მადრიდის “რეალმა” “ლას პალმასს” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 30-ე ტურის შეხვედრები იმართება. “გრან კანარიაზე” ადგილობრივი “ლას პალმასი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა.

შეხვედრაში ანგარიში გარეთ ბეილმა გახსნა. უელსელმა შემტევმა ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ შეაგდო. ამის გაკეთება მან 26-ე წუთზე მოახერხა. ზუსტად 12 წუთში ქარიმ ბენზემამ თერთმეტმეტრიანი შეაგდო და ორამდე გაზარდა ასხვაობა. მეორე ნახვარში კიდევ ერთი გოლი გავიდა – ისც მასპინძელთა კარში. ტაიმის დაწყებიდან ექვს წუთში ბეილმა პენალტი გამოიყენა და დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 3-0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “რეალი” 63 ქულით მესამე პოზციაზეა. “ლას პალმასს” 21 ქულა აქვს და მეთვრამეტე ადგილზეა.

 

ვალვერდე: “მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა; არც ის ვიცი, პენალტი რატომ დანიშნეს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის შეხვედები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში კატალონიის “ბარსელონამ” “ლას პალმასთან” სტუმრად ითამაშა და ფრე, 1-1 გააგორა. აღნიშნულ მატჩში იყო რამდენიმე სადავო მომენტი: მასპინძლების მეკარემ, ლეანდრო ჩიჩიზოლამ ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. ასევე, საეჭვო იყო “ბლაგურნას” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი.

დაპირისპირების შემდეგ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

“თერთმეტმეტრიანმა ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. ამის შემდეგ, მეორე ტაიმი ცუდად გაგრძელდა. ისინი შესვენების შემდეგ უფრო ძლიერნი გამოვიდნენ მოედანზე და მათ კიდევ უფრო დიდი მუხტი სწორედ ამ პენალტმა მისცა. მსაჯობა? ამაზე საუბარი არ მსურს. თუმცა, გეტყვით, რომ პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრს ვესაუბრე იმ მომენტზე, როცა მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. პენალტი? ვერ ვხვდები, რის გამო დაინიშნა! სამი ქულის მოპოვება გვსურდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაშვებული გოლის მერე თამაში გაგვიჭირდა. ისინი თავს კარგად იცავდნენ და ქულებიც დაგვაკარგინეს,” – აცხადებს ბასკი.

“ბარსამ” “ლას პალმასთან” ფრე ითამაშა – “ატლეტიკოსთან” სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის მატჩები შედგა. თავისი შეხვედრა ჩაატარა კატალონიის “ბარსელონამ”, რომელიც “ლას პალმასს” ესტუმრა.

საკმაოდ დაძაბულ მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმის შემდეგ გავიდა. “ბარსას” ამის შემდეგაც ჰქონდა მომენტები, თუმცა პირველ ტაიმში ვერ შეაგდო.

მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე უკვე ჯონათან კალერიმ თერთმეტმეტრიანიდან შეძლო გათანაბრება. ამის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა ვეღარ გაიტანა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. “ბლაგურნა” 66 ქულით პირველზეა, “ლას პალმასს” 20 ქულა აქვს და მეთვრამეტე პოზიციას იკავებს.

 

ოფიციალურად: “ლას პალმასს” პაკო ხემესი გაწვრთნის

ლა ლიგა სანტანდერის ბინადარს, “ლას პალმასს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კანარის კუნძულელებს სათავეში პაკო ხემესი ჩაუდგება.

შეგახსენებთ, რომ “ლას პალმასის” მესვეურებს ხორხე ალმირონის დანიშვნა სურდათ. 46 წლის არგენტინელს საკუთარ ქვეყანასა და მექსიკაში ჰქონდა ნამუშავები მწვრთნელად. თუმცა, უეფამ, გადაამოწმა რა საბუთები, მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება საკმარისად არ ჩათვალა და კლუბის ბოსებმაც ის ვერ დანიშნეს.

რაც შეეხება პაკო ხემესს, 47 წლის კანარიელმა მეორედ ჩაიბარა ეს პოსტი. ადრე მშობლიურ გუნდს პაკო 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის თებერვლამდე წვრთნიდა. შემდგომში კი, “კორდობაში”, “რაიო ვალეკანოში”, “გრანადასა” და “კრუზ აზულში” მუშაობდა.

“რეალმა” “ლას პალმასს” დამაჯერებლად სძლია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შევხედრაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასი” მიიღო. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც “ბლანკოსმა” კუთხური მოაწოდა და კაზემირომ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ეს ყოველივე 41-ე წუთზე მოხდა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე მარკო ასენსიომ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო. ხოლო, 74-ე წუთზე კი ისკომ ივარგა. მას საგოლე გადაცემა კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა. საბოლოოდ, მადრიდელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.

ამ მოგების შემდეგ ზიდანის შეგირდებს 23 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “ლას პალმასი” ექვსი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა.

 

ბალოტელი ესპანურ ლა ლიგაში?

ესპანური, საკმაოდ გავლენიანი და ავტორიტეტული გამოცემა Marca ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში მარიო ბალოტელი ესპანეთში ვიხილოთ.

წყაროს ცნობით, ფრანგული “ნიცას” იტალიელი თავდამსხმელის გადაბირებით ესპანური “ლას პალმასია” დაინტერესებული.

თუ ესპანელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, “ლას პალმასმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ გრანდთან. ესპანური გუნდი მას 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ერთი წლის დამატების უფლებით.

ხესე: “პსჟ”-ის კარში ოთხი გოლის გატანა მხოლოდ “რეალს” შეუძლია”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა შემტევმა, ხესე როდრიგესმა ფრანგულ “პარის სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ეხება, რომელსაც “კამპ ნოუ” უმასპინძლებს. პირველი მატჩი ფრანგთა გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.

“რეალი” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. ექვსში “პსჟ” “რეალს” რომ ხვდებოდეს, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ “ბარსელონას” მათთან შანსი არ აქვს.

“პსჟ” საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, რასაც უნაი ემერის ტაქტიკური მონახაზების ფაქტორიც ემატება,” – აცხადებს ესპანელი ფორვარდი.

ხესე როდრიგესი: “ტრავმა რომ არა, ახლა “რეალის” ძირითადში ვიქნებოდი”

მადრიდის “რეალსა” და “ლას პალმასს” შორის გასამართ მატჩამდე, კანარიელთა ესპანელმა ფორვარდმა, ხესე როდრიგესმა პრესასთან ისაუბრა.

“რეალის” წინააღმდეგ გოლის გატანა ნამდვილა გამიჭირდება. ბოლო მატჩები ჩავაგდე და დიდი იმედი მაქვს, რომ გატანას შევძლებ.

გოლის აღნიშვნას ნამდვილად არ ვაპირებ. “რეალმა” ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

რა მოხდებოდა ტრავმა რომ არ მიმეღო? ამაზე აქამდეც ბევრი მიფიქრია. არ მინდა ჩემი თავი ვინმეს შევადარო, მაგრამ მჯერა, რომ “რეალის” ძირითადის მოთამაშე ვიქნებოდი. ამაში დარწმუნებული ვარ.

ჰალილოვიჩი უკან, ესპანეთში ბრუნდება

“ბარსელონას” ექს-ფეხბურთელი, ალენ ჰალილოვიჩი ძალიან ახლოსაა ესპანურ ლა ლიგაში დაბრუნებასთან. gianlucadimarzio.com-ის ცნობით, 20 წლის ჰალილოვიჩის გადაბირებას “ლას პალმასი” ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა “ბარსელონა” გასულ ზაფხულს დატოვა იმ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომელიც გერმანულმა “ჰამბურგმა” გადაუხადა “ბლაუგრანას”.

თუმცა ახალგაზრდა ჰალილოვიჩმა ბუნდესლიგაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ახლა უკან, ესპანეთში აპირებს დაბრუნებას (არენდის წესით).

“ვესტ ჰემისა” და “ევერტონის” სამიზნის არენდით აყვანა “ლას პალმასს” 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ზაფხულში კი მისი 5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

გოლების ცვენა “ნოუ კამპზე”: “ბარსელონამ” “ლას პალმასს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა.

თავისი მატჩი ჩაატარა კატალონიის “ბარსელონამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზ “ლას პალმასს” უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირება თავიდან ბოლომდე “ბლაგურნას” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-14 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ლიონელ მესიმ გაზარდა ორამდე სხვაობა. ზუსტად ხუთ წუთში ურუგვაელმა თავდამსხმელმა დუბლი გაიფრომა. 59-ე წუთზე არდა თურანმა 4-0 გახადა ანგარიში. საბოლოო წერტილი კი ალეიშ ვიდალმა მე-80 წუთზე დასვა. საფინალო ანგარიში – 5-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ბარსას” 38 ქულა აქვს და, ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა. “ლას პალმასი”  კი 24 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო

“ლას პალმასმა” “რეალს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. ანგარიში 33-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. მასპინძლებმა 5 წთში ტანას გოლით გააათანაბრეს.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ბენზემას გოლს არაუხომ უპასუხა. საბოლოოდ – 2-2.

“რეალმა” პრიმერაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 14 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარსა და მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ოფიციალურად: კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას “ლას პალმასში” გააგრძელებს

ესპანურმა “ლას პალმასმა” ოფიციალურად დაადასტურა კევინ-პრინს ბოატენგის ტრანსფერი. “მილანის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში მოთამაშე გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

განელი ფეხბურთელი ესპანური კლუბის რიგით მეოთხე შენაძენია. კანარელებმა უკვე გაიფორმეს ჰელდერ ლოპესი, მარკო ლივაია და მაიკლ მაკედო.