“ორჰუსმა” “ბრონდბიუს” ვაწაძის დუბლით მოუგო (ვიდეო)

19 ივლისს, დანიის სუპერლიგის პირველ ტურში, “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ბრონდბიუ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორჰუსელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელმაც შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე, ვაწაძემ გახსნა, 45-ე წუთზე კი პუკიმ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის 56-ე წუთზე, ქართველმა თავდამსხმელმა კვლავ გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ასევე, “ორჰუსის” რიგებში ითამაშა დავით სხირტლაძემაც, რომელმაც 86-ე წუთზე სწორედ ვაწაძე შეცვალა.