“ჩელსი” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონს იხდის

ბრიტანული “მეტროს” ცნობით, ლონდონის “ჩელსი” მზადაა, მადრიდის “ატლეტიკოს” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონი ევრო შესთავაზოს. 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოკეს მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კოკემ 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ესპანელ ფეხბურთელს ორი გოლი და ოთხი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

 

“ჩელსი” მზად არის შეელიოს ფილიპე ლუისს კოკესთვის

ლონდონის “ჩელსი” მზად არის გაუშვას ფილიპე ლუისი თავის ძველ გუნდში, თუ ეს ყოველივე მათ კოკეს დაბრუნებაში დაეხმარებათ.

Standard Sport-ის ცნობით, “არისტოკრატები” გეგმავენ გაიფორმონ 23 წლის ნახევარმცველი, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 48 მილიონი ფუნტია.

წყაროს გათვალისწინებით, “ჩელსიმ” შეიძლება ტრანსფერში 29 წლის ბრაზილიელი მცველი გამოიყენოს, რომელიც გასულ ზაფხულს სწორედ მადრიდული გუნდიდან შეუერთდა მათ.

“პენსიონერებმა” ფილიპე ლუისში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ამ ორ კლუბს ერთმანეთთან კარგი სატრანსფერო ურთიერთობა აქვს. ინგლისელებს ტიბო კურტუა სწორედ მათთან ჰყავდათ იჯარით, რომელიც ლუისთან და დიეგო კოშტასთან ერთად ზაფხულში მივიდა გუნდში, ხოლო “ჩელსიმ” “ლეიბებში” ფერნანდო ტორესი გაუშვა.

“ატლეტიკო”: “ბაიერთან” კოკეს გარეშე

მადრიდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრას, “ბაიერის” წინააღმდეგ, დანაკლისით ხვდება.

მადრიდის “ატლეტიკოს” “ფარმაცევტთა” წინააღმდეგ კოკე დააკლდება. დიეგო სიმეონეს გუნდი გერმანელებს შემდეგნაირი განაცხადით შეერკინება.

მეკარეები: მოია, ობლაკი, ჰილი.

მცველები: სიკეირა, ანსალდი, მირანდა, ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, გამესი, ლუკასი.

ნახევარმცველები: გაბი, ტიაგო, არდა, კანი, საული, სუარესი, რაულ გარსია.

თავდამსხმელები: მანჯუკიჩი, რ.ხიმენესი, გრიზმანი, ტორესი.

კოკე „ბაიერთან“ ვერ ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი კოკე გერმანიაში ლევერკუზენის „ბაიერთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩზე ვერ ჩავა.

როგორც ცნობილია, შუახაზელმა ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება ჯერ ვერ მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ კოკე „რეალთან“ მატჩში დაშავდა.

“ატლეტიკო”: კოკემ ვარჯიში განაახლა

“ატლეტიკოს” ნახევარმცველი, რომელიც მადრიდულ დერბიში დაშავდა, მოედანს სულ მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკომ” “რეალი” 4-0 გაანადგურა, სადაც კოკემ ტრავმის გამო მოედანი მე-11 წუთზე დატოვა.

ნახევარმცველს დიაგნოზი 8 თებერვალს დაუდგინეს. გამოკვლევების თანახმად, ესპანელი მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდებოდა. კოკემ ვარჯიში უკვე განაახლა.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში გამორიცხულია, ხოლო მეორე მატჩში არის ფეხბურთელის დაბრუნების ალბათობა.

მიმდინარე სეზონში კოკემ “ლეიბების” მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი, ხოლო რვა შედეგიანი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“ატლეტიკოს” კოკე ერთი თვით გამოაკლდა

ესპანელი ნახევარმცველი მადრიდულ დერბიში დაშავდა.

როგორც იცით, გუშინ მადრიდის “ატლეტიკომ” “ვინსენტე კალდერონზე” “სამეფო გუნდი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, მაგრამ ყველაფერმა კარგად არ ჩაიარა.

გუნდის ძირითადმა ნახევარმცველმა, კოკემ მატჩის მსვლელობისას სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მე-11 წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.

დღეს “ფურია როხასა” და დედაქალაქური გუნდის წევრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და გაირკვა, რომ მუხლქვედა მყესის დაჭიმულობა აქვს. ფეხბურთელს დაზიანების გამო ერთი თვე გაუცდება.

“წარმოუდგენელი მატჩი იყო. გილოცავთ ყველას და მადლობა მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები,”-ასე შეაფასა გუშინდელი მატჩი და მისი ტრავმა 23 წლის შემტევმა.

აქვე დავამატებთ, რომ კოკე ავტომატურად გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩს, სადაც “ლეიბები” გერმანულ “ბაიერ 04”-ს დაუპირისპირდებიან.

კოკე და ანსალდი “ატლეტიკოს” ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ მადრიდის “ატლეტიკოს” ვარჯიშზე კოკე და ანსალდი.

კოკე: „რონალდუ სპორტსმენია, ხოლო მესი – ღმერთი“

მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოკემ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა.

„ამ ორს შორის საუკეთესოს დასახელება მიჭირს. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ჩინებული მოთამაშეები არიან, თუმცა პორტუგალიელი უბრალოდ კარგი სპორტსმენია, ხოლო არგენტინელი – უბრალოდ ღმერთია. მოედანზე იგი არნახულად თამაშობს.

ნებისმიერი კლუბი რონალდუს დონის მოთამაშეზე ოცნებობს, თუმცა მე მაინც მესის ავირჩევდი“, – აცხადებს კოკე.

“ატლეტიკო” კოკეს, მირანდას და გოდინის შენარჩუნებას აპირებს

“ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ კლუბს წამყავნი მოთამაშეების დიდი ჯგუფი არ დატოვებს.

მართალია, დიეგო კოშტას “ჩელსიში” გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ მადრიდელები სხვა წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას აპირებენ.

“კოკე “ატლეტიკოს” მოთამაშეა და ის ჩვენთან რჩება. ჩვენ ისეთი კლუბი არ ვართ, რომელსაც არსებობისთვის ფეხბურთელისთვის გაყიდვა სჭირდება. “ატლეტიკო” სტაბილური სტრუქტურაა. კოკეს დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ანალოგიური სიტუაციაა გოდინთან და მირანდასთან მიმართებაში. ასეთი სტაბილური მცველების პოვნა ძალიან რთულია. ვფიქრობ, ისინიც დარჩებიან” – განაცხადა “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სესერომ.

 

კოკე: “გასნაკუთრებული ფინალი იქნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დღევანდელ ფინალში გამარჯვებას მოიპოვეს.

“დღეს გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ფინალში გავედით და დიდი მატჩის გამართვას ვაპირებთ.

ძალიან რთული შეხვედრა გველის, სადაც აქცენტი ტაქტიკურ ბრძოლაზე იქნება გადატანილი. “რეალს” კარგი შეტევა აქვს, მაგრამ ჩვენ ვიცით თუ როგორ ვითამაშოთ დაცვაში.

ორი მადრიდული კლუბის შესრულებით განსაკუთრებული ფინალი გველის და დიდი იმედი მაქვს, რომ ის “ატლეტიკოს” გამარჯვებით დასრულდება”- განაცხადა კოკემ.

მოიესი კოკეს “უტევს”

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დევიდ მოიესი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის „ატლეტიკოს“  ნახევარმცველ კოკეთი.  მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელს ვერ ელევა, მოიესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 21 წლის ფეხბურთელით გუნდის გაძლიერება.  მოიესი დეკემბერში შემჩნეულ იქნა „ატლეტიკო“-„პორტოს“ თამაშზეც.

ბოლოს იმასაც დავძენთ, რომ კოკეთი ორი გრანდი „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებულები.

 

 

“ატლეტიკოში” სჯერათ, რომ დიეგო კოსტა და კოკე დარჩებიან

მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე ლუის კამინერომ განაცხადა, რომ დიეგო კოსტა და კოკე კლუბს არ დატოვებენ. კოსტა, რომელიც ამ ეტაპზე პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია “არსენალის”, “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ასევე საუბრობენ, რომ ამ კლუბებს კოკეც აინტერესებთ.

“დიეგო კოსტას კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად სატრანსფერო თანხა 38 მილიონ ევროს უდრის. ამის შესახებ ინგლისურმა ტოპ-კლუბებმაც იციან. ამ ეტაპზე კოსტა კოსტა წასვლაზე არ ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთან დარჩება. რაც შეეხება კოკეს, მის მიმართ “მანჩესტერის” ინტერესი არ მიკვირს. ძალიან მოუმატა და მისი ესპანეთის ნაკრებში მოხვედრაც სავსებით ლოგიკურია. დარწმუნებული ვარ, კოკე ჩვენთან დიდი ხნით დარჩება” – განაცხადა კამინერომ.