“ტელეგრაფის” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლივერპულის “ევერტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მერსისაიდელთა თავკაც რობერტო მარტინესს გაუჯავრდა.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მოცდა მოუწია, სანამ მარტინესი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოსვლას დაასრულებდა.
როგორც “ტელეგრაფი” წერს, როდესაც მარტინესი საპრესკონფერენციო დარბაზიდან გამოვიდა, მოურინიომ მას უთხრა: “რობერტო, მომდევნო ჯერზე თქვი, რომ პირველი მე წარვდგები ჟურნალისტების წინაშე, რადგან ჩვენ შინისაკენ უნდა გავემგზავროთ”. მარტინესმა უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ არის, რაზეც მოურინიომ უხამსად მიუგო: “F*** hell” (“ეშმაკსაც წაუღიხარ!”).