მომენტი, რის გამოც თამაზ მჭედლიძეს “ქართველი ლომუ” უწოდეს (ვიდეო)

8 მაისს, საფრანგეთის TOP 14-ის 23-ე ტურში “აჟენის” ქართველმა მორაგბემ, თამაზ მჭედლიძემ “ტულუზთან” გამართულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა.

ლელოს დადებამდე, მჭედლიძემ ვეტერანი ფრანგი ვენსან კლერკი შესანიშნავად ჩამოიშორა, რის გამოც მას ერთ-ერთმა უცხოურმა სარაგბო ვებ-გვერდმა “ქართველი ლომუ” უწოდა.

cats

თამაზ მჭედლიძის მორიგი ლელო საფრანგეთის TOP 14-ში (ვიდეო)

2 აპრილს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-20 ტურში “აჟენმა” საკუთარ მოედანზე “პო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 26:33 დამარცხდა.

“აჟენის” ძირითად შემადგენლობაში იყო თამაზ მჭედლიძე, რომელმაც მე-9 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო დადო. ასევე, მასპინძელთა რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა 22 წლის გიორგი თეთრაშვილი.

საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული ოცი ტურის შემდეგ, “აჟენი” გასავარდ ზონაში იმყოფება და ცხრილში ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს.

თამაზ მჭედლიძის შესანიშნავი ლელო “მონპელიესთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

26 მარტს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-19 ტურში, “აჟენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და ანგარიშით 21:45 დამარცხდა.

შეხვედრაში მონწილეობა ორმა ქართველმა მიიღო. “მონპელიეს” რიგებში მე-40 წუთზე მოედანზე მიხეილ ნარიაშვილი გამოჩნდა, ხოლო 63-ე წუთზე თამაშში “აჟენის” მორაგბე, თამაზ მჭედლიძე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მჭედლიძემ 75-ე წუთზე შესანიშნავი ლელოს დადებაც მოახერხა.

თამაზ მჭედლიძემ ერთ მატჩში ორი ლელო დადო (ვიდეო)

7 ნოემბერს, საფრანგეთის TOP 14-ში, “სეკსიონ პალუაზმა” საკუთარ მოედანზე “აჟენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 33:31 დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო თამაზ მჭედლიძე, რომელმაც 29-ე და 67-ე წუთებზე ორი ლელო დადო.

თამაზ მჭედლიძე: “დაუდეთ იმ კაცს ეს ფოტო”

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში საქართველოს ნაკრების მორაგბის გიორგი ბეგაძის ორი ფოტო ვრცელდება. ერთ ფოტოზე ის ჯარისკაცის ფორმით ჩანს, მეორეზე კი რაგბის ბურთთან ერთადაა.

ამ სურათს ძალიან დიდი გამოხმაურება და ბევრი მოწონება მოჰყვა, თუმცა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ასეთი რამ დაწერა: “მეტისმეტად ნუ აქებთ და გმირებადაც ნუ რაცხავთ. ეს გმირებისთვის შეურაწყოფაა.”

ამ კომენტარს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრი თამაზ მჭედლიძე გამოეხმაურა:

cats

12107096_531829353635838_4713053807734893382_n