მარსელო: “ბეილი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რას აკეთებს კონკრეტულ მომენტში”

გუშინ “ლა ლიგის” 25-ე ტურის შეხვედრაში “რეალმა” “ლას პალმასი” მიიღო და ფრე 3:3 ითამაშა. 47-ე წუთზე უელსელ შემტევს მეტოქე ფეხბურთელთან ინციდენტი მოუვიდა, რის შემდეგაც, არასპორტული საქციელის გამო, არბიტრმა მოედნიდან გააძევა.

ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა “ბლანკოსის” მარცხენა მცველმა, მარსელომ.

“ბეილი საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ გააცნობეროს, რას აკეთებს კონკრეტულ მომენტში. რაც არ უნდა იყოს, ასეტი ფაქტები ფეხბურთში ხდება. მოდით, იმედი გამოვთქვათ, რომ აღნიშნული რამ მიმდინარე სეზონში აღარ განმეორდება.”

“თამაში ძალიან დაძაბულად წარიმართა და პირველი ტაიმის მღელვარების შემდეგ, ბეილის წითელი ბარათი ძალიან უარყოფითი მოვლენა იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გარეთი ამას მომავალში აღარ გაიმეორებს.”

“რაც შეეხებ ჩვენს მეტოქეს… უნდა ითქვას, რომ “ლას პალმასს” მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი ბურთის, რაც შეიძლება, დიდი ხნით კონტროლს და ამ გზით ჩვენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ. გასახარია, რომ შეხვედრის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება შევძელით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა მარსელომ.

 

ლოპოტეგიმ მატა ნაკრებში დააბრუნა, ფაბრეგასი – არა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლოპოტეგიმ მაკედონიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან გასამართი მატჩისთვის 23 ესპანელი ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი იტალიისა და ალბანეთის ნაკრებებთან გამართულ მატჩებისთვის არ გამოუძახებიათ, მსგავსად “ჩელსის” ფლეიმეიქერის, ცესკ ფაბრეგასისა.

აღსანიშნავია, რომ იულენ ლოპოტეგიმ მომავალ მატჩებში თამაშის შანსი მატასთან ერთად არიც ადურისსაც მისცა, რომელმაც ევროპა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

დევდარიანი: „მარცხის მიუხედავად, მოთამაშეებს მადლობას ვუხდი“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანელ თანატოლებთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

„ჩემთვის დამაწყნარებელია, რომ მეორე ტაიმში გუნდმა უკეთესად ითამაშა. გაჩნდება კითხვა, რატომ ვერ ვითამაშეთ ასე პირველ ნახევარში? ეს ვერც მე და ვერც ფეხბურთელებს ვერ გამოგვივიდოდა, გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთის ნაკრებს თითქმის ერთი წლის განამვლობაში არ უთანაშია. ბოლო დროს ამ გუნდმა მხოლოდ გერმანიასთან ითამაშა. პირველ ტაიმს დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა და უნდა გაგვეგო, როგორ ითამაშებდა მეტოქე. ამისთვის მეორე ნახევარში ცვლილებები უნდა გამოგვეყენებინა.

მეორე გოლის ეპიზოდში მეტოქეს გაუმართლა, თუმცა ჩვენი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, მეორე ტაიმში მათ გააზრებული ფეხბურთი აჩვენეს. ბოლო წუთებში კონცენტრაცია არ გვეყო. შესაძლოა, ეს გულშემატკივარს არ აინტერესებდეს და ის გუნდისგან მხოლოდ მოგებას ელოდება, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს.

მქონდა გეგმა, რომელმაც დღეს არ გაამართლა. პირველ ტაიმში მეტოქის თამაშის შესწავლა და კონტრშეტევების მაქსიმალურად გაოყენება მსურდა. სამი მომენტი გვქონდა, თუმცა ტექნიკური წუნის გამო გოლის გატანა ვერ შევძელით.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მადლობას ვუხდი, შემადგენლობაში მისი 11 აღზრდილი გვყავს. ამ კლუბმა სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხ მატჩში ითამაშა, დანარჩენ შეხვედრებს ფეხბურთ ნაკლებათ ჰქვიათ. პირველი ლიგის ტემპს და დინამიკას შენიშნავდით. შეადარეთ მათ ის მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთის წამყვან გუნდებში თამაშობენ და დღეს ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ფეხბურთელებს ამ მარხს ვერ დავაბრალებ,  გულშემატკივარი არ ვარ და კარგად ვიცი, თუ რამ გამოიწვია ეს შედეგი. ჩვენი გუნდი ფიზიკურ მომზადებაში აშკარად მოიკოჭებს. ბოლო ორი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. როდესაც იღლები, შეცდომების რაოდენობა იმატებს. იგივეს რამდენიმე ფეხბურთელზე გეტყოდით, რომელთა გუნდები სეზონის მიმდინარეობისას დაიშალნენ. ასეთ პირობებში მადრიდის „რეალის“ მოთამაშეთა წინააღმდეგ გამოსვლა ძალიან რთულია.

ჩემს ფეხბურთელებს მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშისთვის დიდ მადლობას ვუხდი. რამდენიმე შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ“, – განაცხადა დევდარიანმა.