კარიკატურა: რობერტო ფირმინო გაცივდა!

სერხიო რამოსს, მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენების შემდეგ, ლორის კარიუსისთვის იდაყვის განძრახ ჩარტყმაც დააბრალეს. ამის შემდეგ ესპანელმა განაცხადა, რომ ახლა იმასაც იტყვიან, ჩემი ოფლის წვეთი რობერტო ფირმინოს მოხვდა და ამის გამო გაცივდაო.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: რონალდუ თუ სალაჰი?

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. ამ მომენტში ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მყოფთა შორის კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი არიან. ისინი ერთმანეთს ტიტულისთვის და ნახსენებ ბრძოლაში დიდი პლუსის დაწერისთვის შეებრძოლებიან.

მათ ჯახზე გთავაზობთ კარიკატურას

 

კარიკატურა: იძებნება ვიდეორეფერი!

მიმდინარე სეზონში, როგორც შიდა ჩემპიონატებში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ბევრი სადავო მომენტი იყო. გულშემატკივართა უმეტესობა თვლის, რომ, თუნდაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვიდეორეფერი რომ გამოეყენებინათ, ახლა, შესაძლოა, ფინალში, სულ სხვა გუნდებს ეთამაშათ.

ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას: “იძებნება ვიდეორეფერი!”

 

მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიომ BBC-ს რეკორდი დაამხო

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.

“ლივერპულის” მხრიდან ერთ-ერთი გოლი სადიო მანემ გაიტანა. საბოლოოდ, ეს გოლი ინგლისელთა ტრიოსთვის (მანე-ფირმინო-სალაჰი) ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში რიგით 29-ე აღმოჩნდა. აქამდე ასეთი შედეგი არავის ჰქონია. იურგენ კლოპის შემტევებმა დაამხეს მადრიდის “რეალის” ტრიოს (ბეილი, ბენზემა რონალდუს) მიღწევა – ერთ სეზონში გატანილი 28 გოლი. ამის გაკეთება “ბლანკოსის” დამრტყმელმა ძალამ 2013/2014 წლების სეზონში მოახერხა.

 

კლოპი: “ლივერპული” სალაჰის ოქროს ბუცს არ მისდევს”

დღეს პრემიერ ლიგის 35-ე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ვესტ ბრომვიჩს” ესტურმება. ამ დაპირისპირებამდე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის მოჰამედ სალაჰის ოქროს ბუცზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

“მოს (ასე მიმართავს სალაჰს, ავტ.) მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა, ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. ჩვენ არ ვფიქრობთ ბევრს ამაზე. მიზანი სწორედ ერთია. არ ვცდილობთ, ეგვიპტელს სულ შევუქმნათ ისეთი სიტუაცია, სადაც ის მუდამ გაიტანს. ნორმალურ ფეხბურთს ვთამაშობთ, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.”

ახლა სხვადასხვა ტურნირზე ამ პოზიციებზე იმიტომ ვართ, რომ ჩვენს სტილში ვთამაშობთ. ფაქტია, ეს ამართლებს. მოც სწორედ იმიტომ მოვიდა აქ, რომ ჩვენი ფეხბურთი ითამაშოს. არაფრის შეცვლა გვჭირდება, უბრალოდ გზას უნდა მივყვეთ,” – ამბობს გერმანელი მწვრთნელი.

პრემიერ ლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი

დღეს ლონდონის “ჩელსისა” და “უოტფორდის” შეხვედრით სრულდება პრემიერ ლიგის 26-ე ტური.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლორან კოსჩელნი (“არსენალი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დანილო (“მანჩესტერ სიტი”), მარიო ლემინა (“საუთჰემპტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”), მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), ჰენრიხ მხითარიანი (“არსენალი”), ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პიერ ემერიკ-ობამეიანგი (“არსენალი”).

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “რეალი” სალაჰის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება”

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჰანი აბო რიდა საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზაფხულში მუჰამედ სალაჰის გადაბირებას შეეცდებიან.

“რეალი” სალაჰს ოფიციალურ წინადადებას ზაფხულში გაუკეთებს. თუმცა, სალაჰი ამჟამად მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზეა კონცენტრირებული.

რა თქმა უნდა, თუ ეგვიპტელი ფეხბურთელი ისეთი დონის კლუბში ითამაშებს, როგორიც მადრიდის “რეალია”, ეს ეგვიპტურ ფეხბურთზე უდიდეს გავლენას იქონიებს,” – აცხადებს აბო რიდა.

როგორც იცით, “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ 25 წლის მუჰამედ სალაჰი შეუჩერებელია და ამ დროისთვის მის ანგარიშზე გაკეთებულ 7 საგოლე გადაცემასთან ერთად 24 გატანილი გოლია.

“რომას” “ჩელსის” ნახევარმცველის იჯარით აყვანა სურს

Goal.Com-ი იტყობინება, რომ რომის “რომა” დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჩარლი მუსონდას იჯარით აყვანით.

ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად ესპანურ “ბეტისშია” განათხოვრებული. თუმცა “რომასგან” სარფიანი შემოთავაზების, ან სხვა მოტივების ქონის შემთხვევაში, “არისტოკრატებს” შეუძლიათ, სატრანსფერო ფანჯარაზე უკან დაუბრუნონ 20 წლის სპორტსმენი და იტალიურ კლუბში გაუშვან არენდის წესით.

 

თავის მხრივ, “რომას” მუსონდა მუჰამედ სალაჰის შემცვლელად უნდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.

ფეხბურთელები, რომლებმაც მოურინიო ვერ მოხიბლეს (პირველი ნაწილი)

ჟოზე მოურინიომ გასულ უიქენდზე მორიგი ტიტული მოიპოვა. პორტუგალიელი მწვრთნელის ხელში ნებისმიერი გუნდი შედეგზე ორიენტირებული ხდება, რისთვისაც მწვრთნელს ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომელბიც მისი არასტანდარტული ჩანაფიქრების მოედანზე გადატანას შეძლებენ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მოურინიოს, ისევე როგორც ყველა დიდ მწვრთნელს, საკმაოდ ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელთან საქმიანი ურთიერთობა არ აეწყო.

ჰამიტ ალტინტოპი

2011 წლის მაისში “რეალმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბაიერნიდან” ჰამით ალტინტოპი გადაიბირა. სადებიუტო მატჩი მადრიდულ კლუბში მან სექტემბერში ჩაატარა, პირველი გოლი დეკემბერში გაიტანა, ხოლო სასტარტოში სადებიუტო შეხვედრა მხოლოდ იანვარში ითამაშა.

სეზონის დიდი ნაწილი თურქმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რის შემდეგაც “გალათასარაიში” გადავიდა. მიუხედავად “რეალში” უქმად გაარებული დროისა, ალტინტოპმა მოურინიოზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა: “ის გამორჩეული მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთში კარგად ერკვევა. მოურინიოს ყველა მოთამაშე როგორც კარგ მეგობარს ისე იხსენებს. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელის უფროსი ძმა გახდეს”.

მოჰამედ სალაჰი

“ჩელსიმ” ეგვიპტელი 2014 წლის იანვარში “ლივერპულთან” ბრძოლაში გადაიბირა. სალაჰმა მოურინიოს ინტერესი “ბაზელში” 2013/14 წლები თამაშით მიიპყრო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში შვეიცარულმა კლუბმა “ჩელსის” სწორედ მოჰამედის გოლებით დაამარცხა. ლონდონურ კლუბში სალაჰს საქმე კარგად არ წაუვიდა და მანაც კარიერა “ფიორენტინაში” გააგრძელა, სადაც მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ხუან კუადრადო

კუადრადო “ჩელსიში” “ფიორენტინადა” გადავიდა, როელმაც კომპენსაციის სახით 26 მილიონთან ერთად სალაჰიც მიიღო. ტრანსფერის განხორციელების დღიდან ლონდონური პუბლიკა კუადრადო-აზარის მძლავრი დუეტის ნახვის მოლოდინში იყო, თუმცა სასწაული არ შედგა. კოლუმბიელმა სათადარიგოთა სკამზე ადგილი მყარად დამიკვიდრა და სასტარტოში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. თმცა, მოურინიოს მასზე ხელი საბოლოოდ არ ჩაუქნევია. “კუადრადოს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. იტალიური და ინგლისური ლიგები ერთმანეთისგან განსხვავდება. მას დრო სჭირდება” – განაცხადა პორტუგალიელმა.

ნური შაჰინი

შაჰინი “რეალში” გერმანიის ჩემპიონის და ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის რანგში გადავიდა, თუმცა ნახევარმცველის ესპანური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა. გარკვეულწილად ეს ტრავმის ბრალიც იყო, რომლის გამოც შაჰინმა სადებიუტო შეხვედრა ტრანსფერიდან მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ჩაატარა. შედეგად – იჯარა “ლივერპულში” და “დორტმუნდში” დაბრუნება. შაჰინი “რეალში” გატარებულ პერიოდს ჩაგდებულად არ თვლის: “მოურინიოს თავკაცობით მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩემთან ის ყოველთვის გულახდილი და სამართლიანი იყო და პირად საუბრებში ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა”.

ლასანა დიარა

ფრანგმა “პორთსმუთი” “რეალზე” 2009 წლის იანვარში გაცვალა. მადრიდულმა კლუბმა საყრდენის სანაცვლოდ დაახლოებით 19 მილიონი გირვანქა გადაიხადა. თავიდან ლასი “რეალს” კარგად მოერგო და ადგილობრივების სიყვარულიც დაიმსახურა. თუმცა, 2010 წელს მოურინიოს მოსვლასთან ერთად დიარამ ძირითადში ადგილი დაკარგა, კონკურენცია სამი ხედირასთან წააგო და რუსეთში გადაბარგდა, სადაც მისი კარიერა საბოლოოდ დაინგრა.