“ლივერპულსა” და კლუბის მცველ ჯონ ფლანაგანს შორის შრომითი ხელშეკრულება გახანგრძლივდა.
მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა. Press Association Sport-ის ცნობით, მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება ორი წლის ვადით გააგრძელეს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პირობით.
ჯონ ფლანაგანი მოედანს მიმდინარე წლის დასაწყისში დაუბრუნდა. ფეხბურთელს მუხლის ტრავმის გამო 619 დღე გაუცდა.
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ფლანაგანთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში თავადაც მონაწილეობდა.