ჩვენი ჯგუფი: ირლანდიამ გივენი დაკარგა

პოლონეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ირლანდიის სამწვრთნელო შტაბი მეკარე შეი გივენის იმედზე ვერ იქნება. გამოცდილმა გოლკიპერმა გერმანიასთან მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რომლის გამოც თამაშს ვერ შეძლებს.

ვეტერანის შესაცვლელად ნაკრებში „ნიუკასლის“ კარის დარაჯი რობ ელიოტი გამოიძახეს.

პოლონეთთან შეხვედრა ირლანდიელებისთვის გადამწყვეტია. მოგების შემთხვევაში, ისინი კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. ამჟამად ირლანდიასა და პოლონეთს 18-18 ქულა აქვთ. ჯგუფს 19 ქულით გერმანია ლიდერობს, რომელიც დღეს საქართველოს უმასპინძლებს.

90-იანების ათი საუკეთესო მეკარე, რომელიც დღემდე თამაშობს

წარმოგიდგენთ 90-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთში მოსულ იმ ათ მეკარეს, რომელიც დღემდე აქტიურ სპორტშია.

1. მარკ შვარცერს ოქტომბერში 43 წელი შეუსრულდება, თუმცა ის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. არადა, ავსტრალიელი ჯერ კიდევ 1994/95 წლების სეზონში დრეზდენის „დინამოში“ თამაშობდა

2. ადრე ამჟამად 40 წლის შეი გივენის გარეშე „ნიუკასლის“ წარმოდგენა შეუძლებელი იყო. 2009 წელს მან ცდუნებას ვერ გაუძლო და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ჯო ჰარტს კონკურენცია ვერ გაუწია, რის გამოც „ასტონ ვილაში“ წასვლა მოუწია, სადაც მხოლოდ განვლილი სეზონის ბოლო ნაწილში ითამაშა

NEWCASTLE SHAY GIVEN WATCHES THE BALL GO IN AT ST JAMES PARK.

3. იკერ კასილიასი 18 წლის იყო, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს მადრიდის „რეალის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა. და, აი, ახლა, 16 წლის შემდეგ, ის „სამეფო კლუბს“ ტოვებს

4. სხვათაშორის, იმ პერიოდში კასილიასმა შემადგენლობიდან ალბანო ბიზარის ამოგდება გამოუვიდა. მოგვიანებით ბიზარი იტალიაში გადაბარგდა, თუმცა წარმატებას ვერც „ჯენოაში“ და ვერც „ლაციოში“ მაიღწია. განვლილ სეზონში მან „კიევოში“ ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი ვერონელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა

5. ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ ძირითადი მეკარე „იუვეში“ გადასვლამდე დიდი ხნით ადრე გახდა

Parma's goalkeeper Gianluca Buffon (C) celebrates with his team mate Nestor Sensini (L) and Alain Boghossian (2R) after saving a penalty from Inter Milan's Ronaldo's (R) during their Italian Serie A soccer match in Milan's at San Siro stadium May 8. Ôîòî: REUTERS

6. „რომას“ ამჟამინდელი მეკარე მორგან დე სანქტისი 37 წლის ბუფონზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია

LEVERKUSEN, GERMANY - DECEMBER 09:  UEFA POKAL 99/00 Leverkusen; TSV BAYER 04 LEVERKUSEN - UDINESE CALCIO 1:2; JUBEL TORWART Morgan de SANCTIS (22); Massimo MARGIOTTA (29)/UDINESE  Ôîòî: Gettyimages.ru/Frank Peters/Bongarts

7. კრისტიან აბიატი „მილანში“ 1998 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მან იჯარით არაერთი კლუბი მოიარა, თუმცა 2008 წელს „როსონერიში“ დაბრუნდა

 

8. ალექს მანინგერი მრავალი წლის განმავლობაში „არსენალის“ მეორე მეკარე იყო. ავსტრიელმა ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, რის გამოც „მეთოფეების“ დატოვება მოუწია. მანინგერი ერთი პერიოდი „იუვენტუსშიც“ იყო. ამჟამად ის „აუგსბურგში“ ირიცხება და ბუნდესლიგაში პერიოდულად თამაშიც უწევს

9. გავიხსენოთ „მილანის“ კიდევ ერთი მეკარე, თუმცა დღეს ის „როსონერიში“ აღარ თამაშობს. ნელსონ დიდა 90-იანების შუაში ბრაზილიის ნაკრებში მოხვდა. ამჟამად ის ბრაზილიურ „ინტერნასიონალშია“, რომლის შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის მიუხედავად, 41 წლის გოლკიპერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

Brazil V Canada

 

10. „სან-პაულუში“ თამაში და გოლების გატანა როჟერიო სენიმ 20 წლის ასაკში დაიწყო. 42 წლის მეკარეს ეს წარმატებით დღესაც გამოსდის