ტრაგედია ფოთის “კოლხეთის” აკადემიაში

როგორც საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, ამავე გუნდის აკადემიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, 14 წლის გიორგი გოგია ზღვაში დაიხრჩო.

Fanebi.Com-ი უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს…

„მგზავრებმა“ ა-ლიგაში დაქვეითებულ „აკადემიას“ მოუგეს

თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ „აკადემიასა“ და „მგზავრებს“ შორის საკალათბურთო სუპერლიგის პლეიაუტის მორიგი მატჩი, „მგზავრების“ გამარჯვებით, 97:89 დასრულდა.

სტატისტიკურად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კახა ჯინჭარაძე იყო – „მგზავრების“ ფორვარდის მონაგარმა 29 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი შეადგინა. მასზე 1 ქულით ნაკლები „აკადემიას“ უკანახაზელმა მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. გარდა ამისა, მან 3 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ამით „მგზავრებმა“ მე-15 მატჩი მოიგეს და მე-5 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ. შემდეგი მატჩი ბუბა ბერიშვილის გუნდს 17 მაისს „ოლიმპთან“ ელის. ბოლოადგილოსანი „აკადემია“, რომელსაც სუპერლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგული აქვს, 16 მაისს „რუსთავს“ შეხვდება.

„აკადემია“ – „მგზავრები“ 89:97 (24:28, 24:24, 22:20, 19:25)

მატჩის სრული სტატისტიკა

ბოლოსწინა ტური „რუსთავის“ მოგებით დასრულდა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ღეგულარუ,ლი ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური „აკადემიასა“ და „რუსთავის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც რუსთაველებმა 22-ქულიანი გამარჯვება იზეიმეს (81:103).

„რუსთავის“ მხრიდან ამ მატჩში 26 ქულით, 11 მოხსნითა და 2 პასით ნიკოლა გაჩეშა იყო. „აკადემიადან“ 25 ქულით, 8 მოხსნითა და 2 პასით თავი მერაბ ბოქოლიშვილმა გამოიჩინა.

„რუსთავს“ ამ გამარჯვებით 40 ქულა გაუხდა და ცხრილში გუნდი „მგზავრებს“ გაუთანაბრდა, თუმცა „მგზავრების“ მსგავსად, პირველ ოთხეულში შესვლის შანსი აღარ აქვს. „აკადემია“ 32 ქულით ბოლოა.

შემდეგ მატჩში, რომელიც 26 აპრილს გაიმართება, „რუსთავი“ „ოლიმპს„ უმასპინძლებს, „აკადემია“ კი 27 აპრილს ნახსენებ „მგზავრებს“ შეხვდება.

„რუსთავი“ – „აკადემია“ 81:103 (16:31, 23:22, 17:27, 25:23)

მატჩის სტატისტიკა

„მგზავრებმა“ რუსთავში მოიგეს, „ბათუმმა“ „აკადემია“ დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგის 26-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი რუსთავსა და ბათუმში შედგა.

ქვემო ქართლში ადგილობრივმა გუნდმა „მგზავრებს“ უმასპინძლა. სატურნირო თვალსაზრისით, ორივე მეოთხე ადგილისთვის მებრძოლი გუნდისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ტურამდე, როგორც „რუსთავს“, ასევე „მგზავრებს“, 37 ქულა ჰქონდათ. დღევანდელი მატჩი კი „მგზავრების“ 3-ქულიანი გამარჯვებით, 76:79 დასრულდა.

პირველი მეთხედი „რუსთავმა“ ერთქულიანი ჰანდიკაპით (23:22) მოიგო, თუმცა მეორე ათწუთიანი პერიოდის შემდეგ სტუმრები 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდნენ (37:45). ამ პერიოდში რუსთაველთა მხრიდან აღსანიშნავი იყო კაელ ტურპინი, რომელიც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში გუნდს დაეხმარა, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარშიც ჩატენა.

შესვენების შემდეგ რუსთაველები უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა ხუთ წულამდე შეამცირეს. ბოლო მეოთხედის მიმდინარეობისას რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა „მგზავრები“ თამაშში მალე დაბრუნდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 33 წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 74:74 იყო, კაჰიმ რენსომმა მეტოქის ფარში სამქულიანი სროლის ჩაგდება შეძლო, რამაც შეხვედრის შედეგზე იმოქმედა. 1 წამით ადრე „რუსთავი“ შეტევაში დაჯარიმდა, რეჯი მურფის ორიდან ერთი სროლა (პირველი) ზუსტი გამოდგა.

„რუსთავის“ მხრიდან 34 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ნიკოლა გაჩეშა გამოირჩა. სათქმელია, რომ რუსთაველთა გამთამაშებელმა ლევან გამყრელიძემ 2 ქულასთან და 6 მოხსნასთან ერთად 18 პასი მიითვალა, რითიც პასების მხვრივ სეზონში თავისივე და ზოგადად სუპერლიგის შედეგი გააუმჯობესა. „მგზავრებიდან“ 21 ქულა, 4 პასი და 5 მოხსნა კაჰიმ რენსომმა მიითვალა. მასზე 1 ქულით ნაკლები რეჯი მურფიმ დააგროვა, რომლის ანაგრიშზე ასევე 11 მოხსნაა.

ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ 39 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავეს. ამჟამად ბერიშვილის გუნდი მე-4 ადგილზე მყოფ „სოხუმს“ 1 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, რომელიც ოც აპრილს შედგება, „მგზავრების“ მეტოქე სწორედ „სოხუმი“ იქნება. რაც შეეხება „რუსთავს“, ის აუტსაიდერ „აკადემიას“ 23 აპრილს შეხვდება.

„რუსთავი“ – „მგზავრები“ 76:79 (23:22, 14:23, 17:14, 22:20)

მატჩის სრული სტატისტიკა

გათამაშების ცხრილის ლიდერმა „ბათუმმა“ ბოლოადგილოსანი „აკადემია“ 21 ქულით დაამარცხა (110:89). აჭარელთა მხრიდან 22 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო ლეონიდ შტეფანიშინი იყო. „აკადემიადან“ 25 ქულა და 10 მოხსნა აკაკი ლომოურმა მიითვალა.

26 ტურის შემდეგ „ბათუმს“ 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „სოხუმს“ 1 ქულით უსწრებს. „აკადემია“ 31 ქულით ბოლო ადგილზე რჩება და მე-7 საფეხურზე მყოფ „ოლიმპს“ 4 ქულით ჩამორჩება.

„ბათუმი“ – „აკადემია“ 110:89 (27:20, 25:22, 28:20, 30:27)

მატჩის სრული სტატისტიკა

ნიკოლაძე: „დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ“

„აკადემიას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნიკოლაძემ „ოლიმპთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა გუნდს, მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს. მოგეხსენებათ, ლეგიონერები გავუშვით ცვლილებები მოხდა სამწვრთნელო შტაბში, ამის მიხუედავად, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეს“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ასევე ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ გელა წულაძისა და გია კაზანჯიანის  გათავისუფლების გამო გუნდს ის ასევე შემდგომ შეხვედრებშიც უთავკაცებს.

შემდეგ ტურში „აკადემია“ „ქუთაისს“ შეხვდება.

საქართველოს თასის 1/4-ფინალში გასასვლელი ბოლო მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

გაირკვა საქართველოს საკალათბურთო თასის 1/4 ფინალში გასასვლელი ბოლო მატჩის ჩატარების თარიღი. როგორც სუპერლიგის ოფიციალური საიტი იუწყება, „აკადემიასა“ და „ვითას“ შორის შეხვედრა 23 თებერვალს, 19 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

აღნიშნული მატჩის გამარჯვებულს 1/4 ფინალში „დინამოსთან“ დაპირისპირება ელის.

სათქმელია, რომ 1/4 ფინალში ასევე „ბათუმი“, „რუსთავი“ და „სოხუმი“ გავიდნენ.

კაზანჯიანმა „აკადემიას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობა დაიწყო

სუპერლიგის ბოლოადგილოსან „აკადემიას“ სამწვრთნელო შტაბში მატებაა. გელა წულაძის ერთ-ერთ ასისტენტად მუშაობა გია კაზანჯიანმა დაიწყო. შეგახსენებთ, დეკემბრის ბოლოს კაზანჯიანი „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

სათქმელია, რომ დღეს „აკადემიელები“ სწორედ კაზანჯიანის ყოფილ გუნდს შეხვდნენ და ანგარიშით 74:76 დამარცხდნენ.

„აკადემიამ“ „ოლიმპთან“ დრამატულ მატჩში 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავა

დღეს, „ახალ სპორტის სასახლეში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-15 ტურის გამოტოვებული მატჩი შედგა, რომელშიც ერთმენეთს ბოლოადგილოსანი „აკადემია“ და აქამდე ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოლიმპი“ შეხვდნენ.

შეხვედრა ინტერესს არაერთი მიზეზის გამო იწვევდა. პირველ რიგში, საინტერესო იყო, მოახერხებდა თუ არა „ოლიმპი“ ახალი თავკაცის ლეონიდ ივატინის თავკაცობით პირველი მატჩის მოგებას. სათქმელია, რომ „აკადემიელებმა“ სამი მოგებული მატჩიდან ერთ-ერთი სწორედ „ოლიმპთან“ ჩაატარეს. გელა წულაძის გუნდმა ორი ლეგიონერი – ჩარლს სთროუბრიჯი და კრის ფელჩერი დაიმატა, რომელთაც „ქუთაისთან“ გასვლით გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ასევე „აკადემიას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობა გია კაზანჯიანმა დაიწყო, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ „ოლიმპის“ თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს.

მატჩმა თავისი დაძაბულობით გულშემატკვიართა მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. „ოლიმპმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველივე სამქულიანი სროლა გამოიყენა. სათქმელია, რომ შეხვედრის სტარტზე ნახსენებმა ფელჩერმა „ოლიმპის“ კალათში ოთხი სასროლი ჯარიმა ვერ ჩააგდო. საბოლოოდ, პირველი მეთხედი „ოლიმპის“ გამარჯვებით, 17:14 დასრულდა.

მეორე ათწუთიანი პერიოდი თანაბარი გამოდგა და 13:13 დასრულდა, შესაბამისად, დიდი შესვენების წინ „ოლიმპი“ კვლავ სამი ქულით იგებდა. ამ მონაკვეთში „ოლიმპის“ მხრიდან 11 ქულით საუკეთესო ჯერემი ბაინუმი იყო, „აკადემიადან“ კი ამავე ქულების რაოდენობით სთროუბრიჯი გამოირჩა. სათქმელია, რომ მო ბრიგსს, რომელიც აქამდე შედეგიანობით არამხოლოდ თავის გუნდში, არამედ ზოგადად პირველობაში გამოირჩეოდა, დიდი შესვენების წინ მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა, რაც მან დარჩენილ ორ მეთხედში გამოასწორა. მესამე მეოთხედში „აკადემიას“ წარმატებულ თამაშში ბრიგსმა დიდი წვლილი შეიტანა – ბოლო მეთხედის წინ წულაძის გუნდი მეტოქეს 7 ქულით – 54:47 უგებდა.

ბოლო მეოთხედში, რომ არა კოკა ტომარაძის ტექნიკური ჯარიმა, რომლის წყალობით „ოლიმპმა“ 4 სასროლი ჯარიმის უფლება მოიპოვა, არავინ იცის, შეხვედრა როგორ დასრულდებოდა. საბოლოოდ, რევაზ როგავამ ოთხივე სასროლი ჯარიმა გამოიყენა, შემდეგივე შეტევაში კი „ოლიმპმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო (66:66). გადამწყვეტ წუთზე ივანიტინის კალათბურთელები დაწინაურდნენ, გატეხილმა „აკადემიამ“ ვერაფერი შეცვალა – ბოლო წამზე ბრიგსის ცენტრიდან ნასროლი არაზუსტი გამოდგა.

საბოლოოდ, „ოლიმპმა“ 76:74 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში „რუსთავს“ გადაუსწრო.

გამარჯვებულთა რიგებიდან ერთდროულად 18 ქულა სამმა კალათბურთელმა – ჯერემი ბაინუმმა, ლესლის სმიტმა და რევაზ როგავამ დააგროვეს. „აკადემიას“ რიგებიდან 21 ქულით სთროუბრიჯი გამოირჩა.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ ტექნიკურით დასჯილმა კოკა ტომარაძემ ხსენებული ეპიზოდი ერთ-ერთ მსაჯთან განიხილა, რაც უსიამოვნო შელაპარაკებითა და კალათბურთელის გასახდელში გაყვანით დასრულდა. გამორიცხული არ არის, ამის გამო ტომარაძემ დისკვალიფიკაცია მიიღოს.

„აკადემია“ – „ოლიმპი“ 74:76 (14:17, 13:13, 27:17, 20:29)

მატჩის სრული სტატისტიკა

გელა წულაძე „ქუთაისთან“ მოგებული შეხვედრით კმაყოფილია

მოგეხსენებათ, სუპერლიგის აუტსაიდერმა „აკადემიამ“ პარასკევს „ქუთაისთან“ გასვლითი მატჩი ორი ქულით – 85:83 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში მიღწეული შედეგით და ნაჩვენები თამაშით „აკადემიელთა“ თავკაცი გელა წულაძე კმაყოფილი დარჩა.

„დაძაბულთან ერთად სანახაობრივი თამაშიც გამოდგა. მოთამაშეებმა დავალება კარგად შეასრულეს. დღეს ორი ახალწვეული ლეგიონერიც გვყავდა და კარგია, რომ ასეთი დებუიტი ჰქონდათ. მე კმაყოფილი ვარ არამარტო მოგებით, არამედ გუნდის თამაშითაც“, – ციტირებს წულაძეს სუპერლიგის ვებგვერდი.

„აკადემიამ“ სეზონში მესამე მატჩი ქუთაისში მოიგო

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-16 ტურის მეორე მატჩი, რომელშიც მეორე ადგილზე მყოფმა „ქუთაისმა“ ბოლოადგილოსანი „აკადემია“ მიიღო. „ქუთაისმა“ წინა ტურში თბილისში „მგზავრები“ დაამარცხა, „აკადემიისა“ და „ოლიმპის“ მატჩი კი 9 თებერვლისთვის გადაიტანეს, შესაბამისად, გელა წულაძის გუნდს დასვენების საშუალება და მატჩისთვის უკეთესად მომზადების საშუალება ჰქონდა.

სუპერლიგაში დღეს  „აკადემიის“ ორი ახალწვეული ლეგიონერის, უკანახაზელ ჩარლს სთროუბრიჯისა და ცენტრ ქრისტოფერ ფელჩერის დებიუტი შედგა, რომელთაც თავისი გუნდის ანგარიშით 85:83 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

პირველ მეოთხედში „აკადემია“ სოლიდურად დაწინაურდა, თუმცა მეოთხედის ბოლოს მასპინძლებმა სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს და ანგარიშთ 28:32 აგებდნენ. მეორე ათ წუთში ანგარიში თანაბარი იყო, დიდი შესვენების წინ „აკადემიელები“ ისევ 4 ქულით იგებდნენ. მესამე მეოთხედში „ქუთაისმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რის გამო შეხვედრის ბოლო წუთამდე ორივე გუნდს შორის უშეღავათო ბრძოლა იყო. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 83:83 იყო, ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს, რამაც მათ მაინც ვერ უშველა, ბოლო წამზე ბურთი ნახსენებმა ახალწვეულმა სთროუბრიჯმა ჩააგდო და თავის ახალ გუდნს მიმდიანრე სეზონში მესამე გამარჯვება მოუტანა.

საუკეთესო „აკადემიას“ მხრიდან 20 ქულით, 3 მოხსნითა და 6 პასით სწორედ სთროუბრიჯი იყო. მასზე მხოლოდ 1 ქულით ნაკლები მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. „ქუთაისიდან“ 20 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით ბექა ბექაური გამოირჩა.

„ქუთაისი“ – „აკადემია“ 83:85 (28:32, 22:22, 22:18, 11:13)

მატჩის სრული სტატისტიკა

„აკადემია“ – „ოლიმპი“ ორი თებერვლისთვის გადაიდო

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მესამე წრე, შაბათს, 30 იანვარს განახლდება. ამ დღისთვის „აკადემიასა“ და „ოლიმპს“ შორის მატჩის გამართვაც იგეგმებოდა, თუმცა გუნდებთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტთან შეთანხმებით, შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა და გუნდები ერთანეთს სამშაბათს, ორ თებერვალს, 18:00 საათზე შეხვდებიან.

მატჩის გადადების მიზეზი კი „ოლიმპის“ „ბათუმთან“ გასვლაზე ჩატარებული თასის მატჩია, რომელიც აჭარელთა გამარჯვებით, 79:73 დასრულდა. უამინდობის გამო „ოლიმპს“ აჭარიდან დედაქალაქში დაბრუნება უჭირს.

შეგახსენებთ, რომ „ოლიმპი“ 6 მოგებითა და 8 წაგებით სუპერლიგის მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო „აკადემია“ მხოლოდ 2 მოგებითა და 12 მარცხით ბოლო საფეხურზეა.

„დინამომ“ წელიწადი ზედიზედ მეექვსე მოგებით დაასრულა, „მგზავრებმა“ ბოლო წამზე გაიმარჯვეს

დღეს, ახალ სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები შედგა.

“აკადემია“ – „რუსთავი“ 73:86

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და „აკადემია“ შეხვდნენ. ეს დაპირისპირება საინტერესო იმით იყო, რომ წინა ტურში „აკადემიამ“ სეზონის მეორე მატჩი მოიგო, რუსთაველებმა კი ცუდი შედეგებისა და ბოლოსწინა ადგილზე დაშვებიუს გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიხეილ ბერუაშვილი გაათავისუფლეს. ამის მიხუედავად, „რუსთავმა“ დღეს საკმაოდ ადვილად მოიგო და მეტოქეს ანგარიშით 86:73 სძლია.

საუკეთესო ქვემო ქართლელთა რიგებში 18 ქულით გაჩეშა იყო, სამაგიეროდ, „აკადემიას“ ლიდერმა მაურის ბრიგსმა ამჯერად 28 ქულა დააგროვა. არადა, „ბათუმთან“ ნახსენებ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 40 ქულა შეადგინა, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია.

შემდეგ ტურში, რომელიც 9 იანვარს გაიმართება, „აკადემია“ მგზავრებს შეხვდება, „რუსთავი“ კი – „ოლიმპს“.

მატჩის სრული სტატისტიკა

„ოლიმპი“ – „დინამო“ 69:79

ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა „ოლიმპი“, თავის მხვრივ, „დინამომ“ ამით 2015 წელი ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით დაასრულა.

არადა, პირველი მეოთხედის შემდეგ კაზანჯიანის გუნდს ექვსქულიანი უპირატესობა (23:17) ჰქონდა. მეორე მეოთხედში „დინამომ“ სიტუაცია გამოასწორა, თუმცა ბოლო წამზე „ოლიმპიდან“ მასხულია 3 ქულით გამოირჩა – დიდი მეოთხედის წინ „დინამოელები“ 39:40 მარცხდებოდნენ. ამ პერიოდში ხოშტარიას გუნდის რიგებიდან საუკეთესო 10 ქულით აბრი მაკალპინი იყო, „ოლიმპიდან“ კი 9 ქულით ბაინუმი გამოირჩა. მესამე მეოთხედში „დინამომ“ 11 ქულით დაწინაურება შეძლო, რამაც, საბოლოოდ, შეხვედრის ბედზე იმოქმედა და გადამწყვეტ მეოთხედის შემდეგ „დინამოელებმა“ 79:69 გაიმარჯვეს.

დინამო-ოლიმპი_9589

საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 21 ქულით გიორგი შარაბიძე იყო, „ოლიმპიდან“ კი 14 ქულთ რევაზ როგავა გამოირჩა.

დინამო-ოლიმპი_9565779

შემდეგ ტურში „დინამო“ „ქუთაისთან“ პრინციპულ მატჩს გამართავს, „ოლიმპი“ კი წაგებათა სერიის დასრულებას „რუსთავთან“ შეეცდება.

მატჩის სრული სტატისტიკა

„სოხუმი“ – „მგზავრები“ 79:81

ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა „სოხუმიც“,  რომელიც წინა ტურში „დინამოსთან“ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა, როგორც მაშინ, ისევე დღეს, საბოლოოდ, დამარცხდა.

„მგზავრებთან“ დღევანდელი შეხვედრის პირველი ორი მეოთხედის შემდეგ ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ორი ქულით მარცხდებოდა, მესამე მეოთხედში კი ათქულიანი ჰანდიკაპის მოპოვება შეძლო. ამის მიუხედავად, ბუბა ბერიშვილის კალათბურთელებმა მეტოქის ათქულიანი უპირატესობის განეიტრალება შეძლეს, ბოლო შეტევა კი სწორედ „მგზავრების“ იყო, რომელიც ბოლო წამზე კახაბერ ჯინჭარაძის ჩაგდებით დაგვირგვინდა.

ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ სატურნირი ცხრილის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს, ორი ტურის წინ ერთპიროვნული ლიდერი „სოხუმი“ კი მეხუთე საფეხურზე დაეშვა.

მატჩის სრული სტატისტიკა