ბენზემა: “ეს იყო შეხვედრა ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ”

მადრიდის “რეალმა” თანაქლაქელი “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში დაამარცხა ანგარიშით, 3:0. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გუნდმა შესანიშნავი 90 წუთი ჩაატარა. ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ და ამ შედეგსაც დამსახურებულად მივაღიწეთ. კრიშტიანუ რონალდუს როლი ჩვენს წარმატებაში განუსაზღვრელია. ის ყოველთვის ეხმარება გუნდს და ცდილობს, მას წარმატება მოუტანოს.”

“დღეს ჩვენ უძლიერესი მეტოქე გვყავდა. თუმცა, მატჩმა აჩვენა, რომ მათ ვაჯობეთ,” – აცხადებს ფრანგი.

ანდრეს ინიესტამ “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ პრიმერა დივიზიონის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. გუნდებმა, ფრედ, 1-1 ითამაშეს.

საგულისხმოა, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ანდრეს ინიესტასთვის. მან ივან რაკიტიჩს საგოლე პასი გაუკეთა. ესპანელი ფეხბურთელი გახდა ერთადერთი, რომელსაც პრიმერა დივიზიონის ზედიზედ 14 სეზონში აქვს ასისტი გაკეთებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ 14 წლის მანძილზე “ინის” ანგარიშზე 83 შედეგიანი გადაცემაა.

გრიზმანი: “არ მინდა ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ…”

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორისაა. მან ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და მადრიდულ კლუბთან ერთად ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ტიტულის მოგება.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა: “ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოვხვდი. ე.ი. , მე სწორი გზით მივდივარ და კარგად ვპროგრესირებ.”

“არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად ვიმსახურებ კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს. შესანიშნავი სეზონი მქონდა, როგორც კლუბთან, ასევე ნაკრებთან ერთად.”

“სამწუხაროდ, ვერაფრის მოგება შევძელით, თუმცა, დამიჯერეთ, სადამდეც მივაღწიეთ, იმ ყველაფერშიც დიდი შრომა და მონდომება იდო,” – განაცხადა ფრანგმა.

მარსელო: „ფინალში „ატლეტიკოსთან“ თამაშს არ ვისურვებდი“

„რეალის“ მცველის მარსელოს თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაშს არ ისურვებდა.

„მანჩესტერ სიტი“ ყველაზე სუსტი კლუბი არ არის, რომელიც ნახევარიფინალამდე მისულა. ამ ეტაპზე სუსტი გუნდები უბრალოდ არ არიან. აქამდე კლუბები დამსახურებულად გავიდნენ.

ბევრმა ესპანეთის ჩემპიონატში ჩამოგვწერა, როდესაც 10, 9 ან 7 ქულით ჩამოვრჩებოდით, თუმცა ამას ჩვენს გულშემატკივრებზე ვერ ვიტყვით, რომლებიც ბოლომდე ჩვენთან იყვნენ. გვაკრიტიკებდნენ, ამიტომ „რეალისთვის“ საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება მნიშვნელოვანი იყოს. ყოველთვის ვიბრძოლებთ, მაშინაც კი, როდესაც ლიდერამდე 15 ქულა დაგვაკლდება.

„ბარსელონა“? არამგონია, ის ცუდ ფორმაში იყოს. ერთ დღეს ყველაფერი გამოდგის, მეორე დღეს – ყველაფერი გენგრევა.

ჩემპიონთა ლიგის მადრიდული ფინალი? ფინალში სხვა მეტოქეს ვისურვებდი“, – ციტირებს მარსელოს „Football-Espana“.

სიმეონე: “ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს”

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონმ “ბარსელონასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იხუმრა. პრიმერას დასრულებამდე ორი ტურით ადრე კატალონიელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და “რეალს” 4 ქულით უსწრებენ.

“ტორესი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. მან მიმდიანრე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ბედი უკვე გადაწყვიტა. “ბარსელონა” ძალიან კარგი გუნდია, რომელზეც დიდხანს შემიძლია საუბარი, მაგრამ თავს შევიკავებ.

“რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი უდიდესი მწვრთნლია. “რეალი” მისი გაშვებით გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.

ბედის ირონიით, გასული სეზონის დასკვნითი ნაწილის მსგავსად ჩვენ კვლავ “ბარსელონას” ვეთამაშებით. მაგრამ, ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს” – განაცხადა სიმეონემ.