“ვიტესი” “გრონინგენთან” დამარცხდა – კაშია შეუცვლელია!

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები შედგა.

“ნოორდლის სტადიონზე” “გრონინგენმა” არნემის “ვიტესი” მიიღო. უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე ლარსენის ავტოგოლით გაიხსნა. უნცაურია, თუმცა “გრონინგენმა” დაბოს ავტოგოლით აღადგინა წონასწორობა. ეს 59-ე წუთზე მოხდა. სამ წუთში მატავჟმა წინ გაიყვანა არნემელები. ამას მოჰყვა ირდისის, მაჰისა და ვანვეერტის გოლები, შესაბამისად, 65-ე, 78-ე და 82-ე წუთებზე. საბოლოოდ, მასპინძლებმა “ვიტესს” ანგარიშით, 4-2 სძლიეს.

საგულისხმოა, რომ არნემელთა შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

ამ წაგების შემდეგ გურამის გუნდი 19 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

გურამ კაშიას ფრე “ზვოლესთან”

დღეს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

თავისი თამაში ჩაატარა არნემის “ვიტესმა”, რომელიც “ზვოლეს” მასპინძლობდა. არც ისე სანახაობრივი მატჩი არ იყო მომენტებით დახუნძლული. გუნდებს შანსები შეექმნათ, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 0:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, არნემელთან ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა.

ამ ფრის შემდეგ ქართველი მცველის გუნდი 19 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ გურამი გამოძახებულია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრებს, შესაბამისად, კვიპროსთან და ბელარუსთან გამართავს.

გურამ კაშიას მარცხი “პსვ”-სთან

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში არნემის “ვიტესმა” ეინდჰოვენის “პსვ” მიიღო და ანგარიშით, 2-4 დამარცხდა. მე-18 წუთზე ლოზანომ სტუმრები დააწინაურა, 45-ზე კი ლოკადიამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და ანგარიში გათანბრდა. თუმცა, მეორე ნახევარში, 49-ე და 56-ე წუთებზე აღნიშნულმა ფეხბურთელმა ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ 59-ე წუთზე ლოზანომ მეოთხე გოლიც გაიტანა. 63-ე წუთზე მეისონ მოუნთმა ორამდე შეამცირა სხვაობა.

საგულისხმოა, რომ არნემელთა რიგებში, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია. მან სრული შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე მომენტშიც დაგვამახსოვრა თავი.

ამ მარცხის შემდეგ, “ვიტესი” 18 ქულით მეხუთეა, “პსვ”-ს 27 ქულაა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს.

ყაზაიშვილი “ვიტესში” ახალი ნომრით ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვალერი ყაზაიშვილი ახალი სეზონიდან “ვიტესში” 8-ნომრიანი მაისურით აღარ ითამაშებს.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, “ვიტესი” დევი პრიოპერმა დატოვა, რომელსაც 10-ნომრიანი მაისური ეცვა. ამიერიდან კი გუნდში მე-10 ნომერი ვაკო იქნება.

შეგახსენებთ, რომ არნემელები ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 30 ივლისს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა, “ვიტესის” სტადიონზე, 6 აგვისტოს გაიმართება.