პრემიერ ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები ჭარბობენ

GOAL.COM-მა პრემიერ ლიგის მერვე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

როგორც ჩანს, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა დიდი სიმპათია დაიმსახურეს ინგლისური გამოცემისგან, რადგან 4 მოთამაშე სწორედ ამ გუნდიდანაა.

მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”).
მცველები: ჯო გომესი, ჟოელ მატიპი (ორივე “ლივერპული”), დაინსონ სანჩესი (“ტოტენჰემი”), მარტინ უოლსონი (“სუონსი”).
ნახევარმცველები: სტერლინგი, ფერნანდინიო, დე ბრუინი (სამივე “მანჩესტერ სიტი”), ვილფრიდ ზაჰა (“კრისტალ პალასი”).
თავდამსხმელები: გაბრიელ ხესუსი (“მანჩესტერ სიტი”), ტემი აბრახამი (“სუონსი”).

ფერნანდინიომ მესისთან შელაპარაკების ფაქტი კატეგორიულად უარყო

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი, ფერნანდინიო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მას “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ ლეო მესისთან შელაპარაკება მოუვიდა.

პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სამშაბათს გამართული მატჩის შემდეგ (“სიტი” 3-1 “ბარსელონა”), გასახდელისკენ მიმავალ მესის მასპინძელთა ერთ-ერთ ფეხბურტელთან მოუვიდა შელაპარაკება. მესიმ ამ უკანასკნელს გიჟი უწოდა (“Imbecile”).

“ძალიან კარგად ვიცი, საიდან მოდის ასეთი ტიპის ჭორები და ვინ ცდილობს სიტუაციის დაძაბვას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს მტკნარი სიცრუეა, რადგანაც მატჩის შემდეგ მე “ბარსელონას” არცერთ წარმომადგენელთან არ მქონია რაიმე სახის კონტაქტი.

ინტრიგების ხლართვა და ვინმეს პროვოკაციაზე წამოგება ჩემი სტილი არ არის, მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთაც.” – განაცხადა ფერნანდინიომ.

გვარდიოლა “სიტის” ფეხბურთელზე: “როცა გუნდში მისნაირი სამი მოთამაშე გყავს, პრემიერ ლიგას აუცილებლად მოიგებ”

დღეს, პრემირ ლიგის ლიდერი, “მანჩესტერ სიტი” მეშვიდე ტურის ეგიდთ გასამართ შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. “ქალაქელების” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ წინასამატჩო კონფერენციაზე მის ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენზე, ბრაზილიელ ფერნანდინიოზე ისაუბრა.

“ფერნანდინიოს ყველაფერი შეუძლია. რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ, მის გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება წარმოუდგენელი იქნებოდა.”

“ის არის ძალიან  სწრაფი და ჭკვიანი; შეუძლია, საჰაერო ორთაბრძოლების ხშირად მოგება. ფერნანდინიო რამდენიმე პოზიციაზე უპრობლემოდ თამაშობს.”

“თუ გუნდს სამი ფერნანდინიო ეყოლება, ის აუცილებლად მოიგებს პრემიერ ლიგას. ჩვენ მხოლოდ ერთი გვყავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის!” – განაცხადა კატალონიელმა მწვრთნელმა.

ფერნანდინიო: “პეპმა გუნდის მენტალიტეტზე უკვე იმოქმედა”

“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფერნანდინიო თვლის, რომ კლუბში პეპ გვარდიოლას მოსვლამ უკვე იმოქმედა “სიტის” მენტალიტეტზე.

“პირველი რამ, რისი გაკეთებაც პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტიში” მოსვლის შემდეგ სცადა, გუნდისთვის მენტალიტეტის შეცვლა იყო. ის ჩვენს თავებში შემოძრომას ცდილობდა.

იმისათვის, რომ გახდე გამარჯვებული, რაღაცეები უნდა შეცვალო – ვარჯიშები, თამაშები და ბევრი სხვა რამ. სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენ ახლა. ყოველი შეხვედრისას, ჩვენ რაღაცის შეცვლას ვცდილობთ.

პოზიტიური ცვლილებები უკვე შესამჩნევია. პრემიერ ლიგაში სამიდან სამი მატჩის მოგება მოვახერხეთ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სეზონის ბოლოს, ჩვენ ტიტულის აწევას ვაპირებთ.”

ფერნანდინიომ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფერნანდინიომ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ლიონელ მესიმ არც ფერნანდინიო დაინდო (ვიდეო)

18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში, კატალონიელთა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ფერნანდინიოც ძალიან მარტივად მოატყუა.

ფერნანდინიო კოლუმბიის ნაკრებს უფრთხის

ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო კოლუმბიის ნაკრებს უფრთხის. მისი თქმით, ჩილეს ნაკრებსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა, მაგრამ კოლუმბია უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

ფერნანდინიო ჟურნალისტებთან საუბრობს:

“ვფიქრობ, კოლუმბიის და ჩილეს ნაკრებები დიდად არ განსხვავდებიან, ორივე კარგ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებს, მაგრამ კოლუმბიის  ნაკრები უფრო შეტევაზეა კონცენტრირებული. კოლუმბიელები კარგად იყენებენ ფლანგებს, რაც მეტ ხიფათს ქმნის. მათ ჰყავთ უნიჭიერესი თავდამსხმელი ხამეს როდრიგესი, რომელიც ძალიან სახიფათოა”.

 

ფერნანდინიოს ბრწყინვალე გოლი სამხრეთ აფრიკის კარში

5 მარტს, სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:5), ფერნანდინიომ მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა.

პელეგრინი: ფერნანდინიო იქნება, აგუერო არა

როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი” და ,,ბარსელონა”, ხვალ თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან.

სიტის დავკაცმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ფერნანდინიო მზად არის, მაგრამ არგენტინელი დააკლდებათ.

,,აგუერო მზად არ არის. ფერნანდინიოს კი რაც შეეხება, იგი მზად არის სათამაშოდ და შესაძლოა ვათამაშო კიდეც” – განაცხადა პელეგრინიმ ცოტა ხნის წინ უცხოურ პრესასთან ინტერვიუში.

ფერნანდინიო მოედანს 15 დღეში დაუბრუნდება

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერნანდინიო ტრავმის გამო დაახლოებით ორ კვირას გამოტოვებს. ადრე გავრცელებული ცნობით, ბრაზილილის უქმობას თვეზე მეტს ელოდნენ, თუმცა ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც ამას თავიდან აცხადებნენ.

აღნიშნული ინფორმაცია, ფერნანდინიო საკუთარ ტვიტერზე გაკეთებული განცხადებით დაადასტურა.

“მოგესალმებით. მინდა ჩემს ტრავმის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს გამოვეხმაურო. რეაბილიტაციის პერიოდი მაქსიმუმ 15 დღეს გასტანს” – განაცხადა ფერნანდინიო.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ფერნანდინიო “ჩელსისთან” მატჩი ვერ დაეხმარა საკუთარ გუნდს.

იაია ტურესა და ფერნანდინიოს ლამაზი საჯარიმოები ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებენ საჯარიმო დარტყმებს “მანჩესტერ სიტის” ვარჯიშზე იაია ტურე და ფერნანდინიო.

ფერნანდინიო საუკეთესოა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერნანდინიო გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, მანჩესტერული კლუბის დეკემბრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეორე ადგილზე გასულ მილნერზე სამჯერ მეტი ხმა მიიღო. საპატიო მესამე ადგილი ხესუს ნავასს ერგო. დეკემბერში ფერნანდინიომ “არსენალთან” დუბლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფერნანდინიო “სიტიში” 2013 წელს დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა.