სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც მოგეხსენებათ, სფფ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია და ლევან კობიაშვილი იბრძოდნენ.
ხმის უფლების მქონე 33 დელეგატის არჩევანი ასეთია:
რევაზ არველაძე — 15 ხმა;
მამუკა კვარაცხელია — 0 ხმა;
ლევან კობიაშვილი — 18 ხმა.