს ემანუელ ადებაიორის შესაძლო შემცვლელა ხედავს, რადგან გამორიცხული არ არის, ამ უკანასკვნელმა მიმდინარე ზაფხულს სხვა კლუბის მაისური მოირგოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე კამერუნელის შეძნა ასევე თურქულ „გალათასათაისა“ და იტალიის „რომას“ სურდათ.

ინგლისის ჩემპიონატის განვლილი სეზონის გათამაშებაში „ლურჯთა“ მაისურით ეტო’ომ 21 მატჩი ჩაატარა. ფორვარდის აქტივში ამ შეხვედრებში ცხრა გოლია.

ვენგერს თასის მოგება სურს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ტოტენჰემთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ „ტოტენჰემის“ დამარცხება გვსურს. ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და დასვენების საშუალებას მხოლოდ იმ მოთამაშეებს მივცემ, რომელთაც ტრავმა აქვთ. წინ უმაღლესი დონის დერბი გველის და მას პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. ინგლისის თასის მოგების სურვილი გვაქვს, ამიტომაც ამ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. აღნიშნული ტურნირი ოთხჯერ მაქვს მოგებული და თასის მეხუთედ აწევაზე უარს არ ვიტყოდი“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი