“ლაციოს” პრეზიდენტი: “კეიტას ტრანსფერის თაობაზე წინადადებები მივიღეთ”

რომის “ლაციოს” პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბმა კეიტა ბალდეს ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

როგორც იცით, 22 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც გასული სეზონის 31 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო, “ინტერის”, “იუვენტუსისა” და “ვესტ ჰემის” მფლობელები იჩენენ ინტერესს.

“თუ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ის მომავალ სეზონშიც “ლაციოს” ღირსებას დაიცავს და ინძაგი (მწვრთნელი) მას სურვილისამებრ გამოიყენებს.

“ინტერისა” და “იუვენტუსისგან” წინადადება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ არის რამდენიმე შეთავაზება უცხოეთიდან. თუ კეიტას წასვლა უნდა, მას გავუშვებთ, ოღონდ ამისთვის შესაბამისი წინადადება უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ლოტიტო.

„ლაციოს“ პრეზიდენტი: „ანდერსონი 100 მილიონი ღირს“

„ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონის სატრანსფერო ფასი დაასახელა.

„ფელიპე ანდერსონი ას მილიონზე ნაკლები არ ღირს“, – აღნიშნა „ბიანკოჩელესტეს“ პრეზიდენტმა.

აქამდე თავად ფეხბურთელმა აღიარა, რომ „ბარსელონაში“ ან რომელიმე სხვა ტოპ კლუბში სიამოვნებით ითამაშებდა.