ცანამ „მარსელთან“ მოლაპარაკება დაიწყო

„მარსელი“ „ლაციოს“ ალბანელი ნახევარმცველით ლოიკ ცანათი დაინტერესდა. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„მარსელთან“ მოლაპრაკება დავიწყე. კლუბს ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა“, – განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ცანა „მარსელში“ აქამდეც თანაშობდა – ფრანგული კლუბის ღირსებას ის 2005-2009 წლებში იცავდა.

ცანამ „ლაციოდან“ წასვლა გადაწყვიტა

რომის „ლაციოს“ მცველი ლორიკ ცანა მიმდინარე ზაფხულში კლუბის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ ფეხბურთელის მამა ისაუბრა.

„ოთხი წლის შემდეგ ახალი გამოცდილების მიღების დრო დადგა., საბოლოო აგდაწყვეტილებას შემდეგ კვირას მივიღებთ. მანამდე 3-4 წინადადებას განვიხილავთ“, – განაცხადა ალბანელი მოთამაშის მამამ.

ამ ეტაპზე ცანას შესაძლო კლუბები არ სახელდებიან.