დონარუმა: “ჩემი რჩეული მანუელ ნოიერია”

“მილანის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა აცხადებს, რომ მისი საყვარელი მეკარე მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერია.

“ჩემი რჩეული მანუელ ნოიერია. ასევე, ძალიან მომწონს ჯანლუიჯი ბუფონი და კრისტიან აბიატი. ნოიერის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ და ზოგჯერ ვცდილობ, რომ მას მივბაძო”, – ციტირებს ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვებს Gazzetta.it.

შეგახსენებთ, რომ დონარუმას სერია A-ში დებიუტი 2015 წლის 25 ოქტომბერს ჰქონდა.

ჯანლუიჯი დონარუმას ბრწყინვალე სეივი “კარპისთან” მატჩში (ვიდეო)

6 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “კარპისა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში ჯანლუიჯი დონარუმამ ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

მინო რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმას ფასი დაასახელა

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტის ფასი 170 მილიონ ევროს შეადგეს.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის კარის დარაჯი “როსონერის” ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს.

“ის მოდილიანია და 170 მილიონი ევრო ღირს. ჯანლუიჯის დიდი მოამავალი აქვს, ის კარგი ბიჭია და ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა. დონარუმა პატარა ჩემპიონია, რომელიც მალე დიდი ჩემპიონი გახდება”, – უთხრა რაიოლამ Premium Sport-ს.

ჯანლუიჯი დონარუმას ბრწყინვალე სეივი “იუვენტუსთან” მატჩში (ვიდეო)

21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, “როსონერის” ახალგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ საკუთარი კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.

ბუფონმა და დონარუმამ ერთმანეთს მაისურები გაუცვალეს (ვიდეო)

21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “როსონერის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ბუფონთან მივიდა და მაისური გაცვალა.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლების” ახალგაზრდა კარის დარაჯი შეხვედრის დაწყებამდეც აცხადებდა, რომ ბუფონი მისი კუმირი იყო და მასთან მაისურის გაცვლა სურდა.

ჯალუიჯი დონარუმამ გუშინ რეკორდი დაამყარა

28 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კიევო” მიიღო და მეტოქე ლუკა ანტონელის გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“როსონერის” ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა 16 წლის კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა, რომელმაც გუშინ რეკორდის დამყარებაც შეძლო.

დონარუმა იტალიის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა.