ზამთრის მთავარი ტრანსფერები

სულ რამდენიმე დღეა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და უკვე განხორციელდა გამორჩეული ტრანსფერები.

რაიან ბაბელი, “დეპორტივო” – “ბეშიქთაში”, უფასოდ 

30 წლის ჰოლანდიელი, რომელიც ამსტერდამის “აიაქსში” ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. იგი დედაქალაქური კლუბის შემდეგ, “ლივერპულშიც” იყო, სადაც ბოლომდე იმედები ვერ გაამართლა. ბაბელმა ძალიან ბევრი იმოგზაურა. იგი არაბთა გაერთიანებული ემირატების ჩემპიონატშიც კი თამაშობდა. გასულ ზაფხულზე ჰოლანდიელმა მცირეხნიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ “დეპორტივოსთან”, სადაც 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ბაბელი უფასოდ გადავიდა თურქულ “ბეშიქთაშში”.

იაგო ფალკე, “რომა” – “ტორინო”, 6 მილიონი ევრო

ფალკე 2015 წლის ზაფხულიდან “რომას” ეკუთვნოდა. პირველი, არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, 27 წლის ესპანელი ფეხბურთელი რომაელებმა “ტორინოში” გაანათხოვრეს, სადაც სერია ა-ში ჩატარებულ 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სუპერშედეგიანი ფალკე ზამთარში “ტორინომ” 6 მილიონად იყიდა.

ტიმოტე კოლოჯეიჩაკი, “სევილია” – მიუნხენგლადბახის “ბორუსია”, – 7.5 მილიონი ევრო

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, მაიკლ იოხინი იტყოდა, როგორც იქნა, ფრანგმა მცველმა იპოვა ისეთი გუნდი, რომლის სახელწოდებაც მის გვარზე დიდია. კოლოჯეიჩაკმა ეს ტრანსფერი ტვიტერზე დაადასტურა.

ტომას რინკონი, “ჯენოა” – “იუვენტუსი”, 8 მილიონი ევრო

ვენესუელელი, რომელიც “იუვემ” იყიდა ვიტსელის მაგივრად.

ადემოლა ლუკმანი, “ჩარლტონი” – “ევერტონი”, 7.5 მილიონი ფუნტიდან 11 მილიონ ფუნტამდე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტი. 18 წლის ადემოლა წელიწად-ნახევრის მანძილზე “ჩარლტონში” გამოდიოდა. ამ ზამთარში კი, ყველა გრანდს “ევერტონმა” აჯობა და ლუკმანი არც ისე იაფად შეიძინა.

კარლოს ტევესი, “ბოკა ხუნიორსი” – “შანხაი შენჰუა”, 10.5 მლიონი ევრო

როგორც არგენტინის პრეზიდენტმა თქვა, კარლიტოს განტვირთვა სჭირდება. ტევესმა დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი იპოვა ჩინეთის სახით, სადაც იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

უილფრიდ ნდიდი, “გენკი” – “ლესტერი”, 17.6 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ლესტერ სიტისა”, რომ გუნდში ახალი კანტე მიიყვანონ.

რიხედლი ბაზური, “აიაქსი” – “ვოლფსბურგი”, 12 მილიონი ევრო

20 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც დიდ ტალანტს ფლობს. მისით რამდენიმე პრემიერლიგური გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენმა ბუნდესლიგა აირჩია.

ლეონარდო პავოლეტი, “ჯენოა” – “ნაპოლი”, 18 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ნაპოლის” მხრიდან, რომ იყიდონ ახალი გინსალო იგუაინი.

აქსელ ვიტსელი, “ზენიტი” – “ტიანცზინ ციუანცზიანი”, 20 მილიონი ევრო

“იუვე” სთავაზობდა, თუმცა მისთვის სხვა რამეა პრიორიტეტული.

იულიან დრაზქსლერი, “ვოლფსბურგი” – “პსჟ”, 40 მილიონი ევრო

იმედია, დრაქსლერი პარიზულ კლუბში მაინც აჩვენებს იმას, რასაც მისგან დიდი ხანია ელიან.

ოსკარი, “ჩელსი” – “შანხაი ტელეისი”, 60 მილიონი ევრო

კიდევე ერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (27 ივლისი)

cats

ზიდანი პოგბას მიმართ ინტერესს ადასტურებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ კლუბი პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით კვლავაც მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია.

“ამ მომენტისათვის, ჩენ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით ისევ ვმუშაობთ, თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით. 31 აგვისტომდე ყველაფერი, შესაძლებელია, რომ ყველაფერი მოხდეს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.Com-ი.

ვიტსელს “იუვნეტუსში” თამაში სურს

იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის ინფორმაციით, აქსელ “ვიტსელს” “იუვენტუსში” თამაში სურს, რის გამოც ის მზადაა, რომ “ევერტონსა” და “ნაპოლის” უარი უთხრას.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს “მილანიც” იჩენდა.

საბა კვირკველიათი მოსკოვის “სპარტაკი” დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას მიმართ ინტერესს მოსკოვის “სპარტაკი” იჩენს.

როგორც საბა კვირკველიას აგენტმა რევაზ ჩელებაძემ განაცხადა, ქართველი მცველი ნავსაყუდელის შეცვლის წინააღმდეგი არ არის და უპირატესობას იტალიურ და გერმანულ კლუბებს მიანიჭებს, რუსეთიდან კი მხოლოდ მოსკოვის “სპარტაკისა” და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” წინადადებებს განიხილავს.

4

ლორენტე “რეალ სოსიედადს” მიუახლოვდა

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ფერნანდო ლორენტე მალე “სევილიას” დატოვებს და “რეალ სოსიედადს” შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის თავდამსხმელს უფრო დიდი ხელფასი სურს, კლუბის გამოცვლასაც სწორედ ამიტომ დათანხმდა.

“ინტერი” იკარდიში 70 მილიონს ითხოვს

იმის შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” იგუაინი ტურინის “იუვენტუსში” გაუშვა, კლუბი ახალ თავდამსხმელს ეძებს. ნეაპოლელებს მაური იკარდის შეძენა სურთ. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაკლები თანხის დასახელების შემთხვევაში, “ინტერი” მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

“ლესტერმა” კანტეს შემცვლელს მიაგნო

რამდენიმე დღის წინ ნ’გოლო კანტემ დატოვა “ლესტერ სიტი” და ოფიციალურად შეუერთდა ლონდონის “ჩელსის”. ამის შემდეგ ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ ვის უნდა შეეცვალა ფრანგი საყრდენი…

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მელიები” 25 წლის  მოთამაშის შემცვლელად ბელგიის ნაკრებისა და “ზენიტის” ფეხბურთელს, აქსელ ვიტსელს განიხილავენ. ინგლისის ჩემპიონების გარდა, ნახევარმცველით “ევერტონი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” ინტერესდება. წესით, ვიტსელმა “პრემიერ ლიგაში” ასპარეზობა უნდა აირჩიოს.

აქვე გეტყვით, რომ აქსელს 2017 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი გუნდთან და იგი 20-დან 25 მილიონ ევრომდეა შეფასებული.

“სტოკ სიტი” “ზენიტს” 15 მილიონ ევროს სთავაზობს

რუსული “ზენიტის” ბელგიელი ნახევარმცველი, ალექს ვიტსელი ინგლისური “სტოკ სიტის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

ინგლისური წყაროს ცნობით, “სტოკის” ხელმძღვანელებმა უკვე გაუკეთეს ოფიციალური შეთავაზება “ზენიტს”. ინგლისელებმა რუსებს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვიტსელის გადაბირებით, რომელსაც “ზენიტთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, იტალიური “რომა” და “მილანიც” არის დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ვიტსელმა რუსული პრემიერ ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა, რაც მისთვის არც თუ ისე კარგი შედეგია.

“მანჩესტერი” და “ჩელსი” ბელგიელისთვის იბრძვიან

“ზენიტის” ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ჩელსის” ინტერესტა სფეროში მოხვდა.

ევროპული პრესის ცნობით მანჩესტერელები ბელგიელ მოთამაშეს უკვე დაუკავშირდნენ, “ჩელსიში” კი ჯერჯერობით მხოლოდ ინტერესით შემოიფარგლებიან.

ვიტსელთან მოლაპარაკებებს “იუვენტუსიც” აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით ტურინელები მის სანაცვლოდ “ზენიტს” 22 მილიონ ევროს სთავაზობენ.