მოურინიოს იანუზაი სჭირდება

ადნან იანუზაი 2013 წლიდან ირიცხება “მანჩესტერ იუნაიტედში”. იგი გასულ ზაფხულზე გაანათხოვრეს დორტმუნდის “ბორუსიაში”. მიუხედავად იმისა, რომ “წითელი ეშმაკების” უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ბელგიელი ტალანტი 2016 წლის იანვარში დაიბრუნა, მას მხოლოდ სამ შეხვედრაში მისცა შანსი. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ 21 წლის მოთამაშის “მანჩესტერული” კარიერა რეგრესს განიცდიდა, მაგრამ…

Football - Cambridge United v Manchester United - FA Cup Fourth Round - R Costings Abbey Stadium - 14/15 - 23/1/15 Manchester United manager Louis Van Gaal talks to Adnan Januzaj after the match Mandatory Credit: Action Images / Andrew Couldridge EDITORIAL USE ONLY. No use with unauthorized audio, video, data, fixture lists, club/league logos or "live" services. Online in-match use limited to 45 images, no video emulation. No use in betting, games or single club/league/player publications. Please contact your account representative for further details.

როგორც ირკვევა, ჟოზე მოურინიო მოხიბლულია იანუზაის შესაძლებლობებით და მის არსად გაშვებას არ აპირებს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადნანი მომავალ სეზონს მის გუნდში გაატარებს.

Wigan Athletic v Manchester United - Pre-Season Friendly - DW Stadium

მუნდიალის 10 სავარაუდო აღმოჩენა

ყოველი დიდი ტურნირის დაწყებამდე ტრადიციულად საფეხბურთო საზოგადოება სავარაუდო აღმოჩენებზე იწყებს საუბარს. გთავაზობთ ათ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლებისთვისაც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, კარიერაში გადამწვეყტი ეტაპი აღმოჩნდეს.

 

1. იოსიპ დრმიჩი, შვეიცარია

ახალგაზრდა იოსიპ დრმიჩი გასული სეზონის დაწყებამდე “ციურიხიდან” “ნიურნბერგში” გადავიდა. ბუნდესლიგაში დრმიჩს ნამდვილად კარგი სეზონი ჰქონდა. აუტსაიდერ კლუბში მან 17 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. “ნიურნბერგი” ბუნდესლიგიდან გავარდა, თუმცა დრმიჩის კარგი თამაში ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. მომდევნო სეზონიდან ფეხბურთელი “ლევერკუზენის” ღირსებას დაიცავს.

შვეიცარიის საკმაოდ ახალგაზრდულ ნაკრებში დრმიჩს ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია. მართალია, საკვალიფიკაციო შეხვედრებში დრმიჩი ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თანქგუნდელების თამაშს, მაგრამ მუნდიალის წინა ამხანაგურ თამაშებში ნათლად გამოჩნდა, რომ ოტმარ ჰიტცფელდს დრმიჩზე სერიოზული გეგმები აქვს.

 

2. ზეად კოლაზინაკი, ბოსნია და ჰერცოგოვინა

ტალანტებით მდიდარი ბოსნიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი ახალგაზრდა ზეად კოლაზინაკია. თუმცა, ეს ფეხბურთელი გერმანული “პროდუქტია”. კოლაზინაკი კარლსრუეში დაიბადა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებასაც იცავდა.

კოლაზინაკი უნივერსალური ფეხბურთელია, მაგრამ ძირითადად მარცხენა ლატერალის ფუნქციებს ასრულებს. საკვალიფიკაციო მატჩებში მას მონაწილეობა არ მიუღია. სუშიჩმა ის შესარჩევების დასრულების შემდეგ მიიწვია და ახლა უკვე ბოსნიის ნაკრები კოლაზინაკის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

 

3. სერჟ ორიე, კოტ-დ’ივუარი

მუნდიალები ტრადიციულად ექსტრავაგანტული და ნიჭიერი ფეხბურთელებით მდიდარი აფრიკული გუნდებითაც გამოირჩევა.

ორიემ “ტულუზაში” საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და არსენ ვენგერის ყურადღებაც მიიქცია, რომელიც მის ლონდონში გადაბირებას ცდილობს.

კლუბში ორიე ძირითადად მარჯვენა ნახევარმცელის პოზიციაზე თამაშობდა და საკმოად შედეგიანიც იყო, თუმცა ნაკრებში მას მარჯვენა მცველად იყენებენ.

 

4. მაჯიდ უორისი, განა

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 4 შშეხვედრაში უორისმა 3 გოლის გატანა მოახერხა. წარმატებული იყო მისი ასპარეზობა კლუბშიც. “ვალანსიენში” გატარებულ ნახევარ სეზონში ახალგაზრდა განელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ნაკრებში უორისი ასამოა გიანთან ერთად საკმაოდ მძლავრ შემტევ ტანდემს ქმნის.

 

5. ადამ ლალანა, ინგლისი

ლალანა უკვე 26 წლის არის და ის ჩვენი ათეულის დანარჩენ წევრებთან შედარებით არც თუ ისე ახალგაზრდაა. თუმცა, ადამმა “საუთჰემპტონში” შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რაც ინგლისური ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებს ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ.

 

6. ფაუზი გულამი, ალჟირი

გულამი ალჟირელთა მთავარი იმედია. მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელს ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულება.

ალჟირელმა “ნაპოლიში” სეზონის ბოლოს ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

 

7. რიკარდო როდრიგესი, შვეიცარია

ესპანური წარმოშობის შვეიცარელი “ვოლფსბურგის” ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. “მგლების” გოლების საკმაოდ დიდი ნაწილი მის სახიფათო ჩაწოდებებს მოჰყვა.

როდრიგესის ჯადოსნური მარცხენა მთელს შვეიცარიულ ინტერნაციონლთან ერთად ბრაზილიაშიც ეცდება მეტოქეების დამწუხრებას.

 

8. ალექსანდრე კოკორინი, რუსეთი

რუსეთის ნაკრები მთავარი ტალანტი კოკორინია. ამ ფეხბურთელზე რუსეთში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა, მუნდიალის წინა ამხანაგურ მატჩებში კოკორინმა ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შესძლო. რუსთში იმედოვნებენ, რომ საუკეთესო თვისებების წარმოჩენას ფეხბურთელი ტურნირზე მოახერხებს.

 

9. ადნან იანუზაი, ბელგია

ამ ფეხბურთელს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. “მანჩესტერში” ჩატარებული სეზონით მან თავი ფეხბურთის გულშემატკივარს საკმაოდ კარგად გააცნო.

ფეხბურთელი დიდხანს ფიქრობდა, თუ რომელი ნაკრების შემადგენლობაში ეასპარეზა. საბოლოოდ კი არჩევანი ბელგიაზე გააკეთა და მუნდიალზეც გაემგზავრა.

 

10. იასპერ სილესენი, ჰოლანდია

ლუი ვან გალმა გამოცდილ სტეკელენბურგზე უარი თქვა და მუნდიალზე “აიაქსის” 25 წლის მერკარე იასპერ სილესენი წაიყვანა.

სილესენი საკმაოდ ნიჭიერი მეკარეა, თუმცა მას ახალგაზრდულ ასაკში უკვე დიდი პასუხისმგებლობა დააკისრებს.

საინტერესოა, გაუძლებს თუ არა ახალგაზრდა კიპერი ასეთ ფსიქოლოგიური წნეხს. ჰოლანდიელებს ხომ საკმაოდ კარგი შანსები აქვთ ბრაზილიაში.

 

იანუზაი რონალდუთია მოხიბლული

კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე ინდივიდუალურად გატანილი გოლების რაოდენობით. მან თავისი მე-15 და მე-16 გოლი მიუნხენის “ბაიერნს” გაუტანა 1/2 ფინალური შეხვედრის საპასუხო შეხვედრაში.

ადნანის მსგავსად, რონალდუც სულ ახალგაზრდა მოვიდა “იუნაიტედში” და მან რამდენიმე კარგი სეზონის შემდეგ, მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბება შეძლო. დღესდღეობით კი მადეირელი ფეხბურთელი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

Inside United – ის ივნისის გამოცემაში ადნანმა განაცხადა, რომ იგი შორიდან ადევნებს თვალს რონალდუს თამაშს.

“მას დიდხანს ვუყურებ და ვცდილობ იგივე ვაკეთო, რასაც იგი აკეთებს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვუყურებ მის თამაშებს და ვცდილობ მივბაძო და დავიმახსოვრო თუ რას აკეთებდა იგი “იუნაიტედში”

“მეც ბევრი უნდა ვივარჯიშო, როგორც ის ვარჯიშობდა, რადგან არც ის იყო ძლიერი, როცა აქ მოვიდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა ვგრძნობ თუ როგორ ვძლიერდები ვარჯიშიშას.” 

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

იანუზაიმ ბელგია აირჩია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ბელგიის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ნახევარმცევლი სწორედ ბელგიაში დაიბადა, თუმცა მისი ფესვები კოსოვოსა და ალბანეთს უკავშირდება. სწორედ ამ სამი საფეხბურთო ფედერაციის წარმომადგენლები აწარმოებნენ მასთან მოლაპარაკებებს. საბოლოოდ ფეხბურთელმა არჩევანი ბელგიაზე შეაჩერა.

 

იანუზაი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა

Gazetta Dello Sport-მა გამოაქვეყნა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა სია, სადაც პირველ ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედის” 19 წლის ნახევარმცველი ადნან იანუზაი გავიდა.

სიაში 60 ოც წლამდე ფეხბურთელი მონაწილეობდა. პირველ მეორე ადგილი ადნან იანუზაიმ და “ჩელსის” ფეხბურთელმა ლუკაშ პიაზონმა გაინაწილეს.

ასევე კონკურსის ათეულში შევიდნენ: მარკინიოსი (პსჟ), ჟერარ დეულოფეუ (ბარსელონა), რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული), ზაქარია ბაკალი (პსვ), ლეონ გორეცკი (შალკე), ლუკ შოუ (საუთჰემპტონი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო) და ლუკაშ ოკამპოსი (მონაკო)

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

იანუზაი კოსოვოს ნაკრებში გამოიძახეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახლაგაზრდა ნახევარმცველი ადნან იანუზაი კოსოვოს ნაკრებში გამოიძახებს, რომელიც თავის არსებობის ისტორიაში პირველ მატჩს გამართავს და ჰაიტის ნაკრებს დაუპირისპირდება. 18 წლის ფეხბურთელი ბელგიაშია დაბადებული, თუმცა მისი მშობლები კოსოვოელი ალბანელები არიან.

“მოლაპარაკებებს ადნანის ოჯახთან ვაწარმოებთ. სიმბოლური იქნება ჩვენს პირველ მატჩი თუ ასეთ ნიჭის მქონე მოთამაშე გავა მოედანზე. ეს ამხანაგური შეხვედრაა, რომელიც იანუზაის შემდგომ სხვა ქვეყნის ნაკრებში მოხვედრაში არ შეუშლის ხელს” – განაცხადა ალბანეთის ფეხბურდის ფედერაციის წარმომადგენელმა.

მოიესი: “მანჩესტერი” კარგი იყო, იანუზაი – შესანიშნავი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა “სუონსი” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდი შეაქო და ახალგაზრდა ადნან იანუზაის თამაში აღნიშნა.

“ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და გულშემატკივარმაც სიამოვნება მიიღო. მათ მხარდაჭერას მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდით.

პირველი ათი წუთი ვდომინირებით, მაგრამ “სუონსიმ” მალე აუღო ალღო ჩვენს თამაშს, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ცალკე მინდა ავღნიშნო ადნან იანუზაის თამაში. მეორე ნახევარში კაგავამ ნახევარდაცვას მეტი სიმტკიცე შესძინა, რითაც შესანიშნავად ისარგებლა იანუზაიმ და შექმნილი თავისუფალი ზონები ძალიან გონიერად გამოიყენა. “მანჩესტერი” მისთვის იდეალური კლუბია” – განაცხადა მოიესმა.

მოიესი: “იანუზაი ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესი თვლის, რომ მისი გუნდის 18 წლის ნახევარმცველ ადნან იანუზაის დიდი მომავალი აქვს. შეგახსენებთ, რომ იანუზაიმ მიმდინარე სეზონში დაიწყო ძირითადში თამაში და საკმაოდ წარმატებულადაც ასპარეზობს.

“ის ძალიან ნიჭერია და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მალე ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. მახსოვს, როდესაც აქ კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა, ბევრი მასზეც ეგრე ლაპარაკობდა. იანუზაის რონალდუს არ ვადარებ, მაგრამ ის ჯერ 18 წლის არის და უკვე ძალიან დიდი პროგრესი აქვს” – განაცხადა მოიესმა.