ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ვალენსიას” ხელმძღვანელები დაეგო ალვეშის გაყიდვას აპირებენ.
32 წლის მეკარის გადაბირების სურვილს “რომა” და “დეპორტივოც” გამოთქვამდა, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ის კარიერას ბრაზილიურ “ფლამენგოში” გააგრძელებს.
“ფლამენგოსთან” დიეგო ალვეშის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კარიერის ბრაზილიაში გაგრძელება თავად ფეხბურთელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, ჩვენ კი საუკეთესო ვარიანტის ძიებაში ვართ,” – აცხადებს “ვალენსიას” გენერალური დირექტორი.
ბრაზილიელმა მეკარემ “მესტალიაზე” ექვსი სეზონი ითამაშა “ალმერიადან” გადასვლის შემდეგ.