ვალვერდე: “ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბები დომინირებენ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე აღიარებს, რომ დღესდღეობით საერთაშორისო ასპარეზზე ინგლისური კლუბები უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე ესპანურები.

“დიახ, ნამდვილად ასე ვფიქრობ. კარგა ხანია, რაც ინგლისური კლუბები ასეთ დონეზე არ ყოფილან, დღეს ისინი დომინანტები არიანჩემპიონთა ლიგაზე. იგივეს ვიტყოდი ევროპა ლიგაზეც, თუმცა, ეს ტურნირი შარშან “იუნაიტედმა” მოიგო.

ინგლისურ კლუბებს ძალიან ბევრი ფული და დიდებული ისტორია აქვთ. ისინი ყოველთვის განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენენ. აქიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ალოგიკური იყო მათი ასეთი პასიურობა გასულ წლებში.

თუმცა, იმის თქმა, რომ ინგლისური კლუბები ესპანურებზე უკეთესები არიან, უსამართლო იქნება. გასულ წელს ესპანელები დომინირებდნენ, წელს კი ინგლისელები,” – აცხადებს ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცი.

ვალვერდე პიკეს ამართლებს: “ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე, “ოლიმპიაკოსთან” მოგებული მატჩი შეაფასა და წითელი ბარათის ეპიზოდზეც (პიკე მოედნიდან ხელით გატანილი გოლის გამო გააძევეს) გააკეთა კომენტარი.

“ჩვენი მეტოქე სიღრმიდან გვეთამაშებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავის დაცვას. რიტმის შენარჩუნება ძალიან რთული იყო. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ეს კონტრ-იერიშის დროს გადაწყობის პრობლემის ბრალი იყო.

ვიცოდით, რომ მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ მეტოქე ზეწოლას გააძლიერებდა და აქიდან გამომდინარე, მეორე გოლის გატანა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის.

მეტოქეები იმედგაცრუებულები არიან? “ოლიმპიაკოსი” საკუთარი ჩემპიონატის სათავეშიც არ იმყოფება, აქ მხოლოდ იმ იმედით მოვიდნენ, რომ სიურპრიზის გაკეთებას შეძლებდნენ. მათ თავისი თამაში აჩვენეს, მაგრამ ჩვენი პოზიციები გაცილებით უფრო მყარი იყო.

რაც შეეხება უშუალოდ პიკეს გაძევებას, ეს ეპიზოდი ტელევიზორში ჯერაცა არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა, ის გოლთან ძალიან ახლოს იყო,” – აცხადებს ვალვერდე.

ვალვერდე: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესასთან თავისი გუნდის სუპერვარსკვლავზე, ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი გოლეადორი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,” – აცხადებს “ატლეტიკის” ექს-თავკაცი “ოლიმპიაკოსთან”, ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე.

“აუცილებელი არ არის, ამის აღსანიშნავად, ოქროს ბურთი, ან რაიმე სხვა სახის ინდივიდუალური ჯილდო მოიგოს. ეს ჩვენს მოსაზრებას არ ცვლის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით,” – დაამატა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ახალი, 2017/18 წლების სეზონი ბრწყინვალე დაიწყო – ჩატარებულ 12 მატჩში არგენტინელმა ფეხბურთელმა 14 გოლის გატანა შეძლო “ბარსელონას” მაისურით.

ვალვერდე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს

ერნესტო ვალვერდე, რომელიც ივნისის თვიდან აკვირდება “ბარსელონას” მიერ განხორციელებულ სპორტულ ქმედებებს სატრანსფერო ბაზარზე, თვლის, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორები მუდმივად ეკითხებოდნენ მას აზრს, ის მაინც ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა. შესამჩნევია, რომ ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილ თავკაცს დიდი მოთხოვნები არ გააჩნია.

Sport.es-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ვალვერდე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელის დამატების ნაცვლად გუნდიდან რამდენიმეს გაშვებას გეგმავს.

ვალვერდეს აზრით, ვარჯიშზე ბევრი ფეხბურთელი მონაწილეობს. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, “კამპ ნოუს” იანვარში ვერმალაენი და თურანი გამოემშვიდობებიან და შანსები ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ.

ხორდი ალბა: “მწვრთნელს გუნდის თამაში იდეალურისკენ მიჰყავს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეექვსე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ჟირონას” ესტუმრა და მეტქოე ანგარიშით, 3:0 იმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მარცხენა მცველი, ხორდი ალბა ესაუბრა.

“მწვრთნელს გუნდის თამაში იდეალურისკენ მიჰყავს. კარგია, რომ ყველა ფეხბურთელს ეძლევა ასპარეზობის შანსი. ვალვერდე შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ მშვენიერი ურთიერთგაგება გვაქვს.”

“მომწონს ის სტილი, რომლითაც ახლა ვთამაშობთ. მსოფლიოში ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, რომლის მიხედვითაც მოედანზე შეიძლება, იხელმძღვანელო, თუმცა ვგრძნობ, ეს ჩვენთვის იდეალური სტილია. ამ გუნდის ნაწილი ვარ და მიხარია, რომ ახალ წარმატებებში წვლილის შეტანა შემიძლია,” – აცხადებს ალბა.

ვალვერდემ მესის შეაქო: “ის ექსტრაორდინალურია”

საშინაო კედლებში “ეიბარის” განადგურების (6-1) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პოკერის ავტორის, ლეო მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მესი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს საფეხბურთო მოედანზე. მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, შეუძლია მაშინვე იქ გაჩნდეს, სადაც საჭიროა. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, სიტყვები არ მყოფნის მის აღსაწერად.

რაც შეეხება მეტოქეს, “ეიბარი” საკმაოდ ძლიერი და შეკრული გუნდია. ერთი შეხედვით, ადვილად მოვიგეთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ყოფილა. იყო მომენტები, როდესაც მეტოქე მნიშვნელოვნად გვავიწროვებდა,” – აცხადებს ბილბაოს “ატელტიკის” ექს-დამრიგებელი.

გეტყვით იმასაც, რომ ლა ლიგაში ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” ლიდერობს 15 ქულით.

ვალვერდე: “ესპანიოლმა” ბევრი იბრძოლა, თუმცა ჩვენ მესი გვყავს”

გუშინ ლა ლიგის მესამე ტურში “ბარსელონამ” “საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და კატალონიურ დერბიში მეტოქეს გადაუარა: ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი სამი ბურთის შეგდება ლიონელ მესიმ მოახრეხა.

ვალვერდემ ჟურნალისტებთან საუბრისას, შეხვედრა შეაფასა და მესის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

“ბედნიერი ვარ, რომ ლეომ სამი გოლი გაიტანა. ის განუმეორებელი ფეხბურთელია. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მესი ჩვენი საკვანძო ფიუგრაა.”

“ჩვენ რთულ შეხვედრას ველოდთ, რადგან ასეთი სტატუსის მქონე მატჩები ყოველთვის დაძაბულია. იყო ბევრი ბრძოლა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.”

“მიუხედავად ანგარიშისა, ეს დაპირისპირება მარიტივი არ იყო. “ესპანიოლი” ბევრს ეცადა, თუმცა ჩვენ გვყავს ინდივიდუალურად ძალიანი მაღალი დონის ფეხბურთელები. ასეთები, მაგალითად, მესი და სუარესი არიან, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს შეხვედრაში,” – აცხადებს ვალვერდე.

ვალვერდე: “ნეიმარის წასვლა მოულოდნელი იყო, მაგრამ უნდა დავივიწყოთ”

ესპანეთის ლა ლიგაში ჩართვამდე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესასთან ისაუბრა და ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიზეზიც განმარტა.

“ტრავმები ფეხბურთში ჩვეულებრივი რამ არის, რაც სუარესის შემთხვევაშიც მოხდა. ისიც მესმის, რომ მოსისხლე მტერთან წაგება და უტიტულოდ დარჩენა გულშემატკივრებში იმედგაცრუებას იწვევს.

მაგრამ ნეიმარის წასვლა სხვა საკითხია, ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ამის გამო გეგმების შეცვლა მოგვიწია, ახლა სხვაგვარად უნდა ვიმუშავოთ წარმატების მისაღწევად.

ეს უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ,” – აცხადებს ვალვერდე, რომლის გუნდიც პრიმერადივიზიონის პირველ ტურში “რეალ ბეტისს” მიიღებს საშინაო მოედანზე.

ვალვერდემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩი შეაფასა

კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, “მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. მატჩის პირველ ნახევარში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და საგოლე მომენტებიც ორივე გუნდს ჰქონდა. საბედნიეროდ ჩვენ გოლის გატანა შევძელით.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ჩვენ მოედანზე დამშვიდებულები გამოვედით და მატჩსაც სრულიად ვაკონტროლებდით. მეტოქეს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. მართალია, ეს ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა ორივე გუნდს ძალიან უნდოდა მოგება,” – აცხადებს ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ტურნეში “ბარსელონამ” უკვე შეძლო “იუვეს” დამარცხება (2:1). “ემიუმ” კი “ლოს-ანჯელეს გალაქსის” (5:2), “რეალ სოლტ ლეიკის” (2:1, “მანჩესტერ სიტისა” (2:0″ და “რეალის” (1:1, 2:1 პენალტებში) წინააღმდეგ ითამაშა.

გვარდიოლა: “ვალვერდე სწორედ ისაა, ვინც “ბარსელონას” სჭირდებოდა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” ახალ თავკაცზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა, რომელიც აქამდე ბილბაოს “ატლეტიკს” წვრთნიდა.

“ვფიქრობ, “ბარსელონას” სწორედ ისეთი მწვრთნელი სჭირდებოდა, როგორიც ერნესტო ვალვერდეა.

ფეხბურთელების ასეთ ნაკრებს, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული, შესაფერისი დამრიგებელი სჭირდება. გუნდს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელსაც მათი ესმის, ერნესტო კი სწორედ ასეთი ადამიანია.

დარწმუნებული ვარ, რომ ვალვერდეს ყველაფერი გამოუვა, ისევე როგორც ლუის ენრიკეს,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

ვალვერდე: “მინდა, “ბარსელონა” უკეთეს გუნდად ვაქციო!”

კატალონიის “ბარსელონას” ახალმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“აქ მუშაობა დიდი პრივილეგიაა. ვფიქრობ, იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ “ბარსელონას” მესვეურებმა ჩემი კანდიდატურა შეარჩიეს და სამსახური შემომთავაზეს. ბედნიერი და აღელვებული ვარ, რომ კარიერის ახალ საფეხურზე ავედი. ეს ძალაინ დიდი გამოწვევაა და ყველაფერს ვიზამ, რომ კლუბი იმაზე ძლიერი გავხადო, ვიდრე ის ახლა არის!”

“ფანებს ვეტყვი, რომ “ბარსელონაში” ის სიტუაცია  შენარჩუნდება, რაც ბოლო წლებში იყო. ვგულისხმობ კარგ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ტიტულებს. ისინი კიდევ უფრო მეტად იამაყებენ თავიანთი რჩეული გუნდით!” – განაცხადა ვალვერდემ.

ვალვერდე: “ჩემი შემდეგი თავგადასავალი ურთულესი იქნება”

ერნესტო ვალვერდე ცოტა ხნის წინ ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ახლა უფრო გახშირდა და რეალური გახდა ის ხმები, რომლებიც ამ სპეციალისტის “ბარსელონაში” მისვლას უკავშირდება.

ვალვერდემ ბასკური გუნდის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩემი შემდეგი თავგადასავალი ურთულესი იქნება. ჯერ შეთანხმება არავისთან მიმიღწევია, თუმცა გეტყვით, რომ დიდი გუნდიდან მაქვს შემოთავაზება.”

“ვფიქრობ, ბილბაოში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. მადლობას ვუხდი ყველა აქაურს და მათ წარმატებას ვუსურვებ,” – განაცხადა ვალვერდემ.