ხოჭოლავა: “მარტივი შეხვედრები არ არსებობს – ერთა ლიგაზე დიდი ბრძოლა გველის”

საქართვეოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ანდორას, ყაზახეთსა და ლატვიას დაუპირისპირდება.

ჩვენი ჯგუფის შესახებ ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ისაუბრა.

“ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი გვაქვს. სამივე კარგი გუნდია, მაგრამ გრანდებს არ მიუკუთვნებიან. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მეტოქეებად არ გვყავს საფრანგეთი, ესპანეთი და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მარტივი შეხვედრები არ არსებობს. შესაბამისად, გასეირნება არცერთ მათგანთან არ გველის. თუმცა, თუ მოვინდომებთ, ბოლომდე დავიხარჯებით ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გაგვიმარტივდება,” – აცხადებს ხოჭოლავა.

კოჭოლავა: “მინდა, “შახტარში” წარმატებული კარიერის მყარი საფუძველი შევქმნა!”

დღეს დონეცკის “შახტარმა” გულშემატკივრებს დავით ხოჭოლავა წარუდგინა.

ქართველმა ფეხბურთელმა პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რიცხვი ხუთი ყოველთვის მიყვარდა. როცა კლუბში მოვედი, ვიკითხე, თუ იყო შესაძლებელი, ხუთნომრიანი მაისური მცმოდა. წინააღმდეგიც არავინ აღმოჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ ფორმას ატარებდა დონეცკის “შახტარის” ლეგენდა, ალექსანდერ კუჩერი.”

“როცა “ჩერნომორეციდან” წამოვედი, მაშინ ვფიქრობდი, რომ მწვრთნელი ფეხბურთელისთვის მთავარი დასყრდენი და მისი წარმატების საფუძვლის შემქმნელია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, აუცილებელია მუდმივი შრომა და განვითარება. ახლა შეჩერებას არ ვაპირებ. მინდა, მეტი ვისწავლო და ამ ცოდნაზე ჩემი სამომავლო წარმატებული კარიერა ავაშენო.”

ფეხბურთელმა 15 ივლისს “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის უკრაინის სუპერ თასის ეგიდით გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა.

“დინამო”? გეტყვით, რომ “შახტარის” წინააღმდეგ თამაში უფრო მიჭირდა. ისინი ყოველთვის სწრაფ გადაცემებსა და ინდივიდუალურ თამაშზებზე აკეთებდნენ აქცენტს. ხოლო, კიეველები უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ. დაძაბული თამაში გამოვა. შეხვედრაში ვიხილავთ, როგორ მოვემზადეთ ახალი სეზონისთვის და რას წარმოადგენს “დინამო”,” – განაცხადა ხოჭოლავამ.

დონეცკის “შახტარმა” დავით ხოჭოლავა წარადგინა (ვიდეო)

დღეს დილით, დონეცკის “შახტარმა” სვიატოშინოს საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში გამართა. ამ პროცესის დაწყებამდე კლუბმა ორი ახალწვეული: დავით ხოჭლავა და ივან პეტრიაკი წარადგინა.

ქართველ მოთამაშესა და მის ახალ გუნდელს, შესაბამისად, ხუთ- და ოცდათოთხმეტნომრიანი მაისურები მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, სერგეი პალკინმა და მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ცენტრალური მცველი უკრაინულ გუნდში გადავიდა “ჩერნომორეციდან”, რომლის ღირსებასაც ორი სეზონის მანძილზე იცავდა.

 

დავით ხოჭოლავა: “კარის მშრალად ყველაფერი გავაკეთეთ”

ლატვიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა. სერბეთთან კრახის შემდეგ, აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ ორ მატჩს შორის სამი დღე გუნდში შესანიშავი ატმოსფერო სუფევდა. ყველაფერი გვინდოდა გაგვეკეთებინა, რათა გოლი არ გაგვეშვა და თან ბევრი გაგვეტანა.”

“იყო რამდენიმე შეცდომა, თუმცა ჩემს თამაშს ნორმალურად შევაფასებდი, რადგან საკუთარ  კარში ბურთი არ მიგვიღია,” – განაცხადა ხოჭოლავამ.

ხოჭოლავამ კიევის “დინამოს” გაუტანა (ვიდეო)

დღეს უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში კიევის “დინამომ” “ჩორნომორეცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ. მან 72-ე წუთზე გოლით თავის გამოჩენა მოახერხა. ორ წუთში კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

იხილეთ გოლის ვიდეო

ხოჭოლავას „ჩერნომორეცი“ „მეტალისტთან“ სახლში ბოლო წუთებზე დამარცხდა

უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურში ოდესის „ჩერნომორეცმა“, რომლის შემადგენლობაში ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის, ხარკოვის „მეტალისტს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე ივან ზოტკომ გაიტანა. ხოჭოლავამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

არადა, გამარჯვების შემთხვევაში, ოდესელები სატურნირო ცხრილში 22 ქულას დააგროვებდნენ, ერთი პოზიციით მაღლა ავიდოდნენ და სწორედ „მეტალისტს“ გადაუსწრებდნენ. ურკრაინის პირველობის მიმდინარე სეზონის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ჩერნომორეცი“ 19 ქულით მე-11 ადგილზეა, „მეტალისტი“ კი 24 ქულით მე-10 პოზიცის იკავებს.

შემდეგ ტურში „ჩერნომორეცი“ მე-8 ადგილზე მყოფ დნიპროდერჟინსკის „სტალს“ ესტუმრება. მატჩი 14 მაისს შედგება.

ხოჭოლავას დასანანი მარცხი კიევის „დინამოსთან“

უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში ოდესის „ჩერნომორეცმა“, რომლის რიგებში სეზონის დაწყების წინ ქართველი მცველი დავით ხოჭლავა ჩაირიცხა, კიევის „დინამო“ მიიღო.

ხსენებულ მატჩში ხოჭოლავამ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. 39-ე წუთზე დავითმა ყვითელი ბარათი მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის „დინამოს“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. სათქმელია, რომ ორივე გოლი კიეველმა ფეხბურთელებმა მატჩის ბოლოს გაიტანეს. 89-ე წუთზე ანგარიში ჟუნიორ მორაესმა გახსნა, მსაჯის მიერ დამატებული დროის მესამე წუთზე კი იმავე ჟუნიორის პასით წერტილი იარმოლენკომ დასვა.

სამი ტურის შემდეგ „ჩერნომორეცი“ ერთი ქულით ჩემპიონატის ბოლო ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ოდესელები ლვოვის „კარპატს“ ეწვევიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის რიგებში ბუბა დაუშვილი გამოდის.

ხოჭოლავამ „ჩერნომორეცში“ პირველი გოლი კანკავას „დნიპროს“ გაუტანა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურში ჯაბა კანკავას „დნიპრომ“ საკუთარ მოედანზე ოდესის „ჩერნომორეცი“ მიიღო, რომლის რიგებში სეზონის დაწყების წინ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ჩაირიცხა. შეხვედრა „დნიპროს“ გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

ოდესელთა მხრიდან მეორე გოლი სწორედ ქართველმა ახალწვეულმა გაიტანა, რომელმაც თავი 51-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ჯარიმის შემდეგ მეორე სართულზე ყველას დაასწრო.

ხოჭოლავამ სადებიუტო შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა

ოდესის „ჩერნომორეცმა“ უკრაინის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი სტუმრად დონეცკის „ოლიმპიკთან“ ჩაატარა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ოდესელთა შემადგენლობაში პირველი წუთიდან მატჩის ბოლომდე ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა, რომელიც უკრიანულ კლუბში გასულ კვირას ჩაირიცხა.

ცნობისთვის, მეორე ტურში „ჩერნომორეცი“ ჯაბა კანკავას „დნიპოროს“ ესტუმრება, რომელმაც ეროვნული პირველობა ასევე ერთი ქულით დაიწყო.

ხოჭოლავა „ჩერნომორეცში“ გადავიდა

ქობულეთის „შუქურას“ მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას უკრაინაში, კერძოდ კი ოდესის „ჩერნომორეცის“ შემადგენლობაში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

23 წლის მოთამაშე „ჩერნომორეცში“ თავიდან სინჯებზე იყო და ამ პერიოდში სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

„შუქურას“ გარდა, დავითი სხვადასხვა პერიოდში თბილისის „სასკოს“, რუსთავის „მეტალურგის“, ბოლნისის „სიონისა“ და თბილისის „დინამოს“ რიგებში თამაშობდა.

ახალ კლუბში ხოჭოლავა ხუთი ნომრით ითამაშებს.

„ჩერნომორეცის ოფიციალური საიტის სურათი:

ხოჭოლავა
ხოჭოლავა2

ხოჭოლავა: „სეზონის დაწყების წინ „შუქურას“ მიზანი სამეულისთვის ბრძოლა იყო“

ქობულეთის „შუქურა“ უმაღლეს ლიგას მიმდინარე სეზონში შეუერთდა. აჭარული კლუბი ამჟამად 37 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

ბოლო მატჩში ქობულეთელებმა მცხეთაში „ვიტ-ჯორჯია“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს. Fanebi.com-ი ხსენებულ მატჩში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს დავით ხოჭოლავას დაუკავშირდა, რომელიც „შუქურას“ სწორედ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

– პირველ რიგში, „ვიტ-ჯორჯიასთან“ ბოლო მატჩი გავიხსენოთ… ორი სიტყვით შეაფასე განვლილი შეხვედრა

„ძალიან რთული მატჩი იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ 90 წუთის განმავლობაში ბრძოლა მოგვიწევდა, რადგან „ვიტ-ჯორჯია“ ყოველთვის იბრძვის, განსაკუთრებით სახლში. თანაც, გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა და სამი ქულის ასაღებად ყველაფერს გააკეთებდა.

– „შუქურას“ სატურნირო ცხრილის შუაში ადგილი მყარად უკავია. გვიამბე სეზონის დაწყების წინ და მისი მიმდინარეობისას გუნდის მიზნებზე

„სეზონის დაწყების წინ მიზანი სამეულისთვის ბრძოლა იყო, თუმცა პირველი წრე შედარებით სუსტი გამოგვივიდა, რის გამოც გაგვიჭირდა. უმაღლეს ლიგაში დებიუტის კვალობაზე, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული სეზონი გვაქვს“

– უმაღლესი ლიგის სხვა დებიუტანტების ფონზე, შენი გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდი?

„სამდტრედია“ და „დინამო ბათუმი“ ცხრილშიწინ არიან, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდები არიან. ფოთის „კოლხეთი“ კი ყველაზე დაბალი ბიუჯერის მიხედავად, ყველასთვის უხერხული მეტოქეა“

– დავით, შენ ოთხ ქართულ კლუბში გითამაშია. „შუქურას“ გარდა, რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის რიგებში გამოდიოდი. ყველაზე მეტად რომელი პერიოდი გამახსოვრდება?

„ოთხივე გუნდი კარგად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ „დინამოში“ ჩემპიონი გავხდი და თასიც მოვიგე, ყველაზე კარგად თავს „შუქურაში“ ვგრძნობ“

– როგორ მოხვდი „შუქურას“ შემადგენლობაში?

„რევაზ ჩელებაძეს საკმაოდ დიდი ხანი ვიცნობ და ამ გუნდში ბევრი ჩემი მეგობარია. შესაბამისად, წიანდადებას სიამოვნებით დავთანხმდი“

შენთვის და გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე მძიმე შეხვედრა რომელი იყო?

„დინამოსთან თასის განმეორებით შეხვედრა. 81-ე წუთამდე 1:0-ს ვიგებდით, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას გვაძლევდა“

– „დინამო“ უკვე რამდენიმეჯერ ვახსენეთ. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კლუბში ბევრი ცვლილება იყო – შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელობამ კი აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა. როგორ შეაფასებდი ამ ცვლილებებს და როგორი შედეგი აქვს მათ?

„დინამოში“ ყოველთვის შედეგს ითხოვენ და ამიტომაც ის, რომ გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე პირველ ადგილზე არ არის, ალბათ, უარყოფითად ფასდება. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ „დინამოს“ დღევანდელი მოთამაშეები ძალიან ნიჭიერები არიან და მათ კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ“

– დღევანდელ „დინამოში“ დაბრუნდებოდი?

„ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. „დინამო“ საქართველოში პირველია, მაგრამ „შუქურაში“ თავს კარგად ვგრძნობ“

– ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „დილა“ უახლოეს მდევარ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით უსწრებს. მოსალოდნელი იყო თუ არა გორელთა გაჩემპიონება?

„დინამოსთან“ ერთად „დილა“ სეზონის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სამი ტურით ადრე ასეთ ფორას არ ველოდი“

– მოდი, ევროპულ ფეხბურთზე ვისაუბროთ. შეაფასე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები და როგირია შენი პროგნოზი საპასუხო შეხვედრების წინ

„ჩემგან მესის თამაშის შეფასება სწორი არ იქნება, თვითონ „რეალს“ ვგულშემატკივრობ და მგონია, რომ გუნდი ფინალში გავა. უბრალოდ, იმას აღვნიშნავდი, რომ მესი სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია“

და ბოლოს, ტრადიციულ კითხვას დაგისვამ. რამდენად ხშირად სტუმრობ ჩვენს ვებგვერდს?

„ყოველდღე ვნახულობ“