როგორ უპასუხა “ბარსელონამ” იურგენ კლოპის სიტყვებს (ვიდეო)

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე განაცხადა, რომ “კამპ ნოუ” მხოლოდ დიდი სტადიონია, რომელიც ფეხბურთის ტაძარი არ არის.

გერმანელი სპეციალისტის ამ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოყვა. სოციალურ ქსელ Twitter-ში კი მის საპასუხოდ “ბარსელონას” ოფიციალურ გვერდზე ვიდეოც გამოქვეყნდა.

“ეს “კამპ ნოუა”. ჩვენი სახლი. ჩვენი ტაძარი. ჩვენი ციხესიმაგრე”, – ვკითხულობთ “ბარსას” ოფიციალურ გვერდზე.

10 სტადიონი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ყველაზე მეტ გულშემატკივარს იტევს

 

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშება სტარტს ხვალ აიღებს. 32 გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის შეეჯიბრება, რომლის მფლობელის ვინაობაც მაისში, უელსის ქალაქ კარდიფში გაირკვევა.

ამ 32 გუნდს შორის არის ინგლისის ჩემპიონიც, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დებიუტანტი გახლავთ და “ტოტენჰემ ჰოტსპურიც”, რომელიც თავის მატჩებს “უემბლიზე” გამართავს.

გთავაზობთ ტოპ-10 სტადიონს, რომელიც ყველაზე მეტ გულშემატკივარს იტევენ…


10. “სელტიკი” – “სელტიკ პარკი” – 60,355


9. “ბენფიკა” – “ესტადიო და ლუისი” – 64,642


8.”ბორუსია დორტმუნდი” – “ვესტფალენსტადიონი” – 65,829


7. “ბაიერნი” – “ალიანს არენა” – 70,000


6. “დინამო კიევი” – “ოლიმპიური სტადიონი” – 70,050


5. “რომა” – “სტადიო ოლიმპიკო” – 72,689


4. მასპინძელი – “მილენიუმ სტედიუმი” – 74,500


3. “რეალი” – “სანტიაგო ბერნაბეუ” – 81,044


2. “ტოტენჰემი” – “უემბლი” – 90,000


1. “ბარსელონა” – “კამპ ნოუ” – 99,354

დღევანდელ “ელ კლასიკოში” რეკორდი დაფიქსირდა

როგორც იცით, 2 აპრილს, “კამპ ნოუზე” ესპანეთის პრიმერადივიზიონის ეგიდით ორი ყველაზე პრინციპული მეტოქე დაუპირისპირდა. საუბარია “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალზე”, რომლებიც ესპანეთის ორ ყველაზე სახელოვან კლუბს წარმოადგენენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში მატჩის 56-ე წუთზე ხერარდ პიკემ გახსნა, რასაც კარიმ ბენზემასა (62′) და კრიშტიანუ რონალდუს (85′) გოლები მოჰყვა.

აღნიშნული მატჩი კიდევ ერთი ფაქტის გამო გახდა გამორჩეული – წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი გულშემატკივარი სწორედ ამ მატჩს დაესწრო. “კამპ ნოუზე” თავი 99 264-მა გულშემატკივარმა შეიყარა.

“კამპ ნოუს” დასასრული? კატალონიური გრანდი ცვლილებებისთვის ემზადება

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭო სამშაბათს განიხილავს ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ფეხბურთის ჰოლანდიელი ლეგენდის, იოჰან კრუიფის მიმართ პატივისცემის გამოჩენა, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.

კატალონიური ყოველდღიური გამოცემა, Sport გვამცნობს, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა სტადიონისთვის სახელის გადარქმევას აპირებს. დირექტორთა გარკვეულ ნაწილს სურს, რომ სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი ეწოდოს, რომელიც “კამპ ნოუს” მიწებზე დააბიჯებდა, როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის რანგშიც.

კრუიფი 68 წლის ასაკში სიმსივნემ დაამარცხა. ამ უკანასკნელმა სიცოცხლის მანძილზე “ბარსას” სტადიონზე კოპა დელ რეისა და ლა ლიგის მოგება მოახერხა მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას, მანამდე კი ევროპის თასიც აღმართა 1992-ში.

კრუიფის ვაჟი, ხორდი უკვე იმყოფებოდა კლუბის ხელმძღვანელობაში ამ საკითხის თაობაზე, რომელსაც Sport-ის გამოკითხვის თანახმად “ბარსას” ფანების დაახლოებით 65% უჭერს მხარს.

“ბარსელონას” “ნოუ კამპის” სახელწოდებაზე უფლებების გაყიდვა სურს

ესპანური სპორტული ვებგვერდი sport.es იუწყება, რომ “ბარსელონა” ახალი სპონსორის ძიებაშია. წყაროს თანახმად, ახალი სპონსორის დასახელება სტადიონ “ნოუ კამპის” სახელწოდებაში გამოჩნდება.

კატალონიელებს სურთ, რომ ხელშეკრულება წლის ბოლომდე გააფორმონ. ასეთი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, “ბარსელონამ” სპონსორისგან სეზონში დაახლოებით 20 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

შეთანხმება, სავარაუდოდ, გრძელვადიანი იქნება.

 

როგორი იქნება “კამპ ნოუ” 6 წლის შემდეგ? [ფოტოები]

“ბარსელონას” სტადიონი სარეკონსტრუქციოდ ემზადება.

სტადიონის რეკონსტრუქციას სანდრო როსელს ჰქონდა გეგმაში, ხოლო იგი ოფიციალურად გუნდის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ დაადასტურა. “ნოუ კამპის” განახლება 600 მილიონი ევრო დაჯდება.

nou camp

“ეს პროექტი გათვლილია 50-60 წელიწადზე. იგი მხოლოდ რაოდენობას კი არ გაზრდის, არამედ შეცვლის სრულიად სტადიონის იერსახეს, სტანდარტებს,”-აცხადებს ბართომეუ.

BARCA

“ბარსელონამ” “ნოუ კამპის” მინდორთან რესტორანი გახსნა

ოთხშაბათს, კატალონიის “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ კლუბმა “ნოუ კამპის” მინდორთან რესტორანი გახსნა.

ახალი რესტორანი აგვისტოს შუა რიცხვებამდე იმუშავებს და სტადიონზე მისულ სტუმრებს მოემხსარება.

რესტორანი სტუმრებს ღვინის ხუთ სახეობას, ორი სახეობის დესერტსა და შვიდი სახეობის ლუდს შეთავაზებს.

Bot9M7rIEAAJ1if

„ბარსელონას“ ახალი სტადიონი 105 ათას გულშემატკივარს დაიტევს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის აშენება გადაწყვიტა.

თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული არენის მდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. გამორიცხული არ არის, ახალი სტადიონი „კამპ ნოუს“ ადგილასაც კი აშენდეს.

როგორც ცნობილია, „ბარსას“ ახალი არენა 105 ათას გულშემატკივარს დაიტევს და ყველაფერთან ერთად, მას სახურავიც ექნება.

ცნობისთვის, „კამპ ნოუ“ 98 ათას გულშემატკივარს იტევს.

ალექსანდრე მატევოსოვი