ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა დაკავებული პოსტი დატოვა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
66 წლის სპეფციალისტი ირლანდიელებს 2013 წლიდან წვრთნიდა. მისი თავკაცობით გუნდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე იასპარეზა.
ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაზე ჯგუფში დანიისა და უელსის ეროვნულ გუნდებთან ერთად იასპარეზა და ბოლო ადგილი დაიკავა, რის გამოც С ლიგაში დაქვეითდა.