სოკრატისი “ლაციოში” გადადის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, სოკრატის პაპასტატოპულოსი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს.

წყაროს თანახმად, 32 წლის ბერძენი მცველი იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მისი წლიური ჯამაგირი ორი მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სოკრატისი 2018 წლიდან ლონდონის “არსენალში” გამოდიოდა. მან ინგლისურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება ოთხშაბათს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერით ინტერესდება

ჟოზე მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი მოექცა. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანულ კლუბს ინგლისური გრანდისაგან კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება ბერძენი ფეხბურთელის ფასს, რომლის გადაბირებითაც “არსენალისა” და “ჩელსის” უფროსებიც არიან დაინტერესებულნი, ის დაახლოებით 28 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პაპასტატოპულოსი “ბორუსიაში” 2013 წლიდან გამოდის და მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

Bild: “ბორუსიას” მცველმა დიეგო სიმეონეს ყურადღება მიიპყრო

დორტმუნდის “ბორუსიას” ბერძენი მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი შესაძლოა მომავალ სეზონში ესპანურ “ატლეტიკოში” ვიხილოთ.

27 წლის მცველმა “როხიბლანკოს” თავკაცი, დიეგო სიმეონე “ბაიერნთან”, თასის ფინალში გამართულ მატჩში მოხიბლა, რომელიც საბოლოო ჯამში “ბაიერნმა” მოიგო (0-0, 3-4 პენ.).

აქვე გეტყვით, რომ პაპასტატოპულოსს გერმანლ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

დავამატებთ იმასაც, რომ “ბორუსიას” ხელმძღვანელები მხოლოდ იმ შემთხვევში დათანხმდებიან ბერძენი ფეხბურთელის გაყიდვას, თუ შემოთავაზება მართლაც ნოყიერი იქნება, რამეთუ კლუბმა უკვე გაუშვა ერთი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსის სახით.

ოფიციალურად: „ბორუსიამ“ პაპასტატოპულოსთან გაახანგრძლივა (ფოტო)

დორტმუნდის „ბორუსიამ“ საბერძნეთის ნაკრების მცველთან სოკრატის პაპასტატოპულოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება დღეიდან მხარეებს 2019 წლის ივნისამდე აკავშირებთ.

17N_Sokratis_bvbnachricht_voll_regular

სათქმელია, რომ ბოლო დროს პაპასტატოპულოსს ლონდონის „არსენალს“ უკავშირებდნენ.