ჩერიშევი: “აპლოდისმენტები? დიდად არ მადარდებს”

ესპანური “ვალენსიას” მაისურით მოთამაშე რუსმა ფეხბურთელმა, დენის ჩერიშევმა კატალონიური პუბლიკის ქმედებაზე გააკეთა კომენტარი.

“ვცდილობ, მსგავს რამეს ყურადღება არ მივაქციო. ჩემი საქმე მოედანზე გასვლა და თამაშია. ზოგს მოსწონხარ, ზოგს კი – არა. ამან ფეხბურთელზე არ უნდა იმოქმედოს.

რაც შეეხება თამაშს, საშინლად ვითამაშეთ. ასე თამაშის უფლება არ გვაქვს. იმედია ყველაფერს გამოვასწორებთ.” – განაცხადა ჩერიშევმა, რომლის გამოც მადრიდის “რეალი” კოპა დელ რეის გათამაშებისგან მოიხსნა.

“კამპ ნოუზე” განადგურებით (7-0) “ვალენსიამ” სამეფო თასის ფინალში მოხვედრის ყველა შანსი დაკარგა. განმეორებითი შეხვედრა 10 თებერვალს, “მესტალიაზე” შედგება.

ჩერიშევი, შესაძლოა, ინგლისში აღმოჩნდეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” რუსი ვინგერის, დენის ჩერიშევისთვის ბრძოლაში “სევილიას” “უოტფორდიც” შეუერთდა.

წყაროს ცნობით, ჩერიშევისთვის ბრძოლაში უნაი ემერის გუნდი ლიდერობს, თუმცა არა გამორიცხული, რომ მადრიდელებმა მოწინააღმდეგე გუნდის გაძლიერებას დენისის ინგლისში გაშვება ამჯობინოს.

დღეს გამართულ კონფერენციაზე, ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია რუსმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, რადგანაც ის გუნდში მის ადგილს ვერ ხედავს.

“ის მშვენიერი ფეხბურთელია, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ვფიქრობ, რომ მას წასვლის შანსი აქვს.”

.

„ვილიარეალი“ ჩერიშევის დაბრუნებას შეეცდება – „მარკა“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი დენის ჩერიშევი, შესაძლოა, „ვილიარეალში“ დაბრუნდეს.

ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, იანვარში კლუბების ხელმძღვანელები რუსი ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავენ. თავად მოთამაშეს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს, რადგან მადრიდში მას საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლება.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ზაფხულში ჩერიშევის გაშვება იუარა, თუმცა ამჯერად, სავარაუდოდ, სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჩერიშევი: “რაც არ მკლავს, მაძლიერებს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი დენის ჩერიშევი რამდენიმე დღის წინათ მომხდარი შემთხვევის გამო დადარდიანებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბმა” რუსი ნახევარმცველი ათამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც იჯარის წესით “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. ამის გამო “კადისმა” დაიჩივლა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი სარჩელი დააკმაყოფილა და “რეალი” ტურნირიდან მოკვეთა.

ჩერიშევმა სოციალურ ქსელში ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი ფრაზა გამოაქვეყნა.

“რაც არ მკლავს, მაძლიერებს”, – დაწერა “რეალის” რუსმა ფეხბურთელმა.

 

„კადისის“ ფანების სიმღერა: „ჩერიშევ, გვიყვარხარ“ (ვიდეო)

„კადისთან“ ესპანეთს თასის მატჩში დსკვალიფიცირებული დიმიტრი ჩერიშევის გამოყვანისთვის მადრიდის „რეალს“ დისკვალფიკაცია ემუქრება. ამის გამო ანდალუსიური კლუბის ფანებმა რუს ფეხბურთელს სიმღერა მიუძღვნეს.

„რეალის“ ნახევარმცველით ერთდროულად ოთხი კლუბი დაინტერესდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით დენის ჩერიშევით ერთდროულად ოთხი კლუბი დაინტერესდა. როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, რუსი ფეხბურთელით „ზენიტი“, „ვალენსია“, „სევილია“ და „ლივერპული“ ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ჩერიშევმა მხოლოდ 14 წუთი ითამაშა – ფეხბურთელი მეოდანზე „გრანადასთან“ შეხვედრაში გამოჩნდა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის წინ ჩერიშევს მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, ასე რომ, მისი ტრანსფერი არ გამოირიცხება. არსებობს ალბათობა, რომ ჩერიშევი „ბლანკოსს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.