მერაბ გიგაური “ტორპედოში” დარჩა

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და გუნდები ცდილობენ მომვალ სეზონს ბევრად ძლიერი შემადგენლობით შეხვდნენ, მაგრამ პირველ რიგში ბირთვი უნდა შენარჩუნდეს.

სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს გასული წლის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო”. იმერლები აქტიურად მუსაობენ, რათა გუნდის ძირითადი ძალა შენარჩუნებული იქნას. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერაბ გიგაური მომავალ სეზონში ისევ “ტორპედოს” მაისურით იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისელთა პრესსამსახური ავრცელებს. გიგაურმა ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.

გიგაური რიგით მეხუთე ფეხბურთელია, რომელიც გასული სეზონის ტრიუმფატორის რიგებში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედო” მაისურით შემდეგ წელ ისევ ითამაშებენ: გიორგი ქიმაძე, თორნიკე კაპანაძე, ლაშა კუჭუხიძე, გიორგი გურული და მერაბ გიგაური.

გიგაური: „ცხინვალის“ წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ“

დღეს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდოზე უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ფარგლებში ერთმანეთს „ცხინვალი“ და დებიუტანტი „საბურთალო“ შეხვდებიან. მოახლოებული შეხვედრის შესახებ ცხინვალელთა ანხევარმცველმა მერაბ გიგაურმა ისაუბრა.

„საბურთალოსთან“ მატჩს სრული კონცენტრირებით ვხვდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ ოფიციალურ მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ. პირადად ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, დღევანდელ მატჩშიც და მთელი სეზონის განმავლობაშიც, ყველაფერს გავაკეთებ და „ცხინვალის“ წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ.

ჩვენს გუნდს წელსაც შორსმიმამავლი მიზნები აქვს და გვინდა ჩემპიონატი სამეულში დავასრულოთ. ევროპის ლიგის საგზურისთვის წელსაც აუცილებლად ვიბრძოლებთ“, – ციტირებს გიგაურს „ცხინვალის“ ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი.

გიგაურმა “კოლხეთი” დატოვა

22 წლის ნახევარმცვლემა, მერაბ გიგაურმა ფოთის “კოხლეთი” დატოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ფოთელების ღირსებას გასული სეზონის მეორე წრეში იცავდა.

“მადლობა ფოთელ გულშემატკივრებს გვერდზე დგომისთვის, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით თქვენგან და მადლობა მთლიანად ფოთის ”კოლხეთს” და მის პერსონალს” – განაცხადა გიგაურმა.

გიგაურმა “კოლხეთის” შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.