„საბურთალო“ უეფას ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა

„საბურთალოს“ 19-წლამდელთა გუნდმა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა. ორი კვირის წინ დანიაში გამართული მატჩი „მიდტიულანდის“ გამარჯვებთ, 3:1 დასრულდა, შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მინიმუმ 2:0 უნდა მოეგო. სამწუხაროდ, თბილისური კლუბი დღესაც დამარცხდა.

არადა, პირველ ტაიმში „საბურთალოს“ გოლების სასურველი რაოდენობის გატანა შეეძლო.

ასე მე-19 წუთზე ბექა ნიკოლაიშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ეპიზოდი კუთხურით დასრულდა. 25-ე წუთზე საბურთალოელებმა მეტოქის დაცვის მარცხენა ფლანგზე საინტერესო კომბინაცია გაიტამაშეს, საბოლოოდ, ირაკლი ბიძინაშვილმა დაარტყა და, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი მეტოქის კარისკენ რიკოშეტით წავიდა, მეკარე ოტრესენმა იქვე მდგომ გურამ გოშთელიანს აჯობა და ბურთს კარის ხასზე დაეუფლა. ორ წუთში იმავე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ბექა გვარაძე შევიდა, რომელმაც დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება ამჯობინა – გადაცემა არაზუსტი გამოდგა. 30-ე წუთზე ბიძინაშვილი მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ შევიდა, თუმცა მისი დარტყმული არც თუ ისე ძლიერი ყოფილა – ოლსენმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 32-ე წუთზე ბიძინაშვილმა საჯარიმოში გოშთელიანს ჩაუწოდა, დარტყმის მცელობისას ბურთი თთქოს „მიდტიულანდის“ ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ექვს წუთში „მიდტიულანდმა“ „საბურთალოს“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა შეასრულა, მეორე სართილზე მცველებს რასმუს ნისენმა დაასწრო, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა – 0:1.

მეორე ტაიმის მესამე წუთზე ხარაიშვილმა მეტოქის კარის მიმართულებით შორიდან დარტყმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. 53-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ნისენმა ნახევარი მოედანი გაირბინა და ფლანგზე მიკაელ ანდერსონი პასით მოამარაგა, უკანასკნელმა მეკარე ბექა ქურდაძისსთვის შორეულ კუთხეში დაარტყა და გაიტანა კიდევ – 0:2. „საბურთალოელების“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ახლა მათ შემდეგ ეტაპზ ეგასასვლელად 5 გოლის გატანა სჭირდებოდათ, რაც მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი.

58-ე წუთზე, ჯარიმის შემდეგ, მეტოქის კართან ახლოს მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა თავით ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. 62-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეცვლაზე შესულმა ჩორგაძემ იქვე მყოფი ხარაიშვილი პასით მოამარაგა – „საბურთალოს“ ათიანს ძლიერად და ზუსტად დარტყმა ამჯერად არ გასჭირვებია – ანგარიშში სხვაობა შემცირდა.

72-ე წუთზე ბიძინაშვილმა მეტოქის კარისკენ დარტყმა ფლანგიდან სცადა. 75-ე წუთზე ნისენის კარგი პასის შემდეგ სტერინგმა გაიტანა, ქურდაძემ კი ბურთი ხელში აიღო. ერთ წუთში, თიჩოსენის დარტყმის შემდეგ, ბურთი კუთხურზე გადავიუდა, რომელსაც გემერის არაზუსტი თავური მოჰყვა. 84-ე წუთზე გვარაძის დარტყმის შემდეგ „მიდტიულანდის“ კარის დარაჯს ბურთი ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე კი მან გოშთელიანს დაასწრო.

88-ე წუთზე პირველი გოლის ავტორი რასმუს ნისენი მეორედ დაჯარიმდა, მსაჯმა რაჰიმ ჰასანოვმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სტუმრები დარჩენილ წუთებში კაცნაკლულნი იყვნენ.

მსაჯის მეირ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი ხარაიშვილმა ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყა.

საბოლოოდ, 1:2 და ორი მატჩის ჯამში „საბურთალო“ ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

„საბურთალო“ – „მიდტიულანდი“ 1:2
გოლები: ხარაიშვილი 62′ – ნისენი 38′, ანდერსონი 58′

„საბურთალო“: ქურდაძე, მარგველაშვილი, ნიკოლაიშვილი (ჩორგაძე 60′), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი (კ), ჩაბრაძე, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 80′), ნადარაია (ლაკვეხელიანი 73′), ათუნაშვილი, გვარაძე

„მიდტიულანდი“: ოტესენი, ნიკოლაისენი, ლაურიცენი, ნისენი, გემერი (კ), კირკი (ოლსენი 82′), რუტიკანგა, ანდერსონი (პოულსენი 60′), მუნკსგაარდი, თიჩოსენი, თომსენი (სტერინგი 67′)

გაფრთხილებები: გოშთელიანი 52′, ალთუნაიშვილი 77′ – ნისენი 57′ 88′

გაძევება: ნისენი