სერბმა ქომაგმა პირობა შეასრულა ! (ფოტოები)

როგორც იცით, გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გორის “დილა” ასპარეზობას ბელგრადის “პარტიზანმა” გამოთიშა, სადაც ორმატჩიან დაპირისპირებაში 0-3 დაამარცხა.

ბელგრადელმა ლამაზმანმა კი მატჩის წინ განაცხადა, რომ თუ სერბები მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ, გაიხდიდა. სიტყვისამებრ, მშვენიერმა ქალბატონმაც მისი გუნდის წარმატების შემდეგ, პირობა დიდი სიამოვნებით შეასრულა.

q

oke

??????????????????????????????????????????????????????????

წყარო: larissanet.gr

გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს გორის „დილა“ და ბელგრადის“ პარტიზანი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა „პარტიზანის“ გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.

მეცხრე წუთზე შორიდან ანდრე ჟივკოვიჩმა დაარტყა, თუმცა გორელთა კარს ბურთი საგრძნობი მანძილის ასცდა. მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგზე მოდებაძემ ილურიძეს კარგი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მცველს აჯობა და ფლანგიდან დაარტყა, თუმცა ამ ბურთის აღება მეკარე ჟივკო ჟივკოვიჩსთვის პრობლემა არ ყოფილა. ორ წუთში მარჯვენა ფლანგიდან ბაბოვიჩმა ბოჟინოვის მიმართულებით ჩააწოდა, ბულგარელმა ბურთი გაატარა, ჟივკოვიჩის დარტყმა კი „დილას“ კარს სულ მცირედით ასცდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გორელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. მსაჯს პირველი ყვითელი ბარათის ჩვენება მე-18 წუთზე მოუწია – კამათისთვის ირაკლი მოდებაძე დაისაჯა. 23-ე წუთზე, ოთარ მარცვალაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი „პარტიზანის“ ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ბელგრადელთა კარის მიმართულებით სახიფათოდ წავიდა, შედეგად კუთხური დაინიშნა, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. 26-ე წუთზე კვლავ ილურიძემ იაქტიურა, რომელმაც ლაშა გვალია კარგი პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს ხელს არავინ უშლიდა, რისი დახმარებითაც მან შორიდან ძლიერად დარტყმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 33-ე წუთზე მოდებაძე და მარცვალაძე მეტოქის კართან ახლოს იყვნენ, მაგრამ მცველებმა მათ ხელი შეუშალეს და ბურთი აუტზე გადააგდეს. ოთხ წუთში პეტროვიჩმა მარჯვენა ფლანგზე ჩინებულად ითამაშა – „პარტიზანის“ მცველმა ბურთი ხურცილავას ფეხებს შორის გაუტარა, იქვე გვალიაც მოატყუა და პასი ბრაშანაცს გაუკეთა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით გორელთა მეკარე შევჩენკო უშანსოდ დატოვა – 0:1. სოსიაშვილის გუნდის ამოცანა უკვე სამი გოლის გატანა გახდა. პირველი ტაიმის ბოლოს „დილას“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც კუთხურის შემდეგ მოდებაძემ თავით დაარტყა – ანგარიში უცვლელი დარჩა.

უჩა სოსიაშვილმა მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ორმაგი ცვლილება გაოიყენა –  პაპავას ნაცვლად კვირკვია გამოვიდა, ხოლო ილურიძის ადგილი მაშუკოვმა დაიკავა. 54-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ შორიდან დარტყმა სცადეს – ამჯერად მეტოქის კარს მარცვალაძემ დაუმიზნა. სამ წუთში „პარტიზანს“ უპირატესობის გაზრდა შეეძლო – უმარუ შევჩენკოსთან პირისპირ გავიდა, თუმცა „დილას“ მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. სამაგიეროდ, 64-ე წუთზე „პარტიზანის“ მოთამაშემ თავისი შანსი გამოიყენა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ადვილად შევიდა და გოლის გატანაც არ გასჭირვებია – 0:2. 68-ე წუთზე გორელ მოთამაშეებს გულშემატკივრებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც მსაჯმა მარცვალაძე და ნავალოვსკი ყვითელი ბარათებიც „დაასაჩუქრა“ (იხილეთ ვიდეო). იმავე წუთზე მილინკოვიჩმა პირველი ცვლილება გამოიყენა – ვალერი ბიჟინოვის ადგილი მოედანზე ნიკოლა ნინკოვიჩმა დაიკავა. 73-ე წუთზე უმაროს დუბლის შესასრულებლად სულ ცოტა დააკლდა. 88-ე წუთზემარცვალაძის ნაცვლად მოედანზე შესულმა ერისთავმა საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა – ბურთი ძელს მოხვდა.

საბოლოოდ, :2 და ორი მატჩის ჯამში „პარტიზანმა“ ანგარიშით 3:0 მოიგო, რითაც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

„დილა“ – „პარტიზანი“ 0:2 (0:3 ორი მატჩის ჯამში)

გოლები: ბრაშანაცი 37′, უმარუ 64′

„დილა“: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე (კ), ნავალოვსკი, პაპავა (კვირკვია 46′), ილურიძე (მაშუკოვი 46′), ძარია, გვალია, მოდებაძე, მარცვალაძე (ერისთავი 82′)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

„პარტიზანი“: ჟივკო ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი (ილიჩი 80′), ბაბოვიჩი (კ), ანდრია ჟივკოვიჩი, ევტოვიჩი, უმარუ (შაპონიჩი 87′), ბოჟინოვი (ნინკოვიჩი 68′)
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი

გაფრთხილებები: მოდებაძე 18′, მარცვალაძე 68′, ნავალოვსკი 68′  – ბრაშანაცი 47′, ბალაჟიცი 60′

„დილა“ – „პარტიზანი“: სასტარტო შემადგენლობები

მოგეხსენებათ, დღეს, 16 საათსა და 30 წუთზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და ბელგრადის „პარტიზანი“ შეხვდებიან. შეგხსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბეთის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

წარმოგიდგენთ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობას.

„დილა“: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე (კ), ნავალოვსკი, პაპავა, ილურიძე, ძარია, გვალია, მოდებაძე, მარცვალაძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

„პარტიზანი“: ჟივკო ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი, ბაბოვიჩი (კ), ანდრია ჟივკოვიჩი, ევტოვიჩი, უმარუ, ბოჟინოვი
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი

„დილა“ „პარტიზანთან“ დამარცხდა

ბელგრადის „პარტიზანსა“ და გორის „დილას“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სერბული კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი დიდი სანახაობით არ გამორჩეულა. როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რამდენიმე ეპიზოდში მათ გოლის გატრანაც შეეძლოთ, თუმცა გორელთა მეკარემ ალექსეი შევჩენკომ საიმედოდ ითამაშა.

მეორე ტაიმი მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლები გოლის გატანას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. 65-ე წუთზე გუგა ფალავანდიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც, როგორც აღმოჩნდა, შემდგომ მატჩის ბედზეც იმოქმედა. 82-ე წუთზე გორელთა მეხუთე ნომერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მთავარმა მსაჯმა ბასტიან დანკერმა „დილას“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დანიშნა. ნიშნულთან „პარტიზანის“ ათიანი სტეფან ბაბოვიჩი მივიდა, რომელმაც იმდენად ძლიერად და ზუსტად დაარტყა, რომ შევჩენკო უშანსოდ დატოვა – უკრაინელი მეკარე არც კი განძრეულა (იხილეთ ვიდეო). დარჩენილ დროში „პარტიზანს“ ანგარიშის გაზრდის შანსიც ჰქონდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბურთის საჯარიმო მოედანში დაბრუნებსითვის გორელთა საჯარიმოში სახიფათო დარტყმა დაინიშნა, მაგრამ შევჩენკომ იეტროვიჩის დარტყმის მოგერიება შეძლო.

საბოლოოდ, 1:0 და ორრაუნდიანი დაპირისპირების გამარჯვებული 21 ივნისს, გორში, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩასატარებელ მატჩში გაირკვევა.

„პარტიზანი“ – „დილა“ 1:0
გოლი: ბაბოვიჩი 83′

“პარტიზანი”: ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ნ. პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი, ბაბოვიჩი, ნინკოვიჩი (ილიჩი 72′), იევტოვიჩი, უმარუ (ანდრეა ჟივკოვიჩი 60′), ბოჟინოვი (შაპონიჩი 77′).
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი.

“დილა”: შევჩენკო, ხურცილავა, კვირკველია, კვახაძე, ნავალოვსკი, პაპავა, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, ილურიძე (ღონღაძე 90′), გვალია, მარცვალაძე (ძარია 83′).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

გაფრთხილებები: პაპავა 7′, მარცვალაძე 58′, ფალავანდიშვილი 65′, კვირკველია 90+3′

გაძევება: ფალავანდიშვილი 82′

„პარტიზანი“ – „დილა“: მსაჯთა ბრიგადა

ბელგრადის „პარტიზანსა“ და გორის „დილას“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მათჩს გერმანელი მსაჯების ბრიგადა გაუძღვება.

მთავარი მსაჯად ამ მატჩზე ბასტიან დანკერი დაინიშნა. 35 წლის ფიფა-ს კატეგორიის არბიტრი 2012 წლიდან პირველი ბუნდესლიგის მატჩებზე მუშაობს. გვერდით არბიტრები რაფაელ ფოლტინი და რენე როჰდე იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბენჟამინ ბრენდი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„პარტიზანის“ თავკაცი: „გორის „დილა“ რუსული სტილია გუნდია“

ბელგრადის „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა პრესკონფერენციაზე გორის „დილასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ერთთვიანი მუშაობის შემდეგ სეზონის სტარტს მოუთმენლად ველით. საქართველოს ჩემპიონს პატივს ვცემთ. ამ გუნდს კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია, თუმცა იგივე ამბიცია ჩვენც გაგვაჩნია. ცოტა ხნის წინ მეტოქემ სამი დახურული მატჩი ითამაშა, მაგრამ მასზე საკმარისი ინფორმაციის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. სიტუაცია პირველი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება. „პარტიზანს“ ხვალინდელი მატჩის შემდეგ მეორე ეტაპზე გასვლის შანსების გაზრდა სურს, მაგრამ წინ კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა გველის. პირველი თამაშის შემდეგ უფრო გვეცოდინება, თუ როგორ ვითამაშოთ.

„დილას“ რუსული სტილი ეტყობა – მოთამაშეები ბევრს დარბიან, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგია, რაზეც შედეგები მეტყველებენ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ მათთან სათამაშოდ მზად ვარ. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, „დილას“ თამაშის ყურება ვერ შევძელით.

ფაბრიციოს გარდა, ამ მატჩისთვის ყველა მზადაა. იმედია, ის შემდეგი კვირის მიმდინარეობისას დაგვეხმარება.

მსურს, ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერა ვთხოვო. წინ საინტერესო სეზონი გველის, „პარტიზანს“ ის მიზნები აქვს, როგორიც დიდ კლუბს შეეფერება“, – განაცხადა მილინკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

გორში “პარტიზანი” — “დილას” მატჩის ტრანსლირება იგეგმება

დღეს, 14 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის “პარტიზანსა” და გორის “დილას” შორის პირველი მატჩი გაიმართება. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საფეხბურთო კლუბ “დილას” ორგანიზებით სერბეთიდან შეხვედრის საჯარო ტრანსლირება იგეგმება. გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყება. მატჩის დაწყებამდე პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მონიტორზე ქომაგები იხილავენ კლიპს, რომელშიც ნაჩვენები იქნება საუკეთესო ეპიზოდები “დილას” მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სერბულ მხარესთან მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღია და დიდი ალბათობით, საქართველოში შეხვედრის ტელერეპორტაჟი არ განხორციელდება.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ბასტიან დანკერტის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.