სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის საგანგებო სხდომა

დღეს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის საგანგებო სხდომა. კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში სტადიონის მოუმზადებლობის გამო ჩაშლილი დღევანდელი მატჩი ფოთის “კოლხეთსა” და ქობულეთის “შუქურას” შორის და სადისციპლინო კოდექსის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: “კოლხეთს” ჩაეთვალა 0:3 წაგება და დაჯარიმდა 2500 ლარით. აგრეთვე, კლუბს სეზონის ბოლომდე მიეცა პირობითი სასჯელი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

“კოლხეთი” – “შუქურა” გადაიდო

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი “კოლხეთი”-“შუქურა” გადაიდო. მატჩის დელეგატისა და მსაჯების ცნობით, მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო “პარკი არენას” მატჩისთვის მომზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად გადაეცემა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელი კენიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ფოთის “კოლხეთის” მარცხენა მცველი, ერიკ ოუმა ოტიენო კენიის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. ამის შესახებ ქართული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

20 წლის ფეხბურთელს 23 და 26 მარტს უგანდისა და კონგოს ეროვნული გუნდების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. შემდეგ კი ისევ მეგრულ კლუბს დაუბრუნდება.

აქვე გეტყვით, რომ ოტიენო გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა “კოლხეთში”. მან ეროვნული ლიგის სამივე შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზა.

„კოლხეთი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს

დღეს საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ ფოთში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

როგორც კლუბის „ფეისბუქის“ გვერდი იტყობინება, ივლისში ფოთელები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გეგმავენ – 12 ივლისს ურეკში „კოლხეთი“ ოზურგეთს „მერცხალს შეხვდება, 16 ივლისს ქობულეთში აზდგილობრივ „შუქურას“ დაუპირისპირდება, 22 ივლისს კი „საპოვნელას“ უმაპინძლებენ“.

23 ივლისიდან ფოთელები თურქეთში გაემგზავრებიუან, სადაც ასევე რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ.