“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” კიპერ ჯანლუიჯი დონარუმას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს.
23 წლის მეკარე სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის არის “მილანიც”, თუმცა, იტალიური წყაროს ცნობით, “როსონერი” გუნდში დონარუმას დაბრუნებით დაინტერესებული არ არის.
კიდევ ერთი ვარიანტი ტურინის “იუვენტუსია”. ამ შემთხვევაში მთავარი დაბრკოლება ხელფასია. ტურინელები ფიქრობენ, რომ დონარუმას მაღალი მოთხოვნების დაკმყოფილებას ვერ შეძლებენ.
ჯანლუიჯი დონარუმასა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” იტალიელი მეკარის სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.
დონარუმამ მიმდინარე სეზონში “პარი სენ-ჟერმენის” ფორმით 22 მატჩი ჩაატარა და რვა შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.